ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Pink.ge ქალთა კლუბია. ჩვენ ერთმანეთს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ვეხმარებით, რათა გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

Learn more

Tags

მკითხველის ისტორიები, ურთიერთობები

“მირჩიეთ, როგორ დავიბრუნო…” 

ჩვენს მკითხველებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავის ერთგულებას არა მხოლოდ სტატიების კითხვით გამოხატავენ, არამედ იმდენად ახლობლად მიგვიჩნევენ (რის გამოც – უღრმესი მადლობა მათ), რომ რჩევასაც გვეკითხებიან პირად პრობლემებთან თუ სხვადასხვა…

მკითხველის ისტორიები

“მეც ძალიან მინდა მასთან სექსი, თუმცა არ ვიცი, საიდან ან როგორ დავიწყო” 

“შეყვარებული მყავს უკვე 6 თვეა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მასთან. დიდი ხანია ფიზიკური სიახლოვე უნდა თუმცა აქამდე არ ვიყავი მზად. ახლა მეც ძალიან მინდა მასთან სექსი, თუმცა არ ვიცი, საიდან ან როგორ დავიწყო. თანაც მეშინია პირველად უნდა მქონდეს. 19 წლის ვარ და რაღაცები გამიგია და წამიკითხავს, თუმცა იქნებ მირჩიოთ რისი გათვალისწინება ღირს ასეთ შემთხვევაში?”

მკითხველის ისტორიები

“ძალიან მიყვარს ბიჭი, რომელიც ჩემი კლასელი და მეგობარია” 

“გამარჯობა, ვარ ძალიან რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში:

მომწონს, უფრო სწორად ძალიან მიყვარს ბიჭი, რომელიც ჩემი კლასელია + მეგობარი. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ შემდეგ ვიჩხუბეთ.

გუშინ მან მომწერა და რაღაცნაირად შემომირიგა. ვგრძნობ სითბოს მისგან, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამ.

მირჩიეთ, როგორ მოვხიბლო იგი ან როგორ დავიჭირო საქმე მასთან ახლოს.”

მკითხველის ისტორიები

“ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ სახლში სულ მთვრალი მოდის” 

“რთული სიტუაცია მაქვს. ცოტა ხანია რაც გავთხოვდი, ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს სახლში სულ მთვრალი მოდის, ფული არასოდეს არ აქვს. მე ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ, მაგრამ საკმაოდ დაბალი ხელფასი მაქვს. ქმრის ოჯახმა ბინა გვაჩუქა და იქ ვცხოვრობთ, ამიტომ ყველაფრის გადახდა ჩვენ გვიწევს.

მკითხველის ისტორიები

ერთად გავაფერადოთ ნაცრისფერი სამყარო 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ნაცრისფერი ქალაქი, ნაცრისფერი ხალხით და ნაცრისფერი ისტორიებით, ქალაქი სადაც ადამიანებს ერთმანეთის ცუდი ამბის გაგება უფრო უხაროდათ ვიდრე კარგის, სადაც ერთმანეთს ატყუებდნენ და სადაც სხვისი ცუდი ამბის სიხარულის შეგრძნებით ცხოვრობნენ.

მკითხველის ისტორიები

უჩვეულო აგვისტო 

შუაღამეს მაღვიძებს ტელეფონის ზარი, შეშინებულს გამეღვიძა, ის რეკავდა, ნამძინარევი ხმით მოვიკითხე.

მითხრა, რომ მშვიდობა ჰქონდა, უბრალოდ დამირეკა და უბრალოდ მომიკითხა, დავასრულეთ ლაპარაკი, ცოტა ხანში მოდის სმს, რომ მოვენატრე.

ძალიან მეუცხოვა, ასე არასოდეს იქცეოდა.

მკითხველის ისტორიები

მოდა… პერიფერიებში 

ადამიანები ხომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, მაგრამ შედარებით პატარა ქალაქებში, ასე ვთქვათ პერიფერიებში, არაჩვეულებრივი ადამიანები არსებობენ.

მკითხველის ისტორიები

იცინის ის ვინც ბოლოს იცინის… 

დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდი…. და შენს გარდერობში, ისევე როგორც შენს თავში, სრული აურზაურია. როგორც იქნა შეარჩევ სამოსს და იმდენ მაკიაჟს დაიდებ, რომ დედაც ვერ გცნობს. იმაზე ფიქრით, რომ უკვე დაგაგვიანდა დროზე ადრე მიხვედი შეხვედრის ადგილას და რუსთაველზე ან თავისუფლებაზე (უმეტეს შემთხვევაში) ელოდები მას.

მკითხველის ისტორიები

როცა კარგავ სიცოცხლის აზრს… 

რაც კი შენთვის ძვირფასია, ყველაფერი რასაც ასე აფასებ, ადამიანი, რომელზეც მთელს შენს მომავალს აგებ შენს გვერდითაა… ბედნიერი ხარ და რაზეც არ უნდა ფიქრობდე, რაზეც არ უნდა ოცნებობდე, მას უკავშირდება…