Home მიმოხილვები

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, თუ მეგობრებთან ერთად გეგმავ დროის გატარებას სადმე მყუდრო ადგილზე ან უბრალოდ ბევრი სამუშაო გაქვს და ხმაურიან ოფისში ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახდენ, ეს ადგილი შენთვისაა. მე სწორედ ამ ბოლო მიზეზის გამო შევიჭყიტე ინგოროყვას 22ა-ში მდებარე პატარა კაფეში და ძალიან გამიმართლა.

მყუდრო, კომფორტული, ფრანგული სტილის კუთხის კაფე “სვით კონა”, სადაც არომატულ, საქართველოში დამზადებულ ჩაის სპეციალურად მათთვის შექმნილი ულამაზესი ფინჯანით მოგართმევენ და ყველაფერი აქ არ მთავრდება…

უგემრიელესი ტკბილეულის არჩევანი, რომელსაც მხოლოდ აქ შეხვდებით. განსაკუთრებულ რეკომენდაციას კი ვუწევ შოკოლადის ნამცხვარს საფერავით.

თუ კალორიებს ებრძვით ან უბრალოდ ჯანსაღი კვების მიმდევრი ხართ, თქვენც არ დარჩებით გულგრილი. ქართული ტექნოლოგიებით დამზადებული დოლის პური, რომელიც გლუტენს არ შეიცავს, მხოლოდ აქ შეგიძლიათ მიირთვათ, ან შეიძინოთ და შინ გაიყოლოთ. დოლის პურითვე მზადდება უგემრიელესი სენდვიჩები, რომელსაც მეგობრული მომსახურე პერსონალი შუადღის შესვენების დროს, ლანჩ-მენიუზე შემოგთავაზებთ.

ლანჩ მენიუ:
✅ დღის სუპი დოლის პურის ნახმით
✅ სენვიჩი
✅ დესერტი
✅ ჩაი

მდებარეობაც იდეალურია. თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე წუთის სავალზე, პარლამენტის უკან. აქვე შეგიძლია აარჩიო ვინილი შენთვის სასურველი მუსიკით, ხოლო კვირის ბოლოს საღამოს საათებში ცოცხალი მუსიკის მოსმენაცაა შესაძლებელი.

შენ რას იტყვი?