Home მიმოხილვები

კვირის დასასრულს გასტრო ღონისძიებაზე მიპატიჟების მიღება უდაოდ ძალიან სასიამოვნოა.

ზუსტად ასეთი საინტერესო მოწვევა მიიღო PINK-მა საერთაშორისო კორპორაცია ICR -ისგან რომელიც გვთავაზობდა 6 სექტემბერს ფრანგულ საკონდიტრო ქსელ “ბრიოშ დორე“-ში ახალი საკონდიტრო ნაწარმის დეგუსტაციაში მიგვეღო მონაწილეობა.

brioshe 5

მართალია ბევრი ტკბილეულობა საშიშია ლამაზი წელისთვის, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმდენად ლამაზი წელი და თეძოების პატრონები ვართ – თამამად შეგვიძლია ასეთ ღონისძიებებს დავესწროთ.

ჭავჭავაძის გამზირზე, 33 ნომერში ზუსტად დათქმულ დროს გამოვცხადდით, სხვა პრეზენტაცია-დეგუსტაციებისგან განსხვავებით სტუმრების უმეტესობა ძალიან პეწიანად და შესაფერისად იყო ჩაცმული. რა თქმა უნდა, მოდური ფერები ჭარბობდა, თუმცა განსხვავებულად გამოწყობილი სტუმრებიც ჩანდნენ აქა-იქ.

კაფე – ბულანჟერეა „ბრიოშ დორე“-ში ყოველთვის იმდენი სასუსნავი და გემრიელობაა, რომ თავბრუ დაგეხვევა ადამიანს და წარმოიდგინეთ სპეციალურ სადეგუსტაციო ღონისძიებაზე, სადაც საკონდიტრო ხელოვნების კონკურსის ბრინჯაოს მედლის მფლობელი იგორ ზარიცკი ქმნიდა შედევრებს, რა მოხდებოდა?

brioche 3

ეს უმშვენიერესი კონდიტერი (დიახ, დიახ, იგი სიმპათიურიც გახლავთ სხვა ტალანტებთან ერთად) საქართველოში „ბრიოშ დორეს“ კონდიტერების დასატრენინგებლად და ახალი, გემრიელი პროდუქტების დასანერგად გახლდათ ჩამოსული (ეს ნიშნავს იმას, რომ სასწრაფოდ უნდა დაგეგმოთ ვიზიტი ბრიოშეში).

პრეზენტაციაზე მორიგეობით შემოჰქონდათ ისეთი ტკბილეულობა როგორებიცაა: ტორტი თხილით, პრაღული ტორტი, ტრუფელები წიწაკით და სხვადასხვა მოკაზმულობით, მაკარუნები – რომლებიც უდაოდ კარგები იყო, ვაშლის ნამცხვარი, სუფლე და კიდევ უამრავი ტკბილეულობა, ყველა ვერც კი დავიმახსოვრეთ და გასინჯვის თავი მით უმეტეს აღარ გვქონდა.

brioshe 1

გეტყვით, რომ ჩვენს აღფრთოვანებას არ ჰქონდა საზღვარი, ყველაფერი იყო გემრიელი, მსუბუქი და ძალიან უცხო. ღონისძიება მშვიდი და სასიამოვნო მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა, შესაბამისად ყველას შეეძლო საკუთარ გასტრო-სიყვარულებზე მშვიდად ესაუბრა გარშემომყოფებთან.

brioshe 4

უახლოეს მომავალში ყველა ის პროდუქტი, რომელიც დავაგემოვნეთ, „ბრიოშ დორეს“ ქსელში იქნება და გირჩევთ აუცილებლად გასინჯოთ, ბევრგან არ არის თბილისში ასეთი ხარისხისა და გემოს ტკბილეული, რომელიც ერთდროულად სასიამოვნოცაა და ლამაზიც.

Review overview
ხარისხი
გარემო
ფასები
ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
მსგავსი სტატიები
3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?