Home თავის მოვლა

დარწმუნებული ვარ, ყოველ ჩვენგანს გვაქვს მაკიაჟის პატარა ხრიკები, რომლებსაც არც ისე ადვილად გავთქვამთ, თუმცა მოდი დღეს ეს წესი დავარღვიოთ. წარმოგიდგენ 10 სავსებით ახალ და არაორდინალურ ხრიკს, რომელიც მაკიაჟის პროცესს ბოლომდე შეგიცვლის.

1. თხევადი თვალის ფანქარი

დაიჭირე შავი, მწვანე, შინდისფერი თუ სხვა თვალის ფანქარი ცეცხლის ქვეშ 1 წამით და დააცადე გაგრილება (10-15 წამი). შემდეგ კი თამამად გადაისვი შენი ახალი თხევადი ლაინერი თვალებზე.

2. გამოკვეთილი თვალის ჩრდილი

თეთრი თვალის ფანქარი გამოიყენე როგორც ბაზისი შენი მტკნარი ან ნაკლებად პიგმენტური თვალის ჩრდილის გამოსაკვეთად.

3. მარტივი „Cat Eye“ 

აიღე წებოვანი ლენტი და დაიკარი დიაგონალურად, ისე რომ ხაზი თვალის ბუნებრივ გაგრძელებას მიჰყვებოდეს.

4. გამოკვეთილი თვალი

გამღიავებლის (Highlighter) წასმა აუცილებელია, თუ ბუნებრივი თვალის მაკიაჟის ეფექტის მიღებას ცდილობ. თვალის შუა ნაწილსა და წარბის ქვეშ წაისვი ღია ფერები, როგორიცაა თეთრი, კრემისფერი და სადაფისფერი, ამის შემდეგ კი გააგრძელე თვალის მაკიაჟი მუქი ფერებით.

5. დიდი თვალები 

ქვედა წუთუთოზე წასმული თეთრი ფანქარი დიდი თვალის ილუზიას ქმნის.

6. ხშირი წამწამები

ხშირი წამწამებისთვის სულ არაა საჭირო ხელოვნური წამწამები დაიმაგრო. თვალის ფანქარი წამწამის შიგნიდან წაისვი. ასევე შეგიძლია წამწამებზე ყურის ჩხირით ჩვეულებრივი, თეთრი პუდრი წაისვა და შემდეგ ტუში გადაისვა.

7. თვალის ლიფტინგი

გამღიავებელი წარბს ზემოთ წაისვი რათა თვალის  ლიფტინგის ილუზია შექმნა.

8. დაფარე გამონაყარი

გამონაყარზე პირდაპირ კორექტორის წასმას, სჯობს ის ფუნჯით გაინაწილო.

9. მარტივი Smokey Eye”

თვალის გარე კუთხეში დაიხატე ბადე და კარგად გადღაბნე.

10. გამოაცოცხლე ტუში

თუ შენი ტუში ისე კარგად აღარ ისმევა, როგორც ადრე, ჩააწვეთე რამდენიმე წვეთი ვიზინი, ბუნებრივი ცრემლი ან ლინზის გასაწმენდი სითხე და კარგად აურიე ფუნჯით.

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?