კარგი მანიკური საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ამასთანავე სტერილიზაციის მიუხედავად, მეტნაკლებად საფრთხის შემცველიცაა.

იმისთვის, რომ ყოველთვის ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები გქონდეს, თანაც ზედმეტი წვალების და ძვირადღირებული ხესალწყოების გარეშე, რამდენიმე საინტერესო რჩევას გთავაზობთ:

1. გადაარჩინე კანი

წაისვი ვაზელინი ფრჩხილის გარშემო და ხელის აცდენის შემთხვევაში ზედმეტ ლაქს მარტივად მოიშორებ.

1

2. ამოანათე ფერი

პირველი ფენისთვის თეთრი საბაზისო ფერი გამოიყენე, შედეგად ლაქის ჩამქრალი (ან/და გამჭვირვალე) ტონალობა უფრო მკვეთრი გამოჩნდება.

2

3. შექმენი ორნამენტი

გამოიყენე წებოვანი ლენტი და ჩაატარე ექსპერიმენტები.

3

4. მარტივი “ფრენჩი”

მსხვილი საკანცელარიო რეზინი ადვილი დასაფიქსირებელია და ზუსტად ისეთ შედეგს მოგცემს, როგორიც სალონში ვიზიტისას უნდა მიგეღო.

4

5. სწრაფი გაშრობა

მანიკურის არგაფუჭება ნიჭია! იმისთვის, რომ ლაქი არ უნებლიე შეხებისას არ გაგიფუჭდეს, წასმის შემდეგ ხელები ყინულიან წყალში ჩაყავი. ასე უფრო სწრაფადაც გაშრება.

5

6. გახსენი მარტივად

თუ ლაქის თავსახური გაეჭედა და ძალა არ გყოფნის გასახსნელად, ცოტა ხნით მოათავსე ქილა ცხელ წყალში (თავდაყირა) ისე, რომ წყალი მხოლოდ თავსახურს ფარავდეს.

6

7. იცანი სწრაფად

თუ შენც ფრჩხილის ლაქების უამრავი ქილა გაქვს და მთელი საათი გიწევს სასურველი ფერის ძებნა, თავსახურზე ფერის აღმნიშვნელი პატარა წერტილი დასვი და წამებში აღმოაჩენ სასურველ ფერს.

7