ქალის ასაკს სულ ადვილად გასცემს კანი თვალის გარშემო. წვრილი ნაოჭები ის საფასურია, რომელსაც ტირილისა და სიცილისთვის ვიხდით, შეშუპება  მშფოთვარე ღამეებისა და სითხის შეკავების შედეგია. კანი თვალის გარშემო ძალიან თხელია, დაახლოებით ნახევარი მილიმეტრის სისქის, არ შეიცავს კუნთებს და უფრო მალე ეშვება და შრება, ვიდრე სახის კანის სხვა უბნები. შედეგად კი ვიღებთ “ბატის თათებს”, ნაოჭების ბადეს, “ტომრებს” და შავ წრეებს თვალის ქუთუთოს ქვეშ. ამიტომაც, რაც უფრო ადრე დავიწყებთ თვალის კანის მოვლას, მით უკეთესი იქნება.

ვწმენდთ:

აუცილებელი წესი: მაკიაჟს ვიცილებთ ყოველი დღის ბოლოს! ვიყენებთ კოსმეტიკურ რძეს, ორფაზიან სითხეებს: ზედა- მსუბუქი ზეთოვანი საშუალებაა, რომელიც მოგაცილებს წყალგამძლე კოსმეტიკას; ქვედა- უბრალო კოსმეტიკის მოსაცილებლად და დაძაბულობის მოსახსნელადაა; დაგვჭირდება ბამბის ფირფიტები და ჩხირებიც.

როგორ მოვიცილოთ მაკიაჟი თვალებიდან: ხელის მშვიდი, მოზომილი მოძრაობებით. არ დააწვე, არ დასრისო, მოერიდე კანის უხეშ მექანიკურ დაზიანებას.  თუ ბამბის ფირფიტებს იყენებ მაკიაჟის მოსაცილებლად, ისინი უნდა დაასველო მაკიაჟის მოსაცილებელი სითხით და ცოტა ხნით დაიდო თვალებზე. ამის შემდეგ კოსმეტიკას უფრო ადვიალდ მომოცილდება (მოძრაობა აქვევიდან ზევით) და კანიც ნაკლებად დაზიანდება.

შეგიძლია მაკიაჟი ბაბბის ჩხირებითაც მოიცილო, ასე კანს ნაკლებ ზიანს მიაყენებ, თუმცა ჩხირები ნელა აცილებს კოსმეტიკას. ეს ვარიანტი უფრო მომთმენებისთვისაა.

მათ, ვინც ლინზებს ატარებს, ურჩევენ, არ გამოიყენონ წყალგამძლე ტუში, კოსმეტიკის მოსაცილებლად კი უცხიმო ლოსიონია საჭირო.

ვარბილებთ და ვკვებავთ

ვიყენებთ: კრემებს, ლოსიონებს და გელებს სპეციალურად თვალის გარშემო კანისთვის. ლოსიონები კანის მდგრადობისა და ერთგვაროვნებისთვისააა, ხოლო კრემი აწვდის მას საჭირო ლიპიდებს (ცხიმებს), რაც ხელს უშლის წვრილი ნაოჭების გაჩენას.

აუციელბელი წესი: პროცედურა ყოველდღიურია.

როგორ დავიტანოთ: კრემის დატანისას არ მიუახლოვდე წამწამების რიგის დასაწყისს. ქუთუთოებზე კრემს არ ვიზელთ,  დაგვაქვს წერტილოვანი მოძრაობებით, გარედან შიგნით. ასე ვასტიმულიერბთ სისხლის მიმოქცევასაც.

კრემების ალტერნატივა ლოსიონები (უფრო ადვილად დაიტანება და კანს უფრო ხავერდოვანს ხდის) და გელებია (იდეალურია ხშრად შეშუპებადი და მგრძნობიარე თვალებისთვის).

უცილებელი წესები:

– ახალ საშუალებებს პირდაპირ თვალეზე ნუ გამოცდი, ხელის გულიც გამოდგება.

-ნუ გამოიყენებ საშუალებებს, რომლებიც 4 თვეზე მეტი სიძველისაა. ამან შეიძლება კონიუნქტივიტი და ალერგია გამოიწვიოს.

ვატენიანებთ:

ვიყენებთ ლოსიონებს,  გელს და ტონიკს. კანზე დაგვაქვს ბამბის ტამპონით, რომელიც დასველებულია გელით ან ლოსიონით, ვიდებთ თვალზე და ვიჩერებთ 5-10 წუთს.

№ 1: შეშუპებული თვალები:

– გაღვიძების შემდეგ დაიტანეთ თვალზე გელი გაგრილების ეფექტით.

– ბამბის ტამპონები, რომელბიც შავი ჩაის ცივ ნაყენშია დასველებული ან თვითონ ჩაის პაკეტები დაიდე თვალებზე და გაიჩერე რამდენიმე წუთს. დაელოდე, სანამ კანი გაშრება და დაიტანე კრემი.
-გამოიყენე ბალახის ნიღბები (მაგალითად ახალი ოხრახუშის “ფაფა” 15-20 წუთის განმავლობაში) ან პლასტიკატისაგან დამზადებული სპეციალური ნიღბები, რომელსაც ყველა აფთიაქში შეიძენ.
-ავარჯიშე თვალები.

№ 2: “ტომრები” თვალის ქვეშ.

-როცა გძინავს, შენი თავი ტანზე მაღლა უნდა იყოს, ასე რომ,  თუ ბალიშები არ გიყვარს, პრიორიტეტების გადახედვა მოგიწევს.
-გამოიყენე არაცხიმოვანი ტექსტურის მქონე კოსმეტიკა.
-გადახედე რაციონს: ალკოჰოლს, მწარე და მარილიან საკვებს შეუძლია სითხის დაგროვება გამოიწვიოს ორგანიზმში, რაც არამარტო ქუთუთოებს, ფეხებსაც საფრთხეს უქმნის.

-ქვედა ქუთუთოზე თხელ ფენად დაიტანე ტონალური კრემი, რომელიც ოდნავ მუქია შენი კანის ბუნებრივ ფერზე.

-შეგიძლია სპეციალური მასაჟიც ჩაიტარო სალონში, რომელიც ლიმფის გაწოვას ხელს შეუწყობს.
-გაიკეთე ნიღბები, მაგალითად გახეხილი კარტოფილის მასა მოათავსე მარლაში და 10-15 წუთით გაიჩერე თვალზე. შეიძლება გამოიყენო გვირილის ან კამის ნაყენის ცივი და თბილი საფენები 10 წუთით ძილამდე.
რჩევა: თუ რეგულარულად გიშუპდება ქვედა ქუტუთო და თვალები, სავარაუდოდ თირკმლის პრობლემები გაქვს და ნეფროლოგის კონსულტაცია გჭირდება.


№ 3: შავი წრეები თვალის გარშემო

-თუ ქუთითო თან შეგიშუპდა, გამოიყენე კრემი ლიფტინგის ეფექტით.
– როცა კრემი მთლიანად შეიწოვება, დაიტანე  კონსილერი– სპეციალური საშუალება შავი წრეების შესანიღბად.
-ცოტათი შეპუდრეთ ქუთუთოები.

№ 4: თვალის გარშემო კანის სიმშრალე

-გადახედე შენი თვალის კანის მოვლის წესებს. იქნებ კანი საკმარისად არ ტენაინდება?

-მაკიაჟზე შეიძლება დაიტანო თვალის გარშემო კანის გელი ან თვალის სპეციალური ფანქარი.  ისინი შეიჩაენ სასარგებლო შენაერთებს და შემატებენ აკნს სირბილეს.

№ 5: წვრილი ნაოჭების ბადე

-შეეცადე, თვალი ხშრად არ ახამხამო და მოისრისო, ატარე მუქი სათვალე.

-გამოიყენე აქტიური კრემები და სუპერაქტიური კონცენტრატები, მაგალიტად ბიოჰიალურონის მჟავა, რომლებსაც შეუძლიათ, ებრძოლონ ამ პრობლემას.

-სალონში ან სახლში, შენ თვითონ  გაიკეთე პრობლემური ზონის მასაჟი.

თვითმასაჟის ვარიანტები:

1. გაწმენდის შემდეგ თითის წვერი ზეითუნის ზეთით დაასველე და ფრთხილი მოძრაობებით დაიწყე მასაჟი თვალის შედა კუთხიდან გარეთასკენ, შემდეგ წერტილოვან მოძრაობაზე გადადი.

2. დახუჭე თვალები და მოხრილი თითები დაიფარე. შეეცადე, გაახილო თვალი თითების ქვეშ. გრძნობ დაჭიმულობას? შეეცადე, წარბებიც ასწიო.