ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ნებისმიერი აქტივობა (სახლის დალაგებაც კი) იმაზე მეტად შეიძლება იყოს სასარგებლო ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

იოგა

მართალია წონისა და სხეულის მასის კლება ადამიანის აგებულებასა და რიგ დეტალებზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც არსებობს სტანდარტული მაჩვენებლები იმისა თუ ჯამრთელი ორგანიმზმი რამდენ კალორიას მოიხმარს კონკრეტული აქტივობით დაკავებისას სხვადასხვა ხანგრძლივობის შემთხვევაში.

მინდა მოგიყვანოთ რამოდენიმე ასეთი მაჩვენებელი და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ რით ჯობია დაკავდეთ დღის განმავლობაში – კარგი ფორმის შესანარჩუნებლად.

აქტივობის სახეობა

ხანგრძლივობა (წუთები)

დახარჯული კალორიები

მსუბუქი აერობიკა

30

123

საშუალო სირთულის აერობიკა

30

198

ველოსიპედით სიარული

30

185

ეზოს მოვლა

30

173

საშუალო სისწრაფით სიარული

30

135

სახლის მოვლა

30

90

ძუნძული (ნელი სირბილი)

30

441

სექსუალური პრელუდია

30

45

სექსუალური აქტი

30

135

”შოპინგი”

30

75

ცურვა კროლით

30

268

ჩოგბურთი

30

190

სეირნობა

30

156

იოგა

30

103

 

შესაძლოა ამ ცხრილის დათვალიერების შემდეგ დახარჯული კალორიები და აქტივობის სირთულე შეუსაბამოდ მოგეჩვენოთ, თუმცა მერწმუნეთ რომ სტაბილური ფიზკური დატვირთვა აუცილებლად მიგიყვანთ ჯამრთელ და ლამაზ სხეულამდე კარგი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე.

თითოეული ჩვენთაგანის დღის გრაფიკი ძირითადად ძალიან უმოძრაო და მდარე სამუშაოთი არის განპირობებული, აქედან გამომდინარე აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა რათა კუნთები ტონუსში მოვიდნენ და თავი ბევრად უფრო მსუბუქად და ლაღად ვიგრძნოთ, თანაც ალბათ დამეთანხმებით ზოგიერთი პუნქტი ამ ცხრილში მეტად სასიამოვნო განსახორციელებელიც კია, ასე რომ დიდი ხანი ნუ დაფიქრდებით – აარჩიეთ სასურველი”სპორტი” და დღეიდანვე დაიწყეთ  ყოველ დღე მისთვის მცირე დროის დათმობას.

ძუნძული
ძუნძული

დადებითი შედეგი ვფიქრობ არ დააყოვნებს, მთავარია მონდომება.