დამეთანხმებით ალბათ, რომ დიეტის დაცვა ბევრად უფრო მარტივია მაშინ, როცა ამას მეგობართან ერთად აკეთებ.   მეგობარს შეგიძლია გაუზიარო შენი წარმატებები, შესჩივლო წარუმატებლობაზე და მეტი მოტივაციისთვის მინი შეჯიბრებებიც მოაწყოთ. და რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ჩვენს გარშემო არავინ არაა დიეტაზე და წონასთან ბრძოლა მარტოებს გვიწევს? რა და, ვტვირთავთ მობილურ აპლიკაციას, ვაყენებთ და ვიწყებთ დიეტას და ვარჯიშს. აპლიკაციები გვეხმარებიან კალორიების თვლაში, გვაძლევენ სხვადასხვა დავალებებს, გვაჩვენებენ, როგორ მიდის ჩვენი პროგრესი, გვთავაზობენ მზა რეცეპტებს ან/და დიეტებს… მთავარია, ეს აპლიკაცია ჩვენს მოთხოვნილებებზე იყოს მორგებული

მათთვის, ვინც კალორიებს ითვლის

iphonemac

MyFitnessPal ( iOS და Android)
Google Play-ს ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი.  MyFitnessPal -ს   დიდი მონაცემთა ბაზა გააჩნია – დაახლოებით ორი მილიონი საკვები პროდუქტის მონაცემები. ამ მონაცემთა ბაზის მიხედვით მარტივად შეგიძლია გამოითვალო, რა რაოდენობის კალორიას იღებ დღეში.

  • კალორიების კალკულატორი
  • საკვების არჩევანი შეუზღუდავია, დაახლოებით 2,528,000 სახის საკვები/რეცეპტი
  • შეგიძლია  შენი პროდუქტები და რეცეპტები დაამატო
  • აქვს ფორუმიც
  • ინტერნეტში შესვლისას აპლიკაცია ავტომატურად სინქრონიზირდება საიტთან

პერსონალური მწვრთნელი

ნოომ2

Noom ( Android)
ეს აპლიკაცია  წონის ნელა და სტაბილურად კლებაზეა გათვლილი და მთლიანად შენზეა მორგებული. პერსონალური მწვრთნელი ყოველდღიურ კონკრეტულ დავალებებს გაძლევს, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადახვიდე. აქ არის  სხვადასხვა სახალისო დავალებები, ვარჯიშები და ყოველდღიური Noom score ანუ შეფასება, რომლის საშუალებითად  შენი პროგრესი აღირიცხება და დავალებებს ინდივიდუალურად იღებ, რათა წონის კლება უფრო ეფექტური იყოს.

  • პერსონალური გეგმა წონის კლებისთვის
  • ფერით კოდირებული საკვების აღრიცხვის სისტემა, რომელიც გასწავლის, რომელი პროდუქტია ჯანსაღი და სასაარგებლო
  • ვარჯიშების აღსარიცხი სისტემა ჯიპიესით და ნაბიჯების მთვლელით
  • ყოველდღიური სავარჯიშო დავალებები
  • ყოველდღიური რეკომენდაციების საკვებთან დაკავშირებით
  • უამრავი საინტერესო სტატია
  • ყოველღიური რემაინდერები
  • Facebook და Twitter-თან ინტეგრირება

სტანდარტული დიეტების ყველაზე დიდი არჩევანი

დიეტპოინტ

Diet Point ( iOS და Android)
დიეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკრები.  (55 უფასო და 150 ფასიან აპლიკაციაში). აქ შედის დიეტები სისხლის ჯგუფის მიხედვით, სელებრითების დიეტები, დაბალი ქოლესტერინის, დუკანის, სპეციალური დიეტები ბრტყელი მუცლის მისაღებად, ორგანიზმის გასაწმენდად და ა.შ.

  • ყველა დიეტას საჭირო პროდუქტების სრული ჩამონათვალიც მოყვება
  • აქვს  ფორუმი
  •  BMI და BMR კალკულატორები
  • რემაინდერები, რომლებიც საკვების მიღებას გახსენებს
  • მკაცრად გაწერილი საუზმე-სადილი-ვახშამი

ირჩევ რომელიმე დიეტას, რომელიც შენ მოგეწონება. შემდეგ არგებ ამ დიეტას შენი ცხოვრების წესს და რეჟიმს,  ყიდულობ ყველაფერს, რაც შედის საკვების ჩამონათვალში,აყენებ რემაინდერებს, რომელიც საკვების მიღებას შეგახსენებს და მშვიდად ივიწყებ დიეტას შემდეგ შეხსენებამდე.

როგორც ხედავ, თანამედროვე აპლიკაციები უამრავ მეთოდს გთავაზობს იმისთვის, რომ ფორმაში მოხვიდე. მთავარია, ზუსტად განსაზღვრო, შენთვის რომელი მეთოდია  უფრო მოხერხებული.