Home თავის მოვლა

ლურჯი ფერის ფანქარი ან თვალის ჩრდილი 80-იანი წლების დისკოს მოცეკვავეების მთავარი ტრენდი იყო და სწორედ ამ პერიოდის ფოტოებიდან და ფილმებიდან შემორჩა ის ჩვენს მეხსიერებას. თუმცა 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებში ბევრმა სტილისტმა გამოიყენა მაკიაჟის ეს მივიწყებული შტრიხი: ცისფერი, ლურჯი, საფირონისფერი, ლაზური.

ლურჯი 2014 წლის დომინანტი ფერია, შესაბამისად მისი გამოყენებაში მაკიაჟშიც მოდურია და საკმაოდ პრაქტიკული. ლურჯი ფერის ლაინერის ან თვალის ჩრდილის შეხამება მსუბუქ მაკიაჟთანაა რეკომენდებული.

ელექტრიკი ლურჯი ფერის თვალის ლაინერი და შავი ტუში Marc Jacobs-ის ჩვენებში გვხვდება, ხოლო Miu Miu-ს სტილისტის მიერ გამოყენებული თვალის ჩრდილი პასტელური ფერის და უფრო ახალგაზრდულია.

ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამ, რომლის სტილსაც მოდის სამყაროში აქტიურად ითვალისწინებენ, მუქი ლურჯი კატისებრი თვალის კონტური გამოიყენა.

მსგავსი პროდუქციის შეძენა amazon.com-ზეც შეიძლება:

ლურჯი ლაინერი

ლურჯი ჩრდილი

ცისფერი ჩრდილი

ელექტრიკი ლურჯი ჩრდილი

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?