Home მიმოხილვები

საქართველოში ჩაის სმისა და მისი დამზადების დიდხნიანი ტრადიცია არსებობს.

ბოლო წლების განმავლობაში სასიამოვნო ტენდენცია შეინიშნება. ჩაის რამდენიმე ბრენდი, რომელიც დამზადებულია საქართველოში, დახლებზე ნელ-ნელა ანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას, რაც ორმაგად სასარგებლოა ჩვენთვის, ქართველი მომხმარებლისთვის.

კონა – Kona Tea

როგორც კონა – Kona Tea დამფუძნებელი ნატალია ფარცხალაძე ყვება, მას სურდა შეექმნა რამე ისეთი, რასაც შეფუთვაზე ეწერებოდა “დამზადებულია საქართველოში”. ჩაის მოყვანის იდეა მოულოდნელად, ერთი მუჭა არომატული ბალახის თესლიდან დაიბადა.

“კონა”-ს  12 სახეობის ბალახეული ჩაი ჰომეოპათებთნ კონსულტაციის საფუძველზე შეიქმნა და მას სხვადასხვა დადებითი ზეგავლების მოხდენა შეუძლია ორგანიზმზე.

თავად ჩაის კომპოზიციების დასახელებები ერთგვარი პოეზიაა: “აღმოსავლური ზღაპარი”, “ცია – ყვავილების ფერია” , “ანანა-გუნდა”, “ნაინა “, “ალი და ნინო”, “მარადიული გაზაფხული “, “ადილა – განთიადი”, “მთის ცვარი” და ა.შ.

ნაგომარის ჩაის სახლი

ნაგომარის ჩაი 2015 წელს გამოჩნდა ბაზარზე და თავისი ექსკლუზიური ნიშა დაიჭირა. იგი ერთერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ქართული ჩაია, რომელიც გურიის მაღალმთიანი რეგიონის სოფელ ნაგომარშია მოყვანილი და დამზადებული.

უშარო

19 წლის სტუდენტი გიორგი სეხნიაიძე გთავაზობთ თუშეთში შეგროვებული მცენარეებისგან დამზადებულ ჩაი “უშარო”-ს, რომელიც შეიცავს ბექთქონდარას, თავშავასა და კრაზანას. თითოეული სახეობის ჩაის დამამშვიდებელი ფუნქცია აქვს. არის ეკოლოგიურად სუფთა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

ფოტო: პაპრიკა • Paprika

ანასეული

„ანასეულის ექსპერიმეტული ჩაის ფაბრიკა” პროდუქციას „ანა ბატონიშვილის” ბრენდით წარმოადგენს. კომპანიის მფლობელებმა გურიაში კომუნისტების დროინდელი ჩაის ფაბრიკა აღადგინეს და წარმოებაც განაახლეს.

„ანა ბატონიშვილი” პრემიუმ სეგმენტის ჩაია  და ამ ეტაპზე რეალიზაციაშია შავი და მწვანე დასაყენებელი ჩაი.

გურიელი – Gurieli

ბრენდი “გურიელი” კომპანია “გეოპლანტის” პროდუქტია. ბრენდის შექმნაზე 2008 წელს დაიწო მუშაობა და “გურიელი ექსპორტი” ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა, მასში კლასიკური შავი, შავი ჩაი ბერგამოტით, მწვანე და მწვანე ჩაი ჟასმინით არის წარმოდგენილი.

2012 წელს  დაიწყო გურიელი ხილის ჩაის წარმოება, 2014-ში კი უკვე გურიელი მცენარეული ჩაი წარუდგინეს მომხმარებელს. ასევე შეიქმნა “პრინცი გურიელი”, უმაღლესი ხარისხის დასაყენებელი შავი და მწვანე ჩაი თუნუქის ქილებში და რაც მთავარია პირველად ქართული ჩაი წარმოდგენილია ერთჯერად pyra-pack-ის (პირამიდის ფორმის აბრეშუმის ერთჯერად) შეფუთვაში.

ბრენდი „გურიელი“ არა ერთი ჯილდოსა თუ სერთიფიკატის მფლობელია.

ჩაი შემოქმედი

“შემოქმედი”– ნატურალური გამაჯანსაღებელი მწვანე, შავი, მოცვისა და მაყვლის ფოთლის ჩაი გურიიდან. კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქციას, ჩეხეთში, რუსეთსა და თურქმენეთში ყიდის.

ყველა ქართული ბრენდის ჩაის შეძენა მაღაზია “პაპრიკა”-შია შესაძლებელი, რომელიც ნუცუბიძის 82-ში მდებარეობს. აქვე შეგიძლიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამზადებული მურაბების და ჯემების დიდი ასორტიმენტიდან თქვენთვის სასურველი ქილა შეარჩიოთ.

გემრიელად მიირთვით!

შენ რას იტყვი?