Nic-Picks-Your-Most-Romantic-Story1

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

მკითხველის წერილი:

“რთული სიტუაცია მაქვს. ცოტა ხანია რაც გავთხოვდი, ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს სახლში სულ მთვრალი მოდის, ფული არასოდეს არ აქვს. მე ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ, მაგრამ საკმაოდ დაბალი ხელფასი მაქვს. ქმრის ოჯახმა ბინა გვაჩუქა და იქ ვცხოვრობთ, ამიტომ ყველაფრის გადახდა ჩვენ გვიწევს.

ჯერ მხოლოდ სიმთვრალე და ფულის გაქრობაა ჩემი პრობლემა, მეშინია ვაითუ აზარტულ თამაშებშია ჩაბმული? ბევრს აგებს და ამის გამო სვამს? არ ვიცი როგორ დაველაპარაკო.

იქნებ რამე მირჩიოთ?

შეიძლება ჩემი ქმრის შველა და ოჯახის გადარჩენა? მის მშობლებს ვერაფერს ვეტყვი, მხოლოდ დედაჩემმა იცის სიტუაცია, თუმცა ჯერ ცოტა ხანი მოიცადე და ნახე რა იქნებაო მითხრა.”

− თაკო ნ.

 

თქვენ რას ურჩევდით ამ ადამიანს?