ბიკინის ეპილაციაზე (იქნება ეს ცვილით, ელექტრო თუ ლაზერული) მისულს შეიძლება ექიმმა უბრალოდ გითხრას “არაფერია სანერვიულო”, მაგრამ ეს არასდროს არის საკმარისი. უფრო დამაჯერებელი და სასარგებლო იქნებოდა ეს ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები რომ მოეცა. მოკლედ, შემდეგზე, როცა ბიკინის ეპილაციაზე წახვალ აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი:

1. შეამსუბუქე ტკივილი

დალიე ერთი ტაბლეტი ტკივილგამაყუჩებელი აბი ვიზიტამდე 45 წუთით ადრე. მშვენივრად შეამსუბუქებს ეპილაციისგან გამოწვეულ ტკივილს. ასპირინი ან რამე სხვა მარტივი ტკივილგამაყუჩებელი არამხოლოდ ტკივილს მოგიხსნის, არამედ ზოგში ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებიც შედის.

2. არ დაგეგმო ეპილაცია ზუსტად მენსტრუაციის წინ

ამ დროს შენი კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ამიტომ შეეცადე მინიმუმ 4 დღით ადრე მაინც გაიკეთო ეპილაცია. არც კი იფიქრო მენსტრუაციის დროს გაკეთება. არათუ ექიმისთვის იქნება არასასიამოვნო, არამედ გარკვეულ ადგილებში უბრალოდ არ შეიძლება ამ დროს თმის მოცილება.

3. მოერიდე მაშინვე ვარჯიშს და მოტკეცილ ტანსაცმელს

არაფერი “ამახინჯებს” უთმო კანს ისე, როგორც გამონაყარი. სწორედ ეს შეიძლება დაგემართოს, თუკი თმის მოცილებიდან 48 საათის განმავლობაში ივარჯიშებ. რადგან შენი “ახალშობილი” კანი ზედმეტად მგრძნობიარეა ოფლის, ბაქტერიებისა და ტანსაცმელთან ხახუნის მიმართ. ამას გარდა მოტკეცილი ტანსაცმლის (მაგალითად ლეგინსების და ჯეგინსების) ტარება ჩაბრუნებული თმების გაჩენის შანსს ზრდის. მოტკეცილი ტანსაცმლის გამო, შესაძლოა თმის ზრდა უფრო კანისკენ მიიმართოს ვიდრე ხელი შეუწყოს მათ კანს ზემოთ ამოზრდას. ზოგიერთმა დერმატოლოგმა ჩაბრუნებული თმების ტენდენციის ზრდაც კი აღნიშნა, მას შემდეგ რაც ლეგინსები მოდაში შემოვიდა.

4. დაგეგმე ვიზიტი 3–იდან 5 საათამდე

ტკივილის ზღვარი ყველაზე მაღალია დღის ამ მონაკვეთში. ის რამაც შეიძლება დილის 10 საათზე ცხარე ცრემლით გატიროს, ამ დროს უბრალოდ ოდნავ შეგაკრთობს.

რა ზონაში იშორებთ თმას?

View Results

Loading ... Loading ...