Home მიმოხილვები

41+qKERSR1L._SY450_

ეს პროდუქტი ამაზონის ერთ-ერთი ბესტსელერია. როგორც პროდუქტის აღწერილობა გვპირდება:

  • ღრმად წმენდს სახის კანს და აშორებს ე.წ. შავ წერტილებს.
  • სხვა მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით, ცხვირის გარდა სახის სხვა ზონებზეც გამოიყენება.
  • რეგულარული გამოყენების შემთხვევაში შავი წერტილების რაოდენობა მცირდება.

გამოყენების წესი

სასურველია ეს პროცედურა ბანაობის შემდეგ ჩაიტარო, როცა სახის კანი კარგადაა დანოტივებული, თუმცა ძილისწინა რიტუალადაც შეიძლება იქცეს. პროცედურა ასეთია:

  • დაისველე სახე თბილი წყლით
  • გაიმშრალე ხელები, გახსენი სტრიპი და დაიკარი ცხვირზე/სახის სხვა ადგილას ისე, რომ სტრიპის ზედაპირი ყველგან თანაბრად და მჭიდროდ ეხებოდეს კანს
  • მე მეტი საიმედოობისთვის სველი ხელით ზემოდანაც ვასველებ. ეს ინსტრუქციაში არ არის მითითებული, თუმცა შედეგს აუმჯობესებს
  • ეცადე მაქსიმალურად შეიკავო თავი სიცილისგან და ლაპარაკისგან იქამდე, სანამ სტრიპი მთლიანად არ გაშრება და გახევებულ, პერგამენტის ქაღალდს არ დაემსგავსება
  • ნელა და ფრთხილად აიძრე კანიდან, ასე უკეთ გასუფთავდება
  • დაიბანე სახე გრილი წყლით და საჭიროების შემთხვევაში მსუბუქი დამატენიანებელი წაისვი
  • შედეგი სახეზეა (ეს სტრიპზეც კარგად ჩანს, თუმცა დახედვა მაინც და მაინც სასიამოვნო ვერაა)

უპირატესობები

  • ცხვირის სტრიპი რამდენიმე ადგილას ჩაჭრილია, რაც გამოყენებას ძალიან აიოლებს
  • ჩემი კომბინირებული კანი სასიამოვნოდ გლუვი რჩება
  • სხვა სტრიპებისგან განსხვავებით, კანს არ აშრობს, სავარაუდოდ მშრალი კანისთვისაც კარგი იქნება
  • არ აქვს მძაფრი სუნი
  • შუბლზე/ნიკაპზე და სურვილისამებრ, სხვა ადგილას გამოსაყენებელი სტრიპი დიდი ბონუსია

ნაკლოვანებები

  • რეგულარული (კვირაში ერთხელ) გამოყენების მიუხედავად, შავი წერტილების წარმოქმნა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა
  • აფხრეწვა ცოტა მტკივნეულია (თუმცა ეს ყველა სტრიპის უარყოფითი თვისებაა)

შეიძინე პროდუქტი ამაზონზე.

3 კომენტარი to this post
  1. ახევისას (მით უმეტეს,წერია,რომ მტკივნეულია) უხილავ ბუსუსებსაც ხომ არ გაიყოლებს?
    ეფეტრობაში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ ეს უკვე პრობლემაა.

შენ რას იტყვი?