მე ძალიან საწყალი თმა მაქვს- თხელი, მშრალი, მტვრევადი. უფრო სწორად, მქონდა, სანამ არგანის ზეთს აღმოვაჩენდი. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სამ-ოთხ კვირაში ერთხელ ვიღებავ, თმა მაინც რბილი და დატენიანებულია, ზამთრის ყინვებშიც კი. არადა ბევრს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ არგანის ზეთით და მასზე დამზადებული თმის მოვლის პროდუქტებით ვსარგებლობ.

1. Agadir Argan Oil Spray Treatment

DSC_9721

თავდაპირველად ამაზონზე თმის მოვლის საშუალებების თვალიერებისას გადავაწყდი. ჩავთვალე, რომ ზეთი ძალიან “მძიმე” იქნებოდა ჩემი თხელი თმისთვის, ამიტომ ზეთის სპრეი გამოვიწერე, როგორც შედარებით უფრო “მსუბუქი”.  გამოწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ ასზე მეტი შეფასება ქონდა, უმეტესობა დადებითი. წერდნენ რომ თმას ბზინვარებას მატებს, უფრო სლიკინა, დამყოლი ხდება და არ იბურძგნება.  შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა- გაცილებით შემიმცირდა თმის გაყოფილი ბოლოების რაოდენობა, თავზე ბუსუსების ღრუბელი აღარ მადგას, ჩოლკის დასავარცხნად აღარ მჭირდება დილაობით ბევრი წვალება, ისედაც კარგად დგება.

მოხმარების წესი:

დაბანის მერე პირსაცოხით ოდნავ შემშრალებულ სველ თმაზე უნდა დაისხურო და გაიშრო.

პლიუსები

  • ძალიან სასიამოვნო და ნაზი სურნელი აქვს, ოღონდ გაშრობის მერე ქრება. ჩემი აღქმით მოტკბო-მომწარო, აღმოსავლური არომატია, რაღაცით დარიჩინსაც გავს და არანაირად არ წააგავს მოდურ “ფრეშ”, საპნის მსგავს არომატებს.
  • არ ამძიმებს და აცხიმიანებს თმას
  • იცავს ტემპერატურული ზემოქმედებისგან, ანუ ფენით გაშრობისას ან თმის უთოს ხმარებისას
  • ჩემი თმა ბევრად უფრო მბზინავია, გაპუწვის გარეშე. “დავარდნილი”.
  • კარგად ატენიანებს და ბოლოები აღარ იყოფა. ორი თვეა თმის შეჭრის გარეშე რეკორდია ჩემთვის.
  • თმა რატომღაც უფრო მალე შრება, ვიდრე ამ ზეთის გარეშე გაშრობისას.

მინუსები

  • ალბათ ინდივიდუალური ალერგია?
  • მე სხვა მინუსი არ შემიმჩნევია.

სად შევიძინოთ?

www.amazon.com – $18.95

2. Agadir Argan Oil

სპრეის ზეთის საცდელი  ნიმუშებიც მოყვა, პატარა კონტეინერებში.  თმის ნიღაბში გამოყენება და ზეითუნის ზეთთან არევა რომ ვცადე, მაინცდამაინც დიდი ეფექტი არ ქონია, ზეთოვან A და E ვიტამინთან შერევისას საერთოდ აიჭრა. მერე სპრეის მაგიერ წავისვი, ახალდაბანილ თმაზე. შედეგი უფრო უკეთესი აქვს, ვიდრე სპრეის. თმა კიდევ უფრო რბილი, მბზინავი და დატენიანებულია. მე ბუნებრივად ტალღოვანი მაქვს და ამას რომ ვისვამ,  უკეთ იხვევა. რაც მთავარია, თმას არც ეს არ აცხიმიანებს და თან ვარცხნილობა  ისევე გამოიყურება, როგორც სალონში ვიზიტის შემდეგ.

მოხმარების წესი

ხელისგულზე დაიწვეთე რამდენიმე წვეთი, გადაანაწილე ორივე ხელისგულზე და თმაში შეიზილე. მე ვცდილობ თმის ძირებზე არ მოვიხვედრო.

პლიუსები

  • ყველა ის პლიუსი, რაც სპრეის
  • პლიუს ძალიან კარგი სურნელი, რომელიც თმაში გაშრობის მერეც კი რჩება
  • უფრო უკეთ ატენიანებს, ვიდრე სპრეი
  • სპრეისთან შედარებით ბევრად უფრო ეკონომიურია

მინუსები

  • ძალიან იოლია, დოზას გადააჭარბო.

სად შევიძინოთ?

www.amazon.com -$8.70-დან ზემოთ.

სპრეი თუ უბრალო ბოთლში დაფასოებული ზეთი?

რეალურად ორივე ერთ საქმეს ემსახურება, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, მაშინ

სპრეი უფრო მარტივი დასასხურებელია, გაშრობის მერე ნაკლებად რჩება თმაში და იდეალურია თხელი და ძალიან თხელი თმისთვის.

სუფთა ზეთი უფრო რთული წასასმელია, სამაგიეროდ უფრო სურნელოვანია და უფრო უკეთ კვებავს. სწორი დოზის მოძებნა ცდის დაშეცდომის მეთოდით ხდება და ჩემი აზრით ხშირი თმისთვისაა იდეალური.

დამატებითი ქულა ბოთლის სასარგებლოდ– თვეში ერთხელ შეგიძლია ნიღბის მაგიერ გამოიყენო: წაისვა მშრალ თმაზე და გაიჩერო რამდენიმე საათი.

3. Agadir Argan Oil Moisture Masque

DSC_9720

სურნელი ისეთივე აქვს, როგორიც ზეთებს, კონსისტენცია- სახის კრემზე ცოტა უფრო სქელი, არ გაქვს უბრალო თხელ ნიღბებს, ბალზამისგან რომ ვერ გაარჩევ.  ჩამობანის მერე არომატი ოდნავ რჩება. ჩემთვის ზედმეტად “მძიმე” აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან თხელი თმა მაქვს, ზომიერად ცხიმიანი. ჩემს დაქალს ვაჩუქე (ამიტომ ვერ მოხვდა ფოტოზე), იმას ძალიან სქელი და მშრალი თმა აქვს, ქერად შეღებილი, ანუ გაუფერულებული და ქიმიურად დამუშავებული და ძალიან მოეწონა. ჩემი აზრით, მხოლოდ სქელი და ძალიან მშრალი თმის შემთხვევაში იძლევა ზუსტად იმ ეფექტს, რისთვისაცაა გათვლილი- ატენიანებს და კვებავს იმდენად, რომ თმას არც კი ეტყობა, რომ ამდენი აწვალე.

გამოყენების წესი

ისევე, როგორც ყველა ნიღაბს, ვიზელთ სველ თმაზე, ვიჩერებთ 3-5 წუთი და ვიბანთ თბილი წყლით. მე სამი წუთით ვიჩერებდი.

პლიუსები

  • ატენიანებს და კვებავს
  • თმა არ იბურძგნება
  • აღარ ჩნდება დაყოფილი ბოლოები
  • იდეალურია სქელი, მშრალი თმისთვის
  • სქელი კონსისტენციის გამო ისვამ ცოტას და გყოფნის დიდხანს

მინუსები

  • თხელი თმისთვის არ გამოდგება, ძალიან აცხიმიანებს

სად შევიძინოთ?

www.amazon.com – $15.95

4.Swiss O Par-ის Arganol

ყოველდღიური მოხმარებისთვის არგანის ზეთზე დამზადებულ შამპუნს, ბალზამს და თმის ნიღაბს გუდვილში წავაწყდი და მაშინვე ვიყიდე.  Argan-ის ბრენდის ძალიან ძვირი ჯდებოდა, ეს კი ხელმისაწვდომია, თან გერმანული პროდუქციაა. პლიუს მე მიყვარს, როცა თმის მოვლის პროდუქტები ერთნაირი ან თითქმის ერთნაირია.

შამპუნი და ბალზამი

ძალიან მომწონს, მე ყოველდღე ვიბან თმას და მჭირდებოდა რამე ისეთი, რაც თმას ზედმეტად არ აშრობს. სურნელი თითქმის არ აქვს, ანუ დაბანის მერე რაც გინდა წაისვი/დაისხი, არაფერში აი აირევა.

ნიღაბი

საკმაოდ თხელი კონსისტენციისაა და მემგონი მაინცადამაინც დიდი ეფექტი არ უნდა ქონდეს, ან ჩემს თმას არ მოუხდა. შამპუნი და ბალზამი უკვე მეორედ ვიყიდე, ნიღაბს კი ხანდახან ბალზამის მაგიერ ვხმარობ.

სად შევიძინოთ?

გუდვილში. ალბათ სადმე სხვაგანაც იქნება, მე არ მიძებნია.

ეს რევიუები მხოლოდ ჩემს გამოცდილების მიხედვითაა დაწერილი, ვიღაცას შეიძლება ზუსტად ასეთივე, კარგი ეფექტი ქონდეს, ვიღაცას შეიძლება არა, თუმცა მე მაინც მგონია, რომ 100-ზე მეტი დადებითი რევიუ ამ პროდუქტს ტყუილად არ ჰქონდა ამაზონზე.

DSC_9724