Home მიმოხილვები

l1

სადღესასწაულოდ დიდი პრობლემაა საჩუქრის არჩევა. ყველას სურს განსაკუთრებულად ხელდამშვენებული მივიდეს მეგობრებთან თუ რომელიმე წვეულებაზე. იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, სწორად შეარჩიოთ სასმელი კონკრეტული ადამიანისთვის, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ღვინის მიმოხილვას და ფასებს.

1

მუსკატი 18 გრადუსიანი

მწარმოებელი: შატო მუხრანი

ქარვისფერი, ტკბილი

ფასი: 42 ლარი

ჯიში: მუსკატი

ოქროსფერი, მდიდარი არომატი.  გამოირჩევა გარგრისა და მსხლის მურაბების, ლეღვის ჩირის, ჩაის და მსუბუქი მიხაკის სურნელით. გემოზე ალკოჰოლის, სიტკბოსა და მჟავიანობის კარგი ბალანსი, თეთრი ბლის, ვანილის ტონები. რბილი და ხავერდოვანი.


2

კახური წარჩინებული

მწარმოებელი: ბადაგონი

წითელი, მშრალი

ფასი: 49 ლარი

ჯიში: საფერავი

დაძველება: 1 თვე

მუქი ალუბლისფერი. სანელებლებთან შეზავებული ძალიან მწიფე კენკრის სურნელი.

გემო: ძლიერი, ხასიათიანი და ამავდროულად მრგვალი და რბილი.

შეიგრძნობა გადამწიფებული კენკრის და სანელებლების (მიხაკის) ტონები, რასაც ავსებს მუხის არომატი.

  3             

ახაშენი

მწარმოებელი: ბესინი

წითელი, ნახევრად ტკბილი

ფასი: 15 ლარი

ჯიში: საფერავი

გემო: კარგად დაბალანსებული გარდამავალი შავი კენკრის გემო ღოღნოშოს ტონებით.

41                              

საფერავი როზე

მწარმოებელი: თელავის მარანი

ფასი: 12 ლარი

ჯიში: საფერავი

5

ჩელთი

მწარმოებელი: გიორგი მირიანაშვილი ჩელთი

წითელი, მშრალი

ფასი: 42 ლარი

ჯიში: საფერავი

ცოცხალი ალუბლისფერი.

არომატზე გამოირჩევა კარგად დამწიფებული მაყვლის, შავი მოცხარისა და ალუბლის სურნელი, იგრძნობა დავარგების ტონები. გემოზე არომატების მდიდარი პალიტრა, სასიამოვნო მწიფე კენკრის გემო ერწყმის ხავერდოვან ტანინებს.

დაგემოვნების შემდეგ ხანგრძლივი და მდიდარია.

შენიშვნა: ღვინის ფასები www.vinotheca.ge-ს მიხედვით.

იმედია, გამოგადგება ჩვენი რჩევები და შენი საახალწლო სუფრა გამრავალფეროვნდება ქართული ღვინის მდიდარი არომატით. თუ ახალი წლის გატარებას მეგობრების, ნათესავების,საყვარელი ადამიანის გარემოცვაში აპირებ, აუცილებლად თან იქონიე ჩვენ მიერ რეკომენდებული ღვინოები. დაიმახსოვრე, ღვინოსთან ერთად რომანტიკული განწყობის შექმნა ნებისმიერ ადგილას შეგიძლია. თუ გაინტერესებს: რა ჩაიცვა ახალ წელსროგორ მორთო სახლირა აჩუქო საყვარელ მამაკაცსრით გაერთო ახალ წელს და უბრალოდ, ყველაფერი ახალი წლის შესახებ, ჩვენს სტატიებს გადახედე.

და დაიმახსოვრე, Pink.ge შენი საუკეთესო მეგობარია.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?