Home მკითხველის ისტორიები

თავიდან იწყება ინტერნეტით, ჩატში, როდესაც ძალიან საყვარელი ბიჭი, რომელიც შენ მოგწონს მოგწერს. დამეთანხმეთ, რთულია კითხვაზე : “-როგორ ხარ?” არ მიწერო პასუხი: “-კარგად, შენ?” , საუბარი პაემანის დანიშვნით მთავდება. თითქოს ჩვეულებრივი ამბავია არა?! არადა სიხარულისგან ხტუნაობ და დაქალებს ატყობინებ ამის შესახებ. თავს იტკიებ იმაზე ფიქრით  “- რა ჩავიცვა? როგორ მაკიაჟი შევარჩიო? რომ არ მოვეწონო?”

დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდი…. და შენს გარდერობში, ისევე როგორც შენს თავში, სრული აურზაურია. როგორც იქნა შეარჩევ სამოსს და იმდენ მაკიაჟს დაიდებ, რომ დედაც ვერ გცნობს. იმაზე ფიქრით, რომ  უკვე დაგაგვიანდა დროზე ადრე მიხვედი შეხვედრის ადგილას და რუსთაველზე ან თავისუფლებაზე (უმეტეს შემთხვევაში) ელოდები მას.

გზაში უკვე წარმოიდგენ რამდენად ლამაზი და დაუვიწყარი ურთიერთობა გექნებათ და, რომ ამ ქვეყნად ვერაფერი დაგაშორებთ. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ხვდები, რომ “გადაგაგდო” და სანამ სახლამდე მიხვალ სიმწრით იკავებ ცრემლებს.  ეს საკმაოდ ხშირად ხდება გოგოს ცხოვრებაში. სახლში მისვლისთანავე ბალიშს დაასველებ, ზედ მაკიაჟის შეტოვებასთან ერთად .

ალბათ შენს ცხოვრებაშიც ყოფილა ან იქნება ასეთი მომენტები და ნება მომეცი გირჩიო , იმის მაგივრად, რომ თავი იმცირო მის წინაშე უაზრო ლანძღვით, რომელსაც ის არაფრად ჩააგდებს და შენზე იცინებს კიდეც, უბრალოდ მიწერე: ” -ბოდიში ვერ მოვედი, დიდ ხანს ხომ არ მელოდე?”. ის მიხვდება, რომ ვერ მოინადირა შენი გული, რასაც მოყვება ინტერესი შენდამი და მეორე პაემანის დანიშვნა.

ხოლო ახლა კი შეგიძლია მონადირებულ ცხოველს, როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოექცე.

 აბა შენ იცი…. და თუ ახლა ფიქრობ, რომ ღირს მისცე მას მეორე შანსი ჩემი სტატიის მორალს (სათაურს შეხედე) ჯერაც ვერ ჩასწვდი.

ავტორი
MiSsY
var adamiani....ubralo...mainteresebs yvelaperi....xalxis piradi cxovreba....miyvars xalxis nervebis shla....xshirad vidzlevi xarisxian rchevas tumca amas chems tavze ver vitvaliswineb.....yoveltvis vgrdznob monatrebas raimesadmi da miyvars yvela visac me vuyvarvar...minda chemi statiebi waikitxos gemovnebianma mkitxvelma rogoric sait pink.ge s yavs......with love MiSsY...
9 კომენტარი to this post
  1. იგივეს ვეუბნები ჩემს გოგონას და ვნახოთ თუ გაითვალისწინებს მომავალში:}

შენ რას იტყვი?