Home მკითხველის ისტორიები

შუაღამეს მაღვიძებს ტელეფონის ზარი, შეშინებულს გამეღვიძა, ის რეკავდა, ნამძინარევი ხმით მოვიკითხე.

მითხრა, რომ მშვიდობა ჰქონდა, უბრალოდ დამირეკა და უბრალოდ მომიკითხა, დავასრულეთ ლაპარაკი, ცოტა ხანში მოდის სმს, რომ მოვენატრე.

ძალიან მეუცხოვა, ასე არასოდეს იქცეოდა.

მეორე დღიდან გააგრძელა ყოველ დღიური მოკითხვები. ის პერიოდი, რაც არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, საკმაოდ ბევრი რამ იცოდა ჩემს შესახებ. თითქმის ყველაფერი იცოდა რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა.

ურთიერთობა აეწყო მშვენივრად, ძველი დრო დაბრუნდა თითქოს, ეს თავად აღნიშნა და ძალიან უხაროდა, საღამოობობით მეგობრების წრეში ატარებდა დროს, ერთ ერთ საკურორტო ქალაქში. ძალიან მიკვირდა იქ ყოფნის დროს რომ მეკონტაქტებოდა, მწერდა, რომ ისურვებდა მასთან ერთად ვყოფილიყავი, რომ ის სიტუაცია მისთვის სულერთი იყო უკვე და მხოლოდ ჩემთან ყოფნას ისურვებდა, გაოგნებული ვკითხულობდი ხოლმე მის სმს-ებს.

რაღაცის იმედი გაჩნდა ჩემში, მეგონა ყველაფერი თავიდან დაიწყო და უკეთ აგვეწყობოდა ურთიერთობა. ერთ კვირაში სამსახურიდან  მივლინებით გამიშვეს იმ ქალაქში, სადაც ის იყო. წინათგრძნობა მქონდა, რომ არ უნდა მეთქვა მისთვის ამის შესახებ, ჯობდა არ სცოდნოდა.

გამგზავრების წინა საღამოა, სამგზავრო ჩანთაში ვალაგებ ჩემს ნივთებს. თავს ვუყრი ყველა საჭირო თუ არასაჭირო ნივთს, ყველაფერს რასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება გამომადგეს მივლინების დროს.

მოგვიანებით ჩვეულებისამებრ მომიკითხა, მეც ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რომ მივლინებით იმ ქალაქში ჩავდიოდი, სადაც ის იმყოფებოდა. ცოტახანი პაუზა და რეკავს, გაოგნებული და გახარებულია, არ სჯერა, ამბობს, რომ ვერც კი იოცნებებდა ამაზე, ნუთუ სიმართლეა.

მთელი ღამე ერთმანეთს ვწერდით სმს-ებს, ვაწყობდით გეგმებს, დროს ერთად როგორ გავატარებდით, შემპირდა რომ თავად მიმაცილებდა საცხოვრებელ ადგილამდე, სამსახურშიც კი დააგვიანებდა ამის გამო, მე სრული შოკი მქონდა, მისგან წარმოუდგენელ სიტყვებს ვისმენდი, ისე დაგვათენდა, ვერც კი შევამჩნიეთ, მაღვიძარამ დარეკა, ჩემი გამგზავრების დროც მოვიდა,  დავემშვიდობე დანიშნულების ადგილზე ნახვამდე.

დრო საშინლად იწელებოდა, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი.

რამდენიმე საათის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. იმ დროს ყველაზე ბედნიერი ვიყავი, სიხარულისგან დავფრინავდი, ბევრი არ გვილაპარაკია, ბედნიერები შევჰყურებდით ერთმანეთს, პირობა შეასრულა მიმაცილა სახლამდე და დავემშვიდობეთ ერთმანეთს საღამომდე.

საღამოს მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ გასართობ ადგილას შევიკრიბეთ. კარგი სიტუაცია იყო, მინდოდა ისიც ჩემთან ერთად ყოფილიყო.

მივწერე სმს, რომ მოსულიყო. პასუხმა დააგვიანა, ამიტომ გადავურეკე. არ მიპასუხა.

მივხვდი, იგივე სიტუაცია გრძელდებოდა, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და მეგობრებთან ერთად კარგი დროის გატარება გადავწყვიტე.

აღარ ვაპირებდი მასზე ფიქრს, უჩვეულო ხომ არაფერი გაუკეთებია, ასე ხომ ყოველთვის იქცევა, ამიტომ მშვიდად გავაგძელე ცხოვრება შემდეგ გამონათებამდე.

9 კომენტარი to this post
  1. მაგაზე დარდი არც ღირს გაუწონასწორებელი ადამიანის გვერდით ყოფნა ძნელია.და Aშკარად რაღაცას მალავს.

    • ვერაფრით ვერ მივხვდი რას მალავს,არადა აღიარებს რომ პრობლემა აქვს, მაგრამ რა ეს ვერ ვათქმევინე :(

შენ რას იტყვი?