გაზაფხული იდეალური დროა ცვლილებებისა და სიახლეებისთვის. ბუნება იღვიძებს. ირგვლივ ყვავილების სურნელი დგას.

გარდერობის განახლებასთან ერთად სუნამოს ცვლილების საჭიროებაც ჩნდება. შეუძლებელია გაზაფხულის მზიან დღეებში ახალი, მსუბუქი, სენსიტიური, ნაზი სურნელის მოთხოვნილება არ გაგიჩნდეს. ამიტომ გირჩევ 10 სუნამოს, რომლის ცდაც გაზაფხულის სეზონზე ღირს.

Issey City Blossom

Issey Miyake-ს ახალი სურნელი L’Eau d’Issey City Blossom, რომელიც 2015 წლის დასაწყისში გამოვიდა ბაზარზე ტუალეტის წყალია ცოცხალი ყვავილების და ხის სურნელით. მუსკის, ყვავილების და ციტრუსების ნაზავი იდეალურ კომბინაციას ქმნის.

Rose de Grasse

ვარდის დახვეწილი, ელეგანტური და ნაზი სურნელი. როგორც Aerin-ის კრეატიული დირექტორმა აერინ ლაუდერმა განაცხადა, სუნამოს შექმნის ინსპირაცია იყო ახლად აყვავებული ვარდის სურნელი, რომელიც არც თუ დიდხანს გრძელდება. Rose de Grasse კი საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ დროს შევიგრძნოთ ის.

Paradiso Roberto Cavalli

“Paradiso ეს არის სუნამო, რომელიც გახსენებს ბედნიერების დაუვიწყარ წამებს.” – განაცხადა რობერტო კავალიმ და აღნიშნა, რომ სუნამოს შექმნის იდეა ხმელთაშუა ზღვაზე გატარებული დაუვიწყარი არდადეგების შემდეგ გაუჩნდა.

ცისტრუსის, ჟასმინის და ბერგამოტის მსუბუქი სურნელი დიზაინერ ევა მარია დიურინგერის მიერ შექმნილ ელეგანტურ ფლაკონშია მოქცეული და ის ბაზარზე 2015 წლის თებერვალში გამოჩნდა.

Walk On Air

Kate Spade-ის ახალი სუნამო Walk On Air ყოველდღიური და ნაზი არომატია, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ქალს დააკმაყოფილებს.

ყვავილების ნაზი კომპოზიციიდან გამორჩეულად ლილიების სურნელი იგრძნობა.

Kilian & Sophie Matisse Spring Fragrance Collection

პარფიუმერ კილან ჰენესისა და მხატვარ სოფი მატისის კოლაბორაცია ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. მათ მიერ შექმნილი საგაზაფხულო სუნამოების სამეული ყველა სტილის ქალის გემოვნებაზეა გათვლილი. ბიონსეს, ლედი გაგას და რიანას უკვე აქვთ თავიანთი ფავორიტები Kilian & Sophie Matisse Spring Fragrance Collection-დან.

Good Girl Gone Bad – ყვავილების მსუბუქი სურნელი.

Straight to Heaven – ლიმონის სურნელი.

Bamboo Harmony – ბერგამოტის სურნელი.

Emozione by Salvatore Ferragamo

თბილი, გლამურული სუნამო ატმის, პიონისა და ბერგამოტის შტრიხებით ემოციური და ელეგანტური ქალბატონებისთვისაა შექმნილი. Emozione პარფიუმერული წყალია და თებერვლის თვიდან მისი შეძენა 30, 50 და 92  მილილიტრიანი ფლაკონებითაა შესაძლებელი.

La Panthère Legere

Cartier-ს კლასიკური სტილის სუნამო La Panthère Legere ხავერდოვანი, ნაზი, დახვეწილი ბაღის ყვავილების ნაზავია, სადაც მუშკის სურნელი უფრო მკვეთრად იგრძნობა.

მიუხედავად იმისა, რომ La Panthère Legere გასული წლის გაზაფხულზე გამოვიდა, აქტუალურობას ამ სეზონზეც არ კარგავს და მაღალი შეფასებებით სარგებლობს.