საშუალოდ ქალებს მაკიაჟის გასაკეთებლად  დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდებათ. კარგი და გემოვნებიანი მაკიაჟი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თუმცა ჩვენ  ხშირად  ამ ეტაპების დაცვა გვეზარება და შედეგად, სახეც გვიჭრელდება.

 

თუ თქვენ ყოველთვის ჩქარობთ და მხოლოდ ხუთი წუთი დაგრჩათ სახლიდან გასვლამდე, მიჰყევით ჩვენს 5 წუთიანი მაკიაჟის რეცეპტს!

 

აქ არის რამდენიმე მარტივი საფეხური თუ როგორ დაზოგოთ ძვირფასი დრო და ისწავლოთ მაკიაჟის სწრაფად გაკეთება, რათა მიიღოთ სრულყოფილი გარეგნობა. გადახედეთ ჩვენს რჩევებს თუ როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალურ დროში!

1 წუთი

  • წაისვით პუდრი ღრუბლით/სპონჯით, ფუნჯით ან თითების დახმარებით.
  • თანაბრად გადაინაწილეთ სახეზე და ყელთან.
  • არ დატოვოთ კონტურები და ხაზები, რადგან ამან შეიძლება მთელი მაკიაჟი გაგიფუჭოთ.

2 წუთი

  • თვალის გარშემო მუქი წრეების დასაფარად გამოყენეთ თქვენი კანის ფერი შემნიღბავი კორექტორი.
  • ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან თვალის გარშემო არსებული მუქი წრეების დაფარვით მიიღებთ სუფთა, ნათელ გამომეტყველებას.

3 წუთი

  • ლოყებზე ფუნჯით წაისვით რუჟი.
  • რუჟი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია დროის დაზოგვის მხრივ.
  • ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან იგი კანის ტონალობას აუმჯობესებს და სახეს ცოცხალ იერს ჰმატებს.

4 წუთი

  • გამოიყენეთ თქვენი საყვარელი თვალის ჩრდილები.
  • ბუნებრივი ფერის თვალის ჩრდილი რბილ მზერას შეგმატებთ და გააშუქებს თვალებს.
  • თუ თვალების უფრო მეტად გამოკვეთა გსურთ, წაისვით თვალის ლაინერი.
  • გაივლეთ თხელი ხაზი თვალის კუთხეში.
  • ბოლოს კი დაამატეთ მთავარი დეტალი – შავი ტუში.

5 წუთი

  • მაკიაჟის ბოლო დეტალი ტუჩებია.
  • შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერის თქვენი საყვარელი ტუჩსაცხი და ამით დააგვირგვინოთ თქვენი მაკიაჟი.