გამოცდები თუ გიახლოვდება ან სამსახურში განსაკუთრებული პროექტის ჩაბარების ბოლო ვადა მოდის, მობილიზება და ყურადღება ნამდვილად გჭირდება. გარდა იმისა რომ საკმარისად გამოიძინო, ყურადღების მოსაკრებად ამ საკვების მიღებაც არ იქნება ურიგო.

სცადე და თავს ბევრად უკეთ იგრძნობ.

1. თხილი და თხილეული

თხილი არის ვიტამინი E–ს უხვი წყარო.  მას შეუძლია მეხსირების გაუმჯობესება. ტვინის უფრო ეფექტურად ფუნქციონირებაში დაგეხმარებათ ნუში, თხილი, ნიგოზი და მიწის თხილი. თხილი ასევე ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

2. ყავა

ერთი ფინჯანი ყავა, გამოცდების წინ დაგეხმარება ტვინის უკეთესად მუშაობაში. ეს იმიტომ რომ კოფეინი აუმჯობესებს მოკლევადიან მეხსიერებას და სიჩქარის რეაქციას. კვლევებმა ასევე უჩვენეს, რომ კოფეინმა შეამცირა ალცჰეიმერის დაავადების რისკი. თუმცა გაითვალისწინე, რომ კოფეინის გადამეტებულმა მიღებამ შეიძლება გაგხადოს ნერვული და გულფიცხი.

3. მოცვი

პატარა, მაგრამ ყოვლისშემძე მოცვი ეხმარება დაიცვას ტვინის უჯრედები სტრესისგან. მას შეუძლია შეამციროს დემენციას ეფექტი.  დადგინდა, რომ მოცვს შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს სწავლის და დამახსოვრების შესაძლებლობები.

4. ავოკადო

ავოკადო მდიდარია უამრავი ვიტამინებით. ავოკადო ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც ეხმარება ყველა ორგანოს, განსაკუთრებით კი ტვინს. ავოკადოს შეუძლია მაღალი არტერიული წნევის დაწევა, მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს. ავოკადო ასევე ამცირებს გულის–სისხლძარღვთა დავადებების რიკს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

5. მარცვლეული

ისეთი მარცვლეული როგორიცაა შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ქერი და ხორბალის მარცვალი, შეუძლიათ ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება. დაუმუშავებელი მარცვლეული შეიცავს უფრო მეტს ნატრიენტებს ვიდრე დაფქული და გადამუშავებული. მაგალითად ვიტამინი E და ანტიოქსიდანტები რომელიც აუმჯობესებს ტვინის უჯრედების ფუნქციონირებას.