Home თავის მოვლა

ძნელია გამოიყურებოდა კარგად, როცა ცუდად გეძინა, მაგრამ თუ მაკიაჟსაც არასწორად იკეთებ, ეს კიდევ უარესია! შეიძლება ვერც კი აცნობიერებ, რომ ზოგიერთი შენი გადაწყვეტილება უფრო დაღლილს გაჩენს, ვიდრე გგონია.

მაშ ასე:

შეცდომა 1 – არ იყენებ დამატენიანებელს

არასდროს! არასდროს! არასდროს! წაისვა ტონალური კრემი მშრალ კანზე. ბონუს ქულა – თუ შენი დამატენიანებელი SPF-საც შეიცავს! მშრალ კანზე მაკიაჟის წასმა გამომშრალს და დაღლილს გაჩენს.

შეცდომა 2 – ერთფეროვანი ტონი

სახის ნაკვთების გამოკვეთა სხვადასხვა ტონით გეხმარება უფრო ფხიზელი ჩანდე. სჯობს ოდნავ მაინც გამოკვეთო წარბები, თვალები, ლოყები და ტუჩები.

შეცდომა 3 – თვალებქვეშ არასწორი კორექტორი

მიუხედავად იმისა, რა ფერის კორექტორს ისვამ, იქნება ეს ძალიან მუქი თუ ძალიან ღია, შენთვის შეუფერებელი ფერი უფრო დაღლილს გაჩენს. მაკიაჟი აუცილებლად კარგ განათებაზე უნდა გაიკეთო, სასურველია, ბუნებრივ შუქზე. (მე მაგალითად ფანჯარასთან ვზივარ ხოლმე) თუ ახალ პროდუქტს ტესტავ, სხვადასხვა განათებაზე დააკვირდი, როგორ ზის შენს კანზე.

woman-applying-concealer

შეცდომა 4 – არ იყენებ თვალის ბაზისს

თვალის ბაზისი აუცილებელი კომპონენტია, თუ მუქ ჩრდილებს ხმარობ, რათა ფერი არ გაიდღაბნოს და ქვემოთ არ ჩამოვიდეს. ამასთანავე, წყალგამძლე ტუშის ხმარებაც სავალდებულოა.

შეცდომა 5 – ზედმეტი პუდრი

მშრალი კანის ეფექტი უფრო დაღლილს გაჩენს, ასე რომ ფრთხილად იყავი ზედმეტი პუდრიც არ მოგივიდეს.  გამოიყენე გამჭვირვალე (translucent) პუდრი, რომელიც მბზინვარებას მოგაშორებს და სახეზე კარგად გადანაწილდება.

შეცდომა 6 – არასწორი თვალის ფანქარი

ბრონზის ან ოქროსფერი თვალის ფანქარი ღია ტონალობის ადამიანებზე დაღლილის ეფექტს ქმნის. იგივე ეფექტი აქვს ვერცხლისფერს თბილი ტონალობის ადამიანებზე. სანამ თვალის ფანქარს შეარჩევ, აუცილებლად გაარკვიე შენი კანის ტონალობა.

შეცდომა 7 – მაკიაჟი რუხ ტონებში

მიუხედავად შენი კანის ფერისა, თუ შენი მაკიაჟის უმეტესი ნაწილი ნაცრისფერ ტონებს შეიცავს, ახლავე შეცვალე ტაქტიკა! ნაცრისფერი ტონები ხელს უწყობს შენი ფერმკრთალი ადგილების წინ წამოწევას, რაც ძალიან დაღლილს და დაბერებულსაც კი გაჩენს.

შეცდომა 8 – ტუში ქვედა წამწამებზე

ქვედა წამწამებზე ტუშის ხმარება ავტომატურად კვეთს მუქ წრეებს თვალებქვეშ. ამიტომ, ტუში მხოლოდ ზედა წამწამებზე წაისვი. თუ ასე ძალიან გინდა ქვედა წამწამებიც გამოკვეთაც, გამჭვირვალე ტუში შეიძინე.

10 კომენტარი to this post
  1. არანაირად არ შემიძლია ტუნალურის ქვეშ დამატენიანებელის წასმააა….ვიხუთებიიიი ((((((

    • ეგ იმიტომ ხდება რო დამატენიანებელსაც და ტონალურსაც ისვამ ისეთს რომელიც კანს არ აზლევს საშუალებას ისუნთქოს… შეიძინე ისეთი ტონალური და მკვებავი რომელიც კანს სუნთქვის საშვალებას მისცემს

  2. magaria . nu me exla 14is var magram mainc miyvars makiajis gaketeba 9 wlidan ase tu ise vertobi makiajit da kargadac gamomdis.bevri rame viswavle axla aqedanac da qveda wamwamebze wamwamebis kondencioneri ro vixmarot gamchirvale tushis efeqts ar datovebs???

შენ რას იტყვი?