Tags

Events, მნიშვნელოვანი, სიახლეები

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 

ხვალ, 25 ნოემბერს, 13:00-ზე პუშკინის სკვერში ქალები შსს-ს სპეც.დანაყოფის შექმნის მოთხოვნით იკრიბებიან. “ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ივენთის ლინკი: შეუერთდი აქ. ქალზე ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე…

მკითხველის ისტორიები, მნიშვნელოვანი

მე „გამიმართლა“. და შენ? 

მე „გამიმართლა“ – ჩემი სახლი მაქვს. უფრო სწორად, ჩემი კუთხე. ერთი ბეწო თავშესაფარი იმ უსახლკარობაში, რასაც საქართველოში ქალად დაბადება ქვია. მე „გამიმართლა“. ოჯახმა გადაწყვიტა დავესაჩუქრებინე:  ოჯახის ქონების დაახლოებით ხუთი პროცენტი დამითმეს. შემოეზედმეტათ. გამოიმეტეს. დანარჩენზე უფლება არ მაქვს. დანარჩენი ძმებს. დანარჩენი ბიჭებს და იმ ბიჭების მიერ…

მნიშვნელოვანი

ვინ დარეცხავს ჭურჭელს? 

ოდესღაც, როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ოჯახური როლები მკაცრად იყო განაწილებული: მაშინ, როცა კაცი მესაქონლეობას მისდევდა/ნადირობდა/ომობდა, რათა საკვები მოეპოვებინა, ქალი ძირითადად ბავშვების აღზრდით, სახლის მოვლით იყო დაკავებული. ალბათ, გენდერული როლების ამგვარი განაწილება იმ პერიოდისთვის ბუნებრივი და მოხერხებული იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ეკონომიკურ თუ სოციალურ…

მნიშვნელოვანი

პროექტი, რომელმაც ქართული ინტერნეტი შეძრა – ქალები საქართველოდან 

ორიოდე კვირაა, Facebook-ზე აქტიურად ზიარდება ქალთა ისტორიები. ზოგი გულისამაჩუყებელია, ზოგი მამოტივირებელი, ზოგი ტრაგიკული, ზოგი იმედის მომცემი. უამრავი ქალი საქართველოდან აქ თავის ამბავს ჰყვება. ყველა ისტორია ერთი გვერდიდან მოდის: “ქალები საქართველოდან”. აღწერაში ვკითხულობთ: “ისტორიაში ცოცხლად დამარხული ქალები“ – ასე ეძახიან იმ ქალებს, რომელთა სათქმელზე, გრძნობებზე, ოცნებებზე,…

მნიშვნელოვანი

ქართული რეალობა: ოჯახში საქმის განაწილება 

2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების და მათი საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში ჩართულობის გამოვლენა იყო. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის…

მნიშვნელოვანი

რას ნიშნავს დაუნის სინდრომი 

ამ დღეებში მთელი ინტერნეტ-სივრცე მოიარა ვიდეომ, რომელიც ახალგაზრდა დედის წერილს ეძღვნება. მან ახლახანს აღმოაჩინა, რომ მისი მომავალი შვილი დაუნის სინდრომის მატარებელია და პასუხს ითხოვს კითხვაზე, როგორი ცხოვრება ელის მის პატარას, თუ ის დაიბადება. ესეც პასუხი ძვირფასი მომავალი დედისთვის: 21-ე ქრომოსომის ტრისომია, გენეტიკური ანომალია, შეზღუდული გონებრივი…

მნიშვნელოვანი

ყველაზე საინტერესო სარვამარტო ფეისბუქ-პოსტები [განახლებადი] 

8 მარტს ფეისბუქზე აშკარად შეინიშნებოდა ქალთა აქტიურობა და ქალებისთვის აქტუალური პრობლემები არაერთხელ წამოიჭრა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პოსტს :) ბავშვობაში ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ცისარტყელას თუ გადაახტები, ბიჭად იქცევიო. ჰოდა გავეკიდე ერთხელ ცისარტყელას. მივდი… Posted by Theo Baiashvili on Tuesday, March 8, 2016 12 quotes women need in…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

ჩაიტარე მკერდის გამოკვლევა უფასოდ! – ეივონი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ 

სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) კიბო რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველ ადგილს იკავებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსოფლიოში ამ დაავადების სიხშირის მატება შეიმჩნევა, სტატისტიკურად დაავადებულთა რაოდენობის ზრდა ეხება საქართველოსაც. ის, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდე, წაიკითხე პოსტში – რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოზე.  ძუძუს კიბოს მკურნალობა შესაძლებელია! საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით,…

მნიშვნელოვანი

დაზარალებულის მონათხრობი: „დეშელი“- სთან ურთიერთობის 1 თვე და 3 დღე 

წერილი გამოგვიგზავნა დეშელისგან დაზარალებულმა მომხმარებელმა ირმა ც.-მ. Pink.ge პასუხს არ აგებს წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. ახლობლები მირჩევენ დავივიწყო „დეშელი“. მეც ვცდილობ, მაგრამ ვფიქრობ დუმილი არ იქნება სწორი ჩემგან, რადგან არიან ქალბატონები, ვისაც აქვთ „დეშელი“-სთან ურთიერთობის 1-3-4-6- და ა.შ. მძიმე ურთიერთობის თვეები… მივყვეთ ქრონოლოგიურად: დღე I –…

მნიშვნელოვანი

პასუხი კომპანია “დეშელის” მიერ პრაიმტაიმისთვის დაკვეთილ სტატიაზე 

დღეს დილით თინა მახარაძე მიგზავნის ლინკს სტატიაზე სადაც ჩემი სახელი ფიგურირებს და მეკითხება, ხომ მშვიდობა მაქვს. სტატიას შეგიძლიათ გადახედოთ. გარდა იმისა რომ სარეკლამო სტატიადაა მონიშნული, თან სასაცილოდ არ მეყო. იმის გამო, რომ სკოპიეში ვარ სამოგზაუროდ და ახლა გემრიელ საჭმელს უნდა მივირთმევდე ლამაზი ხედების ფონზე, გული…