Home თავის მოვლა

მათთვის, ვინც მუდამ გზაშია, ვისაც არ აქვს სალონებში დასახარჯი დრო, მნიშვნელოვანი შეხვედრა დაუნიშნეს მოულოდნელად, ან უბრალოდ, ძალიან უყვარს დილის ძილი და ენანება ვარცხნილობის გაკეთებაზე დასახარჯი ნახევარი საათი, ყოველთვის არსებობს გამოსავალი.

1. კულულები

შეიკარი თმა ცხენის კუდად, დაახვიე ბოლოები თმის დასახვევი უთოთი და გაიშალე. მცირე დოზით თმის ლაქი გამოიყენე და საღამოს იდეალური ვარცხნილობაც მზადაა.

curls-blonde

2. დაგრეხილი ხვეულა

მათთვის, ვისაც ნაწნავები მობეზრდა.

easy-twisty-bun

3. ელეგანტური ხვეულა

გაყავი თმა შუაზე, გაკვანძე, გადაახვიე და დაიმაგრე.

enhanced-buzz

4. გვერდული ნაწნავი

ასეთი ვარცხნილობა ყველაზე უკეთ გამომშრალ, შეღებილ თმაზე გამოდის, რადგან ნაწნავი რთულად იშლება. სხვა შემთხვევაში დამატებითი ფიქსაციაა საჭირო.

half-done-braid

5. ცხენის კუდი

მოსაწყენი ვარცხნილობის ახალი ვერსია, რომელსაც მაქსიმუმ ერთ წუთს მოანდომებ.

knot-ponytail

6. ხვეულა – გრძელი თმისთვის

ამ ვარცხნილობას სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდება, იდეალურია საოფისედ.

sleek

7. რომანტიკული სტილი

აბადოკი მოსახერხებელია, ოღონდ არასაკმარისად დასღესასწაულო? დაფარე თმით და სულ სხვა სტილს მიიღებ.

 

tuck-hairband

8. შედარებით მოკლე თმის შემთხვევაში

shorthair

9. სილამაზის სალონის ეფექტი

სველ თმას თუ ე.წ. “ბიგუდებზე” დაიხვევ და მერე ფენით გაიშრობ, სალონში საათნახევრიანი ჯდომის შედეგს ნამდვილად მიიღებ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინასწარ მუსს, ზეთს ან აწეწვის საწინააღმდეგო სპრეის შეიზელ თმაში.

volumizing

10. თმისგან გაკეთებული ბაფთა

იდეალურია მაშინ, როცა თმის ყურებზე გადაწევა მოუხერხებელია, არადა თვალებზე გეფარება.

hair-bow

მოგეწონა ვარცხნილობები? გიცდია რომელიმე? ან იქნებ შენს ყოველდღიურ არსენალშიცაა მსგავსი სწრაფი და მარტივი ვარცხნილობები?

გადახედე ჩვენს სტატიას რამდენიმე მარტივ ვარცხნილობაზე და მოგვაწოდე შენი ვარიანტები.

21 კომენტარი to this post
  1. ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ,,რომანტიკული სტილი”. მე მოკლე მაქვს და გთხოვთ მოკლეზეც დადეთ. :D

  2. ვარცხნილობები ძან მომეწონა.
    შედარებით მოკლე თმის ვარცხნილობები დადეთ რააააა…

  3. მოკლე თმა მაქვს და ვერ ვახერხებ თმის განსხვავებულად გაკეთებას ძალიან მომეწონა ვარცხნილობები უკეთსი იქნება თუ მოკლე თმებზეც დადებთ

შენ რას იტყვი?