ოფისში მომუშავე ადამიანებისთვის ალბათ ყველაზე უფრო “მტკივნეული” თემაა სუნამო, რომელსაც თანამშრომელი იყენებს, მაგრამ შენ მის ყოველ დაპკურებაზე თვალებიდან ცრემლი გდის, ცხვირი გეწვის და სუნთქვა გიძნელდება, ან თავი გტკივდება. ნაცნობი სიტუაციაა? ჩემთვისაც. პარფიუმერებმა იფიქრეს, იფიქრეს და ისეთი სუნამოები შექმნეს, რომელიც არც ერთ მხარეს დასწყვეტდა გულს.

აქ ჩამოთვლილ სუნამოებს მაქსიმალურად მსუბუქი სურნელი ახასიათებს მინიმუმამდე დაყვანილი შემადგენლობით და ისეთი არომატებით, რომელიც ადამიანთა უდიდეს ნაწილს მოსწონს, მაგალითად: ციტრუსების, კიტრის, ბალახოვანი ნოტები.

Fresh Life Fresh

ჯგუფი: ყვავილოვანი მწვანე

2013 წელს შექმნილი სუნამო ძალიან ნაზი და ჰაეროვანია: ბალახის, ციტრუსების, იასამნის და კიტრის სურნელით, ასევე წყლის და ქარვის ნოტებით.

შეიძინე ამაზონზე.

Pure Vanilla by Lavanila Laboratories

ჯგუფი: აღმოსავლური

სახელწოდება ერთი შეხედვით ტკბილი აქვს, მაგრამ ვანილს ანეიტრალებს ფრეზიას, ჰელიოტროპის და პაჩულის არომატები. რაც მთავარია, სუნამო პრაქტიკულად არ შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც ალერგიას იწვევს, ამიტომ ალერგიული ადამიანებისთვის ძალიან კარგია.

შეიძინე ამაზონზე

Clean Fragrance by Clean

ჯგუფი – ყვავილოვანი.

საკმაოდ ნაზი, მაგრამ მდგრადი სურნელი აქვს და სპეციალურად მათთვისაა შექმნილი, ვისაც სუნამოები არ უყვარს. მისი სურნელი რაღაცით საპნის სუნს წააგავს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს შხაპიდან ახალგამოსული ხარ. ზედა ნოტები ციტრუსოვანია – ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი. შუაგულში ლილია, ლავანდა, ია, ვარდი და ჟასმინია, ხოლო სუნამოს ფუძეს ჰელიოტროპი, თეთრი მუშკი და გერანი ქმნის.

შეიძინე ამაზონზე

Eau Ravissante L`Occitane en Provence

ჯგუფი: ყვავილოვანი

სუნამოს შექმნისას ყვავილოვანი ნოტები, ციტრუსი, ვარდი, ქარვა და მუშკია გამოყენებული. ძალიან მსუბუქი, არაშემაწუხებელი სურნელი აქვს, ოფისში სამუშაოდაც იდეალურია და მათთვისაც, ვისაც მძაფრი სუნამოები არ უყვარს.

შეიძინე ამაზონზე

L’Occitane La Collection de Grasse-The Vert & Bigarade

ჯგუფი: არომატული, მწვანე

2013 წელს შექმნილი სუნამო ფორთოხლის, ჩაის ფოთლის, ურცის, თივის, კედრის და მუშკის არომატებისგან შედგება. როგორც ყველა “მწვანე” სუნამო, ისიც ძალიან მსუბუქი და ამავდროულად ნაზია. ახალგაზრდული, სიცოცხლით სავსე სუნამოს მდგრადობა საშუალოდან ხანგრძლივამდეა. კოლექციაში ასევე შედის სუნამოები ჟასმინის და ბერგამოტის, ვანილის და ნარცისების, მაგნოლიის არომატებით.

ეს სუნამო უნისექსია, ამიტომ თამამად შეგიძლია მამაკაცს აჩუქო.

შეიძინე ამაზონზე

Laundromat Demeter Fragrance

 

 

სუნამოების უმრავლეობა რთული კომპოზიციაა, რომელიც მავალი არომატისგან შედგება, რომლებსაც “ნოტები” ეწოდებათ და სუნამოს საბაზისო, შუა და ზედა ნოტებს ქმნიან. ზოგიერთი სუნამო ათი და მეტი კომპონენტისგან შედგება. ხშირად ადამიანებს, არა სუნამოზე, არამედ მის ერთ რომელიმე კომპონენტზე აქვთ ალერგია. DEMETER-ის ყველა სუნამო ერთადერთი ნოტისგან შედგება, ამიტომაც ბევრად იოლია უზარმაზარი კოლექციიდან რომელიმეს ამორჩევა. ეს კონკრეტული არომატი მოსაპნო, “სუფთა” და მსუბუქია. ამასთან, ამ სუნამოების უმეტესობა უნისექსია.

შეიძინე ამაზონზე

და ბოლოს, ჩემი ფავორიტი:

Incanto Shine By Salvatore Ferragamo

incanto_shine

ჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის

ძალიან მსუბუქი სუნამოა, ყვავილოვანი, ციტრუსების სუნით, არაგამაღიზიანებელი და თითქმის შეუმჩნეველი. ზედა ნოტებად ანანასი და ბერგამოტია გამოყენებული, შუა ნოტებში პეონი და ატამი შედის, ხოლო საბაზისო ნოტებს კედარი, მუშკი და ქარვა წარმოადგენს.

შეიძინე ამაზონზე

რასაკვირველია, ეს ჩამონათვალი ძალიან მცირეა, ზოგი ადამიანი შეიძლება ამ სუნამოებმაც გააღიზიანოს, მაგრამ აუცილებლად აღმოაჩენ ისეთს, რომელიც შენს და შენი გარშემომყოფების გემოვნებას დააკმაყოფილებს. სიამოვნებით მოვისმენთ შენი საყვარელი, მსუბუქი, საოფისე სუნამოების შესახებაც.