ძვირფასი-ქვები

ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვებიც  ქალის საუკეთესო მეგობრები არიან. და როგორ უფრთხილდები შენს მეგობრებს? სპეციალურ, რბილი ზედაპირის მქონე ზარდახშაში ინახავ მათთვის განკუთვნილ ბუდეებში, ცალ-ცალკე, თუ ქაოტურად გიყრია ყუთში? ჩვენი სტატია დაგეხმარება, უკეთ მოუარო სამკაულს.

ბრილიანტი

ბრილიანტის სამკაულები ძალიან პოპულარულია. ზოგიერთ ნაკეთობას, როგორიცაა ნიშნობის და ქორწინების ბეჭდები, ხშირად 24 საათის მანძილზე არ ვიშორებთ ხელიდან. როგორც უნდა უფრთხილდებოდე ასეთ სამკაულს, ის მოვლას და პერიოდულ შეკეთებას მოითხოვს. ბრილიანტი გამძლეობით გამოირჩევა, თუმცა მოვლას მაინც საჭიროებს. სხვადასხვა სახის ფხვნილებს, საპნებს და ნატურალურ ზეთებს მისი დაზიანება და პირვანდელი ბრწყინვალების ჩახშობა შეუძლიათ. სუფთა ბრილიანტი უფრო მეტად ბრწყინავს, რადგანაც უფრო მეტი სინათლის სხივი ახერხებს მის შიგნით შეღწევას.

diamonds

  • ნუ გაიკეთებ ბრილიანტის სამკაულს, განსაკუთრებით ბეჭედს, თუ რამე უხეში საქმე გაქვთ გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბრილიანტი ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ქვაა, მისი დაზიანება მაინც შესაძლებელია.
  • მოარიდე თვალი მყარ ზედაპირთან შეჯახებას ან ხახუნა ზედაპირთან შეხებას. ბრილიანტის თვალსაც კი შეუძლია გაბზარვა, თუ დარტყმის ძალა ძლიერი იქნება, ან გარკვეული კუთხით იქნება მიმართული.
  • ქლორს შეუძლია, დააზიანოს ბრილიანტი და ფერი დააკარგინოს მას. მოარიდე ქვა ქლორს ან სხვა ქიმიურ შენაერთებს, რომლებსაც სახლში რეცხვისთვის იყენებ. ბრილიანტის სამკაული საცურაო აუზში ჩასვლამდეც უნდა მოიხსნა.

სხვადასხვა ძვირფასი ქვა

Expensive-Jewelry-21
ბუნებაში ბევრი ძვირფასი ქვაა, ზოგიერთი მათგანი კი ზედმიწევნით ზრუნვას მოითხოვს. თითოეულზე საუბარი ძნელი იქნება, თუმცა მოვლის ზოგად წესებს გაგაცნობთ.

  • ბევრი ნატურალური ქვა გადის დამატებით პროცედურებს, რათა მათი საბოლოო ფორმის მიღება მოხდეს. ეს პროცედურები, ნაწილობრივ, მათი მოვლის მეთოდებს განაპირობებს, რომელიც სპეციფიკურია და მიეთითება მწარმოებლის მიერ.
  • ტარების შემდეგ, გაწმინდე ძვირფასი ქვა სუფთა, რბილი და ოდნავ დასველებული ნაჭრით. შედეგად, შენახვამდე ნაკეთობა იქნება გასუფთავებული და დაცული მტვრისგან.
  • შეინახე თითოეული ნაკეთობა განცალკევებით.
  • მოერიდე ასეთი ქვების მარილიან წყალთან, სხვადასხვა ქიმიურ შენაერთთან და ქლორთან მოხვედრას. ამ შენაერთებმა, შესაძლოა, ქვა დააზიანოს და გამოიწვიოს მინერალების შლა. შეეცადე, სამკაული კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ გაიკეთო, ხოლო მოხსნისას აუცილებლად გაწმინდე, რათა ნაკეთობაზე კოსმეტიკა არ დარჩეს.
  • მოარიდე სამკაული ტემპერატურის ძლიერ ცვლილებებს.
  • მოერიდე ქვების მყარ ზედაპირზე მოხვედრას. ასეთი დარტყმისგან ძვირფასი ქვა ადვილად შეიძლება დაზიანდეს.