Home თავის მოვლა

წინა კვირას შეგპირდი, ისეთ რამეებზე მოგიყები, რაც არ იცი და აუცილებლად გამოგდგება მეთქი. ჰოდა, პირობას ვასრულებ. დღევანდელი თემა იქნება 10 ფაქტი სირბილზე, რაც შეიძლება არ იცოდე. თუმცა, თუ იცი, შეხსენებაც არ გაწყენს.

ტელეფონები და პლეიერები

აშშ – ში სტატისტიკური კვლევით  დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც დარბიან ტელეფონით ან პლეიერით, უფრო “იზიდავენ” მოძალადეებს. საქმე ისაა, რომ  ასეთ დროს კარგად ვერ აღიქვამ მანქანის და ფეხის ხმას და უფრო დაუცველი მსხვერპლი ხდები. ამ შეხედულებით ნამდვილად გამართლებულია პლეიერის სახლში დატოვება.

კიდევ ერთი რეკომენდაცია სირბილის ადგილსა და დროს უკავშირდება. უმჯობესია, ირბინო დღის საათებში და არ აირჩიო ერთი და იგივე მარშრუტი. თუ მარტო დარბიხარ, დატოვე პატარა ჩანაწერი სახლიდან გასვლის დროზე.

სირბილი და კალორიები

სირბილი ყველაზე მეტ კალორიას წვავს იმ ფიზიკურ აქტივობებს შორის, რაც სავარჯიშოდ შეგიძლია აირჩო. ცხადია, ნელი სირბილი ნაკლები კალორიაა, მაგრამ დამიჯერე, სულ არაფერს ეს სჯობს. ამიტომაც არ დაიზარო, ისე ირბინე, როგორც შეძლებ. მთავარია, დაიწყო.

55656

სირბილი და ორსულობა

აშშ – ს მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ დედები, რომლებიც ორსულობამდე დარბოდნენ და 1000 კალორიას წვავდნენ კვირაში, უფრო ჯანსაღ, ფიზიკურად კარგად განვითარებულ და 5 % – ით მეტი წონის პატარებს აჩენდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ნაკლებად ეწეოდნენ ფიზიკურ აქტივობას. 2000 კალორიაზე ნაყოფის წონა 10 % – ით იზრდება.

მათ, ვინც ორსულობამდეც აქტიურად დარბოდა პირველ და, შესაძლოა, მეორე ტრიმესტრში სირბილი ცუდს არაფერს მოუტანთ. პირიქით, წონის კონტროლში დაგვეხმარება. თუმცა, ცხადია, დარწმუნებული უნდა იყო, რომ რაიმე გინეკოლოგიური ან სხვა მიზეზი რამეში ხელს არ შეგიშლის. ასევე ყურადღება მიაქციე სირბილის დროს სხეულის ტემპერატურის მატებას. მაჩვენებელი 37.7 გრადუსს არ უნდა გადასცდეს. 38.0 ორსულებში უკვე სახიფათოა.

სირბილი და ჰორმონები

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომლებიც დარბიან, ოესტროგენი შედარებით ნაკლები ოდენობით გამოუმოშავდებათ. შედეგად კი საშვილოსნოსა და მკერდის კიბოს რისკი მკვეთრად მცირდება. ამიტომაც სირბილი ორმაგად სასარგებლოა იმ ქალებისთვის, ვისაც ჭარბი წონა აქვს, რადგანაც ცხიმის ზედმეტი რაოდენობა კიბოს რისკს ზრდის. თუმცა მკერდის დასაცავად ბიუსტჰალტერის სწორად შერჩევაც ნუ დაგავიწყდება.

სირბილი და მინერალები

2 მინერალი, რასაც სირბილისთვის ვუხდით დედაბუნებას რკინა და კალციუმი გახლავთ. რკინას ქალის როგანიზმი ისედაც დიდი ოდენობით კარგავს მენსტრუაციის პერიოდში, კალციუმის დეფიციტი კი პოსტმენოპაუზურ პერიოდში ხშირად ხდება ოსტეოპოროზის მიზეზი. ამიტომაც თუ დარბიხარ, რაციონში რკინისა და კალციუმის შემცველი პროდუქტებიც აუცილებლად ჩართე და ყავის სმას თავი დაანებე.

სირბილი და სუფთა სახის კანი

tumblr_mrcvff6TPJ1sedyaqo1_500

თურმე სირბილი სუფთა და ლამაზი სახის კანის შენარჩუნებაშიც გვეხმარება. დერმატოლოგები ამბობენ, რომ სირბილის დროს სისხლის მიმოქცევა ძლიერდება მთელს ორგანიზმში და მათ შორის კანშიც, რაც ინფექციების სწრაფად დაძლევას, სახის კანიდან ცხიმის გაწოვასა და კანის გაჯანსაღებას ხელს უწყობს.

კვება და სირბილი

თუ იმისთვის დარბიხარ, რომ წონაში დაიკლო და უფრო და უფრო ნაკლებს ჭამ მეტ სირბილთან ერთად, ცუდი ტაქტიკა აგირჩევია. სირბილი აქტიური პროცესია და ორგანიზმს პროტეინები ესაჭიროება. შეეცადე, კვება დააბალანსო და რაციონში ცილა ჩართო, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს.

სირბილი და ძუძუთი კვება

თუ მშობიარობის შემდგომ სირბილით გსურს ფორმაში ჩადგე, კვებისა და სირბილის გრაფიკს გადახედე და პატარა  სირბილამდე გამოკვებე. როგორც აღმოჩნდა იმ ქალების რძეს, რომლებიც აქტიურად დარბიან, განსხვავებული და ბავშვისთვის არცთუ სასიამოვნო გემო აქვს, რაც კუნთების აქტიურად მუშაობის შედეგად გამოყოფილი რძემჟავას რძეში მოხვედრის შედეგია.

სირბილი და ოფლი

ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებ ოფლს გამოყოფენ. ეს ფიზიკური აღნაგობის სხვაობითაა განპირობებული, თუმცა აუცილებლად მიაქციე ყურადღება წყლის საჭირო რაოდენობით მიღებას, რომ დეჰიდრატაცია თავიდან აიცილო.

სირბილი და მეგობრები

მარტო სირბილი კარგია, პარტნიორთან ერთად კი – უკეთესი. ეს შეიძლება იყოს შენი მეგობარი, შეყვარებული, მეუღლე და ოთხფეხა ოჯახის წევრიც კი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სირბილში თანაპარტნიორის ყოლა მოტივაციას უფრო ამძაფრებს და საშუალებას გაძლევს, შენი მიღწევები და პრობლემები სხვა თანამოაზრე ადამიანს გაუზიარო და გამოცდილი რჩევებიც მიიღო.

დღეისათვის სულ ეს იყო. მე ისევ ძველი პროგრამით ვაგრძელებ სირბილს და იმედია, მომავალ კვირაში ახალ ტემპზე გადასვლასაც მოვახერხებ. მანამდე კი წარმატებები შენც და მეც. არ დაინანო 30 წუთი შენი ჯანმრთელობისათვის.

9 კომენტარი to this post
  1. რაღაც ძალიან მშრალად გადმოთარგმნილი სტატიის შთაბეჭდილებას ტოვებს.
    ცოტა მეტი ქართული რეალობის ელემენტები არ აწყენდა.
    მაგრამ მაინც დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.

  2. sirbilis dros gamoiyopa meti opli, xolo swrapi siarulis dros iwveba meti kalorioa… organizmidan rom amovigot cximis mkvdari pena unda vikvebot shesabamisad dgeshi ramdenjerme da etapobrivad shevamcirot naxshirwylebis raodenoba, rata moxdes nivtierebata cvlis dachqareba organizmshi da ar daviklot chveni organizmis wylis xarjze ris shedegadac kvebis ganaxlebis shemdeg adviladve vimatebt.. ase rom wylis gamoyopit, romelsac chveni organizmi oplis saxit gamoyops da mxolod sirbilit araperi gveshveleba.

  3. sirbili, zustad is tema rac mchirdeboda, :) daviwye sirbili da ori kviris shemdgom myesebi ise damechima, erti tve gamartulad ver gaviare,,, :D tumca axla tavs kargad vgrdznob da ar vapireb tavis danebebas, arachveulebriv xasiatze mayenebs da rac mtavaria pormashi vdgebi :) didi madloba statiistvis, meti motivacia gamichnda :)

  4. ბავშვებო იპოდრომთან ახლოს ვცხოვრობ და მინდა სირბილი, მაგრამ მარტო არა, ხოარ არის ვინმე აქვე მცხოვრები მსურველი ? ))

შენ რას იტყვი?