Home თავის მოვლა

ალბათ ხშირად შეგიმჩნევია გოგონები, რომლებიც არასწორად არჩევენ ტონალური კრემის ფერს, შესაბამისად, მათი კანი არაბუნებრივად გამოიყურება და აჭრელებულია. ჩემი მეგობარი ბიჭების აზრით, არასწორი მაკიაჟი, და კერძოდ, დიდი ოდენობით მუქი ტონალური, საშინლად არამიმზიდველია.

მოდი, ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ: ტონალურის ფუნქცია სახეზე რუჟის ეფექტის მიღება არაა! მისი მთავარი ამოცანა მაკიაჟისთვის ბაზისის შექმნა და პატარა ნაკლოვანებების დაფარვაა. თუმცა ამ შედეგების მისაღწევად აუცლებელია შენი სახის კანის ფერის და არა ორი ან სამი ტონით მუქი ტონალობის შერჩევა.

მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად გადახედე ტონალურის შერჩევის წესებს:

1. იცოდე შენი სახის კანის ტიპი

ტონალურის სწორად შესარჩევად აუცილებელია იცოდე, რა ტიპის სახის კანი გაქვს. ტონალურის ყიდვისას დააკვირდი მის შემცველობას და ფორმულას. ზეთოვანი ფორმულის მქონე ტონალურები კარგია აკნესკენ მიდრეკილი ან ზეთოვანი კანისთვის. დამტენიანებელი ფორმულის შემცველი ტონალური კი კარგია მშრალი და ნორმალური კანისთვის. ხოლო მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი გაქვთ, ისეთი ტონალური უნდა მოიძიოთ, რომელშიც არაკომედოგენური (აკნეს გამომწვევი) ან ჰიპოალერგიული ფორმულაა.

2. შეარჩიე შესაბამისი ტონი

როდესაც ტონალურის ასარჩევად წახვალ, ფერი არასდროს გასინჯო ხელის მტევანზე. ფერები, მუქიდან ღიისკენ, ღაწვებზე წაისვი და სინათლეზე გადი. შენთვის შესაფერისია ტონი, რომელიც შენი კანის ფონზე აღარ გამოჩნდება!

ftest oundation1

3. შეცვალე სეზონურად

კანის ფერი სეზონის მიხედვით ღიავდება ან მუქდება. ეს ასაკის მატებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომ შენი ტონალურის ფერი ყოველთვის უნდა იყოს შესაფრისი.

რჩევა: თუ მაინცდამაინც რუჟის ეფექტის შექმნა გინდა, სჯობს ეს პუდრის ხარჯზე სცადო და არა ტონალურის. იმისთვის, რომ ტონალური სახეზე კარგად დაჯდეს, აუცილებლად უნდა გადაისვა პუდრი.

4. გამოიყენე კორექტორი (Concealer)

შავი წრეები თვალებქვეშ, გამონაყარი ან ნებისმიერი ტიპის ლაქა კორექტორით დაფარე. კორექტორი ტონალურზე ერთი ან ორი ტონით ღია უნდა იყოს.

5. გამოიყენე ბაზისი (Primer)

სასურველია, დამტენიანებელს და ტონალურს შორის ბაზისი გამოიყენო. ბაზისი ეხამრება გლუვი ზედაპირის შექმნას, რაც აადვილებს ტონალურის სწორად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი ეხმარება სახეზე სიწითლის გაქრობას, ხოლო ბაზისი ლავანდის საფუძვლით მკრთალ კანს გაახალისებს. თუმცა მე ამჟამად გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი მაქვს, რომელიც ძალიან ადვილად ანაწილებს ჩემს ტონალურს.

6. კონტური

სახის ნაკვთების გამოსაკვეთად ჩრდილების ეფექტის შექმნა ოდნავ მუქი ფერის პუდრის წასმით შეგიძლია. ირიბად შეკრეჭილი ფუნჯით პუდრის წასმა დაიწყე შუბლიდან, შემოჰყევი ღაწვებს და ყვას. შენი ხელის მოძრაობა ციფრი სამის დაწერას უნდა ჰგავდეს.Contouring

7. ბრონზერი

ბრონზერის მეშვეობით სეზონის მიუხედავად, შენს კანს ბუნებრივი ბრწყინვალება შეგიძლია შესძინო. დიდი ზომის ფუნჯით, ბრონზერის მცირე ოდენობა გადაისვი ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად გხვდება: შუბლი, ღაწვები, ცხვირი და გვერდები.

8. გამღიავებელი (Highlighter)

გამღიავებელი ნაზ შტრიხებს აძლევს სახის იმ ადგილებს, სადაც გაფერმკრთალება გჭირდება. გამღიავებელი მცირე ოდენობით წაისვი ძგიდესა და წარბის ქვეშ (სადაც წარბის ფორმა მრგვალდება). კარგად გადაინაწილე, რომ ზედმეტად თეთრი არ ჩანდეს.

მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს მოიმარაგებ, სრულყოფილი მაკიაჟისთვის მზად ხარ. გადახედე ჩვენს 7 მარტივ რჩევას, რათა ხარვეზები არ გაგეპაროს.

ა: სანამ მაკიაჟის წასმას დაიწყებ, აუცილებლად დაიბანე ხელები და სახე!

33 კომენტარი to this post
  1. გოგოებო, კარგი სტატიაა, მაგრამ მეტ ფოტოილუსტრირებას თუ გააკეთებთ (უკეთესი თვალსაჩინოებისთვის), გაცილებით პრაქტიკული იქნება თქვენი სტატიები :) ხო და კიდევ, ერთი შეკითხვა მაქვს: ბაზისი კარგად ამიხსენით რა არის რა : )) ტოლანურს ვიყენებ, მართალია ძალიან ლაითად, მაგრამ მაინც. ჯერ სახის კრემს ვისვამ, შემდეგ კი ვიწყებ ტონალურის წასმას :( მემგონი არასწორად ვაკეთებ რაღაცას, თუ ბაზისს არ ვიყენებ? იქნებ დამაკვალიანოთ რა :)

  2. ნებისმიერი ტიპის კანისთვის აუცილებელია დამატენიანებელი კრემი, შესაბამისად, მთავარია, დამატენიანებელი არ დაგავიწყდეთ:) სტატია მომეწონა :)

  3. კარგი სტატიაა, დამწყებ “მაკიაჟისმკეთებლებს” ნამდვილად დაეხმარებათ… :)
    “კონტური”ს გაკეთება არ მიცდია არასოდეს და ისე კარგად ახსენით, ვდი აუცილებლად… ^_^

    გოგოებო დამატენიანებელი, ან ის კრემი, რასაც ტონალურამდე ისმევთ ხოლმე სახეზე, მინიმუმ 20 წუთით ადრე უნდა წაისვათ, თორემ ადვილი შესაძლებელია აჭრელება…

  4. გამარჯობათ გოგოებო და მადლობა დადებითი კომენტარებისთვის ^_^

    ბაზისის წასმა ნებაყოფლობითია, ის უბრალოდ ეხმარება ტონალურს კარგად გადანაწილდეს სახეზე. ბაზისი დამატენინებლის მერე და ტონალურის წასმამდე უნდა წაისვა. შედეგი კი არანაირი აჭრელება და ზოგ ადგილებში ზედმეტად ბევრი ტონალურის დაგრობებაა. ძალიან დიდი ხანი მეც მეგონა რომ სულაც არ იყო საჭირო ზედმეტი პროდუქტის სახეზე დადება, თუმცა მას შემდეგ რაც განსხვავება ვნახე მივხვდი რომ აუცილებელი კომპონენტია! :))

  5. კარგი რჩევებია ნამდვილად…მაქვს ძალიან პრობლემური კანი და იქნებ მირჩიოთ შესაფერისი ტონალური რა კარგად რომ დამიფაროს დეფექტები. მირჩიეს YVES ROCHER–ის ტონალური კარგიაო მაგრამ არ მომეწონა ვერ დაფარა.ასევე MAYBELLINE-ს პუდრიც და არც ეგ გამომადგა და იქნებ დამეხმაროთ..დიდი მადლობა :))

  6. თიკა, ჩემო კარგო, აუცილებლად მიდი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგთან. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ტონი აღიზიანებს პრობლემურ კანს, მით უმეტეს, თუ ცხიმიანია. დაგჭირდება ამქერცლავი საშუალებები და სანამ კანი გადაგეწმინდება, შეგიძლია მშრალი პუდრა ან კრემ- პუდრა გამოიყენო. საღამოობით აუცილებლად წაისვი ქაფურის სპირტი, ფორებს გაგიწმენდს და კანს აქერცვლაში დაეხმარება( ქაფურში ბისეპტოლი, ლევომიცეტინი, ერითრომიცინი და ამპიცილინი გაურიე. ორი ტაბლეტი 50 გრ. სპირტზე) წარმატებებს გისურვებ:)

    • კატო, მეც პრობლემური კანი მაქვს და მსგავსი საშუალებები ისე მიშრობს კანს, რომ ტონალურს ცხიმიანი მკვებავის ზემოდანაც ვეღარ ვისმევ, იმიტომ რომ ძალიან მექერცლება კანი და რამდენიმე დღიანი შესვენება მჭირდება. მგონი რომ ძალიან ძლიერი საშუალება დაწერე, რომელიც უფრო გამონაყარზე იქნება ეფექტური. არა?

      • ნათი, ქვემოთ დავწერე უფრო ვრცლად, როგორ მოუარო შენს პრობლემურ კანს:) ეჩვენე ექიმს. პირადად მე, ყოველ თვე დავდივარ და ვიტარებ ე.წ, ბროსაჟის პროცედურებს. ჩემს ექიმთან არაა ძვირი, 20 ლარი ღირს და იმედია, შენი თავისთვის გაიმეტებ მაგდენს. არაჩვეულებრივი პროცედურაა, პლუს ყოველ საღამოს ქვემოთ ნახსენები აქტივობები და თანდათანობით გაგიუმჯობესდება მდგომარეობა. წარმატებებს გისურვებ, ძალიან რთული დღეები გამოვიარე ჩემი კანის გამო და უკვე კარგი კონსულტაცია შემიძლია გაგიწიო, იმდენი რაღაც მასწავლა ექიმმა. :)) გამძლეობასა და მოთმინებას გისურვებ:))

  7. გოგოებო იქნებ მირჩიოთ რამე, არ მაქვს მშრალი კანი,ჩვეულებრივი კომბინირებული კანი მაქვს, ცხიმიანი T ზონა მქონდა და ამ ბოლო დროს შუბლი(ცხვირის ზემოთ) ძალიან მექერცლება,ალბათ გამოშრობის ბრალია,ღამე მკვებავ კრემს ვიტოვებ საკმაოდ დიდი რაოდენობით და ტონალურის წასმამდეც ვისვამ დამატენიანებელს და 15 წუთის შემდეგ ვისვამ ტონალურს მაგრამ სადღაც ორ-სამ საათში შუბლი მაქვს აქერცლილი ისევ,დდა როგორ მოვიქცე რას მირჩევთ??

  8. კანის დახეთქვა ძირითადად ზამთარში ხდება, რაც გამოწვეულია წყლის ბაზაზე დამზადებული ტონალურით.

  9. ბრონზერმა დამაინტერესა, აქამდე არ მქონია და რომელს მირჩევთ? ტონალური მაქვს ორი ფერის, ერთი ჩემი კანის და მეორე ცოტა მუქი, მუქით ცხვირზე და ლოყებზე ვიკეთებ ხოლმე ჩრდილებს და საბოლოოდ კარგი გამოდის ხოლმე და მგონი ბრონზერიც კარგი უნდა იყოს, მაგრამ რომელი ფირმის ჯობია არ ვიცი…

  10. გოგონებო, ის წამალი, რომელიც დაგიწერეთ, დერმატოლოგმა მასწავლა. გამოყრილ და პრობლემურ კანს შველია. გამონაყარი ცხომოვანი უჯრედების ბრალია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოშრეს და აიქერცლოს. რეკომენდირებულია, წაისვათ მხოლოდ გამონაყარზე. თუკი გაქვთ გამომშრალი და აქერცლილი კანი, იხმარეთ ”ნატურა სიბირკას” დამატენიანებელი. ორი ფორმულაა: ერთი ცხიმიანი და მეორეც მშრალი კანისთვის. დერმატოლოგმა გამარკვია, რომ კარგი საშუალებაა და არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ კრემებს, იაფია. თუკი ზემოთხსენებული წამალი არ შველის გამონაყარს, როცა კანი შედარებით დაწყნარებულია, გაიკეთეთ მსუბუქი პილინგი სალიცილის მჟავით. (აკრძალულია ჩირქოვან გამონაყარზე. ჩირქოვანს მხოლოდ ქაფურით თუ უშველით, თანდათანობით). კოსმეტიკა, განსაკუთრებით გამწმენდი საშუალებები შეარჩიეთ შემადგენლობით. გახსოვდეთ, სალიცილის მჟავა ძალიან კარგი კომპონენტია. ეცადეთ, მოიშოროთ მკვდარი უჯრედები სახიდან. ხშირად, გამონაყარის პროვოცირებასაც უწყობს ხელს, კარგია, თუკი, ყოველღამე, მაკიაჟს ჯერ ზეითუნის ზეთით მოიშორებთ, ხოლო შემდეგ, ყოველდღიური სკრაბი ( ამ შემთხვევაში მე ” ჩისტაია ლინიას” მსუბუქ სკრაბს ვხმარობ) შეიზილეთ ფრთხილად. სახე დაიბანეთ სპეციალური გელებით( სალიცილის მჟავით) და ამის შემდეგ დაიდეთ ათასჯერ ნახსენები წამალი. ვიმეორებ, რომ მშრალი კანის პრობლემები გამოწვეულია მისი სიმშრალით და აუცილებლად უნდა დაატენიანოთ, შესაბამისი კრემიც გითხარით. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, კუჭ-ნაწლავი გქონდეთ მოწესრიგებული. აბა, წარმატებები ყველას.

  11. dzalian sasrgeblo rchevebia, amistvis did madloba. icit ra mainteresebs rogor davparoo siwitle anuu rodesac tonlurs viyeneb, ar arsebbs rom mziis sxivi momxvdeba da sul michreldeba kani miwitldebaa, iqneb amis shesaxeb rame rcheva momcet :)

  12. მე მაქვს ძალიან პრობლმეური კანი, იმ ხმრივ რომ ალერგიას მაძლევს კოსმეტიკა და განსაკუტრებიტ ტონალური… ჰიპოალერგიულ ტონალურს ვხამორბ, მაგრამ ზოგიერთმა მაინც მომცა ალერგია.. როგორც იქნა ვიპოვე ჩემი კანისთვის იდეალური ტონალური (bourjois-healthy mix) ფერი, სტრუქტურა დაფარვა ძალიან კარგი აქვს და რაც მტავარია არანაირი ალერგია…

  13. mee cximiaani kanii maqvs magraam tuchebis garshemoo da cxviriic mishreba da meqecebaa tonaaluuri maq mere sashinladd,,bevrii tonaali vcade vercertii ver moviixdine,,romelss mirchevt??

  14. ძალიან გთხოვთ მომწეროთ, ვარ 40 წლის, მაქვს მშრალი კანი, რომელი ტონალური საცხი შეიძლება გამომადგეს, რომელ ფირმის ტონალური საცხი გამომადგება?

  15. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი ეხმარება სახეზე სიწითლის გაქრობას, <– es sad vishovo ?

შენ რას იტყვი?