არის დღეები როცა უმეტეს ნაწილს სახლში ატარებ, მეცადინეობ, ან მუშაობ, ან სახლში საქმეები გაქვს მოსაგვარებელი. იქნება ეს ოთახის დალაგება თუ ან იქნებ საყვარელი ადამიანისთვის საკვების მომზადება, შეიძლება სავარჯიშოდ გახვიდე, ან საყიდლებზე, შეიძლება უახლოეს სუპერმარკეტში მიეშურო. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ დღეს „უხილავი“ ხარ და ამიტომ არ არის აუცილებელი გამოპრანჭვა და თვლი, რომ მაკიაჟიც უადგილოა.

ისე მართალი ხარ. მძიმე, გადატვირთული, ან  საღამოს მაკიაჟი აქ არც არაფერ შუაშია, ასეთ სიტუაციაში უპირატესობა ისევ და ისევ ბუნებრიობას და სისადავეს უნდა მიანიჭო.

წაიკითხე ქვევით ჩამოწერილი რამდენიმე რჩევა, რაც ფაქტიურად დროის დაუხარჯავად დაგეხმარება, რომ ბუნებრიობა შეინარჩუნო და თან მოვლილად და კოხტად გამოიყურებოდე.

გახსოვდეს, რამდენი დროც არ უნდა გქონდეს, არ გამოტოვო სახის დატენიანების პროცესი. თუმცა დარწმუნებული ვარ, წარმოუდგენელია ამ პროცედურას დღესდღეობით  თავი აარიდო. დატენიანებული სახის კანი არაჩვეულებრივ ბაზას ქმნის მაკიაჟის დასადებად.  მშრალ კანზე ტონალური, თუ პუდრი არათანაბრად დაჯდება და კანს აქერცლილის შესახედაობას მისცემს.

ნაბიჯი პირველი: კონსილერი (დამფარავი)

დრო: 15 წამი

თუ დროის დაზოგვა გინდა, მაშინ არ გამოიყენო ტონალური, არამედ მის ნაცვლად სახის პრომლემურ ადგილებზე და თვალებ ქვეშა წრეებზე კონსილერი გადაისვი. დროის დასაზოგად, ფუნჯები გამოტოვე და ამისთვის საკუთარი თითები გამოიყენე. თითების ტემპერატურა კონსილერს „შეათბობს“ და ის უფრო კარგად მოერგება შენს კანს.

ნაბიჯი მეორე: ფერი

დრო: 5 წამი

რუჟის, იგივე „რუმიანა“-ს წასმა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა.  მე რომ მკითხონ, რომელ ერთ  მაკიაჟის პროდუქტს აირჩევო (თქვენც უპასუხეთ გამოკითხვას), უდაოდ რუჟი ჩემი ფავორიტი იქნება. იგი სახეს ცოცხალ იერს სძენს, ბევრად უფრო ჯანმრთელად და კარგად გამოვიყურებით. ასე რომ არ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი.

ნაბიჯი მესამე: თმა

დრო: 10 წამი

აიწიე თმა და ცხენის კუდად შეიკარი. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლია რამდენიმე ღერი თმა გამოყო, რეზინის გარშემო შემოახვიო და შემდეგ თმის რეზინის ქვეშ მიამაგრო.

ცოტა მეტი დრო გაქვს?

მაშინ დაელოდე და არ გამოტოვო შემდეგი სტატიები 2, 5 და 15 წუთიანი მაკიაჟის ნაბიჯების შესახებ!