Home მიმოხილვები

ვის არ გვიოცნებია მოგზაურობაზე?!  და არასოდეს ყოფილა ჩვენი ოცნებების ასრულება ისეთი ადვილი, როგორც ეს  2017 წლის 28 მარტიდან იქნება. ამის კიდე ერთი გარანტია ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომლის საშუალებითაც ევროპის რამდენიმე ქალაქში მოხვედრა იმაზე იაფადაცაა შესაძლებელი, ვიდრე თბილისიდან ბათუმში.

ჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან სოფიაში გავფრინდი 24.99 ლარად, სოფიიდან ბრიუსელში დაახლოებით 30 ლარად, ხოლო დორტმუნდიდან ქუთაისში დავბრუნდი 19.99 ევროდ. ჰო, დამავიწყდა კატოვიცე – პარიზი – კატოვიცეს ორი ბილეთი ვიყიდე 2013 წელს 29.98 ევროდ და ასე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო ავიაკომპანიაზე, რომელმაც მომცა საშუალება ჩემი ოცნების ქალაქებში მემოგზაურა, მენახა მონატრებული მეგობრები, გამეცნო უამრავი საინტერესო ადამიანი, დამეგემოვნებინა ბელგიური ლუდი და ა.შ.

ხშირად მეკითხებიან როგორ ვახერხებ ინტერენეტიდან ახალი ფეხსაცმელის გამოწერაზე იაფად ავიაბილეთების შეძენას. ეს არც თუ ისე ძნელია:

კომპანია Wizz Air-ის პირველი რეისი ქუთაისში 2012 წლის 27 სექტემბერს შესრულდა და ამჟამად ქუთაისიდან ევროპის 12 ქალაქის მიმართულებით ოპერირებს.
კომპანიას, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე ახალი თვითმფრინავების ბაზა აქვს.
ბილეთების შეძენა www.wizzair.com -დანაა შესაძლებელი,  სადაც ქართული ენაზეც შესაძლებელია თქვენთვის სასურველის ინფორმაციის მოძიება. რეისების მარტივად მოსაძებნად ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ ფრენების რუკით https://book.wizzair.com/en-GB/map .
wizzair-ს საკმაოდ სპეციფიური სისტემა და “ვიწრო სავარძლები” აქვს.  იმისთვის, რომ კომპანიამ არ “გაგვწეწოს” რამდენიმე დეტალის ცოდნაა სჭირო:
  • ონლაინ ჩექინი არ დაგავიწყდეთ,
  • ბარგის ზომები გადაამოწმეთ და
  • დაჩექინებული ჩასხდომის ბარათი თან იქონიეთ!!!
ახლა სხვა დანარჩენი:
  1. ბილეთის ფასი შემდეგი სისტემით რეგულირდება. პირველი ათი ბილეთი ღირს 9.99 ევრო, მეორე ათი ბილეთი – 14.99, მესამე 19.99, შემდეგ 29.99; 39.99; 49,99… 99,99 და 100 ევროს შემდეგ 20 ევროთი იზრდება ანუ 109.99 ხდება 129,99. ზედა ზღვარი არ აქვს. – მაგალითად ამ დღეების ბუდაპეშტის ბილეთი 319 ევრო ღირს ერთი გზა. თუ რაღაც პერიოდი გარკვეულ რეისზე ბილეთები არ გაიყიდა, სისტემა ჩამოაფასებს ერთი პუნქტით, მერე კიდევ და აშ. ყოფილა შემთხვევა რომ 99.99 ევროდან 19.99-ზეც ჩამოსულა. ყიდვისას აუცილებლად მიუთითეთ მგზავრების რაოდენობა, თორემ შეიძლება რაც თავიდან ჩანს იმ ფასის მხოლოდ ერთი ან ორი ბილეთი იყოს. ამ შემთხვევაში რაოდენობის მომატებისას ავტომატურად ყველა ბილეთზე გაზრდილ ფასს მოგცემთ.
  2. უმჯობესია შეიძინოთ Wizz Air”ფასდაკლების ბარათი”. იგი ორივე მიმართულებით ერთი პუნქტით აიაფებს ბილეთს. მაგალითად, 19.99 ევროიანი ბილეთი ხდება 9.99 ან 129,99 – 109.99 და ბარათი ასევე 5 ევროს უკლებს ჩანთასაც. მისი შეძენა ბილეთის ყიდვისას შეიძლება. ვადა 1 წელი აქვს და 2 კაციანი (შენ+1) 30 ევრო ღირს, 6 კაციანი კი (შენ+5) 50 ევრო. ერთი მთავარი ნიუანსი – ბარათი მფლობელი ავტომატრუად ეწერება მგზავრებში, ანუ თუ მფლობელმა თავისთვის არ იყიდა ბილეთი, ისე სხვას ვერ უყიდის.
  3. სტანდარტულ, ბაზისურ ბილეთის ფასში არ შედის ჩასაბარებელი ჩანთა, კვება და აეროპორტში ჩექინი. ამ ყველაფერზე ან უარი უნდა თქვათ ან დამატებით თანხა გადაიხადოთ. კვება და სასმელი საკმაოდ იაფია ბორტზე, ხოლო ჩექინის საიტზე ონლაინ უფასოდ გაკეთებაც შეიძლება (გაფრენამდე 30 დღით ადრე იხსნება ეს ფუნქცია და საკმაოდ მარტივია).
  4. უფასო ზურგჩანთას არ აქვს წონაზე შეზღუდვა, აქვს მხოლოდ მაქსიმალური ზომები 42/32/25 სმ, რომელსაც არ უნდა გადავაჭარბოთ. დიდი 56/45/25 სმ ზურგჩანთის ყიდვაც შეიძლება, მაგრამ რაღაც სანტიმეტრების გამო ფულის ყრას არ გირჩევთ, თუ ვერ ატევთ 4 ევროდ პრიორიტი ბორდინგი იყიდეთ და არსებულ უფასო ზურგ ჩანთას დაემატება 40/30/18 ხელჩანთის წაღების უფლებაც. (დიდ ზურგ ჩანთას თუ იყიდით, უფასო ზურგ ჩანთა უქმდება ჩასაბარებელ ბარგს თუ იყიდი – რჩება). ზომებს ხანდახან არ ამოწმებენ, მაგრამ გარისკვად არ ღირს, 40 ევროა გადასახდელი თუ შეამჩნიეს. ისევ ჩასაბარებელი ჩანთის ყიდვა ჯობია, ზურგჩანთაც გრჩება და სითხესაც წაიღებ.
  5. ჩასაბარებელი ჩანთა არსებობს 23 კგ და 32 კგ და მისი ფასი დამოკიდებულია ბილეთის ფასზე და სეზონზე. ბილეთთან ერთად თუ შეიძენ 5 ევროთი იაფი.ა თუმცა მერე დამატებაც მოსულა. მგზავრზე 3 ერთერულამდე. ფულის დამატება და შეცვლაც მოსულა – large  cabin bag 23 კგ-მდე, ან 23 კგ-დან 32 კგზე. ნებისმიერ შემთხვევაში ჩასაბარებელი ბარგის მაქსიმალური ზომებია 149/119/171 სმ.
  6. ვიზზეარს ტრანზიტი არ აქვს, ანუ თუ გერმანიიდან ლონდონის გავლით გინდათ პორტუგალიაში წასვლა, არც ჩანთას გადაგიტანენ რეისიდან რეისში და ბრიტანეთის ვიზაც დაგჭირდებათ.
  7. ბილეთის ყიდვისას და მერე ონალინ ჩექინისას საიტი ეცდება სხვადასხვა სერვისები შემოგტენოთ. მაგ – Large cabin bag, Airport check-in, Priority Boarding, WIZZ Flex, Plus და მსგავსი სერვისები არ იყიდოთ, უაზრო ხარჯია არაფერი ისეთი რაშიც ფულის გადაყრა ღირს. Seat selectionის აღება კიდევ იმ შემთხვევაში გამართლებული თუ დიდი სივრცის მქონე ადგილებს შეარჩევთ (ვიზზაერის სავარძლებს შორის საკმაოდ ახლო მანძილებია და დიდი გაბარიტების ადამიანებს უჭირთ ხოლმე კომფორტულად დაჯდომა ონლაინ ჩექინის დასრულების შემდეგ უნდა ამობეჭდოთ შტრიხკოდიანი ბორგინგ ბარათი. ეს ბარათი იქვე ექაუნთში გამოჩდნება და მაილზე არ მოგივათ. მაილზე არაფერი არ მოდის. თქვენი გვერდია ყველაფერი ვიზზაერზე, ამიტომ პაროლი არ დაგავიწყდთ. ვიზზაერის ონლაინ ჩექინის, გარდა იმისა რომ უფასოა და 10 ევროს არ ხარჯავთ, ჩასაბარებელი ბარგის არ ქონისას აქვს კიდევ ერთი დიდი პლუსი – თქვენ არ გჭირდებათ რეგისტრაციის გრძელ რიგში დგომა. შტრიხკოდიანი ჩასხდომის ბარათით პირდაპირ გადიხართ უსაფრთხოების შემოწმებას და მიდიხართ თქვენს გეიტთან.
  8. მუსიკალური ინსტრუმენტების (მაგალითად გიტარის) წასაღებად ლარჯ კაბინ ბეგი უნდა იყიდოთ და ზომებს არ მიაქცევენ ყურადღებას. სხვა ინსტრუმენტებზე დამატბით დეტალებს მაინც ჯობია კომპანიის საიტზე გაეცნოთ.
  9. თვეში ერთხელ 20% ანი ფასდაკლების დღეებიც აქვთ, თუმცა ამ დღეს ბევრი უცდის და ხანდახან ბილეთები პირიქით ძვირდება ხოლმე.
  10. ქუთაისის აეროპორტიდან თბილისში, ბათუმში დ.ა.შ. ტრანსფერს ანხორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯორჯიან ბასი. ცოტა ძვირია მაგრამ აეროპორტის კარებიდან მიყავხარ და ინტერნეტიც ააქვთ. ვიზზაერის საიტზე არსებული ტრანსფერიც ამავე კომპანიით ხდება. უკანა გზაზეც ამ კომპანიას მოყავხართ თან ზუსტად რეისებზეა აწყობილი. ბილეთების ფასის შემოწმება და ყიდვა ონლაინაც შეგიძლიათ საიტზე www.georgianbus.com
  11. პლასტიკური ბარათით იყიდეთ ბილეთი, ბანკის ტრანსფერი არ გამოიყენოთ (24 საათში თუ არ დაუჯდათ, აუქმებენ ჯავშანს და ფული ჰაერში რჩება. მერე უნდა იწვალო რომ ვიზზაერის ანგარიშზე დაგიბრუნონ). ბარათის ძირითადი ანგარიში ევრო უნდა იყოს თორე ბანკი კონვერტაციაში გაგწეწავთ.
  12. ცხოველები არ გადაყავთ, მცენარეები – კი.
  13. თუ ბილეთის ყიდვისას რამე შეგეშალათ, მთავარია დროულად მოახდინოთ რეაგირება, საერთოდ ბილეთში სქესს და 1-2 ასოს შეცდომას ყურადღება არ ექცევა, მაგრამ მაინც უმჯობესია წინასწარ გასწორება – მიწერეთ მაილი კომპანიას ან დაურეკეთ ცხელ ხაზზე. დარეკვისას ეს ინსტრუქცია გამოიყენეთ https://www.facebook.com/photo.php?…
  14. სურვილის შემთხვევში შესაძლებელია თქვენს გვერდით ცარიელი ადგილის შეძენაც. ამისთვის მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „EXST“, ხოლო გვარის ველში საჭირო იქნება მგზავრის რეალური გვარის შეყვანა.
ინფორმაციის ძირითადი წყარო: მოგზაურთა კლუბი Cheap Travel Georgia

შენ რას იტყვი?