Home მკითხველის ისტორიები

156715025_e00b843b40

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

მკითხველის წერილი:

მელირება გავიკეთე – წითელი შავში, მაგრამ შავმა ფერმა გადაფარა წითელი. მირჩიეს ყველაზე ღიად შეიღებეო და რომელ საღებავს და წითელ ტონალობას მირჩევთ?

პასუხი

ჩემი გამოცდილებით, შავი საღებავის სხვა საღებავით გადაღებვა პრაქტიკულად შეუძლებელია, როგორი ღია ფერის საღებავიც უნდა დაიდო. საუკეთესო მეთოდი ნელ-ნელა გაღიავებაა, რომელიც აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. რადიკალურად გაღიავება თმას ძალიან დააზიანებს, ამიტომ მოთმინება და 3-4 ვიზიტი დაგჭირდება,  შენი თმის ხარისხიდან/სტრუქტურიდან გამომდინარე.

რაც შეეხება საღებავს და ტონალობას, აქ არჩევანი შენზეა. თუ მდგრადი ფერი გინდა, მაშინ ამიაკის შემცველი საღებავები უნდა იკითხო. უამიაკო შედარებით ნაკლებად მდგრადია, სამაგიეროდ თმაც ნაკლებად ზიანდება.

წარმატებები

პერწკლი

31 კომენტარი to this post
  1. არაფრის, სამწუხაროდ სხვა მეთოდი, რომელის მერეც თმა ძალიან უბედური არ იქნება, არ არსებობს ჩვენთან. :( თუ რამეს გავიგებ, აუცილებლად დავააფდეითებ პასუხს :დ

  2. მე ვიცი ერთი მეთოდი, რომელიც ძალიანაც არ აზიანებს თმას, სულ ცოტათი :))) მოკლედ აკვარელს ვურევთ ძალიან ბევრ შამპუნს და ბალზამს ან თმის მასკას, კარგად ვურევთ და შამპუნივით ვისმევთ თმაზე, შევიზელთ კარგად, 5 წუთი გავიჩერებთ მხოლოდ და ჩამოვიბანთ ეგრევე. მერე დავიდებთ საღებავს, ან წაბლისფერს ან ჩვეულებრივ ყავისფერს რომ არ აჭრელდეს. ამას გამოღიავება ქვია და მე პირადად ასე გამოვიღიავე თმა. თმას სულ ცოტათი წვავს, ვისაც მაშინვე უნდა და შავი თმის ატანა არა აქვს, მათთვის ძალიან კარგი მეთოდია :))

  3. მეც აკვარელით ვიღიავებ, ეხლა წითელი მაქვს.მაშინვე მოკლა შავი ფერი აკვარელმა

  4. გამარჯობა!!! შეიკთხვა მაქვს, ოღონდ შავი ფერის თმას არ ეხება, მაგრამ მაინც გკითხავთ იქნებ მირჩიოთ რამე.
    მაქვს ბუნებრივად ღია ფერის თმა, რასაც დაახლოებით “ნატურალური რუსი” ჰქვია, ლამაზია, ყველას მოსწინს, მაგრამ მე რაღაც სიახლე მინდა და ვფიქრობ 2-3 ტონით გაღიავებაზე, თუმცა მეშინია გამაღიავებლებმა თმა არ დამიზიანოს, ისედაც თხელი და ცვენისკენ მიდრეკილი თმა მაქვს. იქნებ იცოდეთ ისეთი საშუალება, რომელიც ჩემს სიტუაციაში გამოდგება?? ანუ, საღებავი რომელიც აღიავებს ამიაკის და ასეთი რამეების გარეშე.
    დიდი მადლობა წინასწარ!

    • მარი, ლორეალს აქვს ამიაკის გარეშე საღებავი – ქასთინგი, ფერების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. გუდვილში იყიდება, როგორც ვიცი, ფერები რამდენად არის ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ საკმაოდ კარგი საღებავია ქიმიური ზემოქმედების გარეშე გაგიღიავებს რამდენიმე შეღებვაში. ეს არის საიტის ბმული: http://www.loreal-paris.co.uk/hair-colour/casting-creme-gloss.aspx

  5. Amelia cota r iyos diletanti var mag sakitxshi da 'akvareli' ra aris? raime qimiuri xsnaria tu sxva ram?
    P.S. akvareli vici rogorc ''water-color'', skolashi xatvis gakvetilze rom gamoiyeneba.

    winaswar didi madloba

  6. Annie George გამაღიავებელს ქვია აკვარელი, საღებავების სექციაში იკითხე .მე პირდაპირ დავიდე და თმა დამიბუგა, შამპუნში არ მიცდია.

  7. მე გასწავლით, ძალიან იოლია, უნდა გქონდეთ ქოქოსის ზეტი-კარაქი. ამ შემთხვევაში ერტი და იგივეა.coconut oil ჰქვია, ყველგან იყიდება მე მგონი. ასევე ც-ვიტამინის აბები,. თმის სიგრძეს გააჩნია. ყველაზე ცოტა საშუალო სიგრძის თმაზე 120 აბი მაინც დაგჭირდებათ. ასევე შამპუნი, რა თქმა უნდა თმის დამარბილებელი ეფექტით თუ იქნება უკეთესია. დაფქვით ც-ვიტამინის აბები, ყვითელი ბურთულები რომ იყიდება ეგ არ გამოგადგებათ ოღონდ, ჩვეულებრივი აბებია საჭირო. დაფქულ აბებს დაუმატეთ ქოქოსის ზეთი, რომ შეაზელთ ერთმანეთს დაუმატეთ შამპუნი, ისე რომ საღებავის კონსისტენცია მიიღოთ, ოღონდ ძალიან არ გაათხელოთ. მანამდე თმა ჩამოიბანეთ კარგად და პირსახოცით შეიშრეთ, ანუ თმა არ უნდა იყოს ძალიან სველი, შემდეგ წაისვით ეს ნაზავი თმაზე როგორც საღებავი და შეიფუთეთ ცელოფნით. გაიჩერეთ 15 წუთიდან 1 საათამდე. პერიოდულად ნახეთ ხოლმე, მიხვდებით გაღიავებას რომ დაიწყებს რამდენად გინდათ რომ გაღიავდეს. შემდეგ ჩამოიბანეთ ძალიან კარგად, თითქმის 15 წუთი მაინც უნდა ირეცხოთ თმა შამპუნის დახმარებით, რომ მიხვდებით უკვე კარგად გასუფთავდა თმა, წაისვით კონდიციონერი და რამდენიმე წუთი გაიჩერეთ და ისევ ჩამოირეცხეთ. მერე უკვე ჩვეულებრივად გაიშრობთ თმას როგორც გინდათ. რაც მთავარია თმას არ აზიანებს, თუ დიდ ხანს გაიჩერებთ შეიძლება საკმაოდ გაღიავდეს. არის იმის შანსიც, თუკი თანაბრად არ გადაანაწილებთ ნაზავს თმაზე, სადაც ზედმეტად ბევრი მოხვდება ოდნავ უფრო შეღიავდეს. ეს უკვე თქვენს ხელმარჯვეობაზეა დამოკიდებული. ისე კი არსებობს სპეციალური სასუალებები საღებავის ჩამოსარეცხად. აქ 15 დოლარი ღირს და არანაირად არ ზიანდება თმა. თუ გაინტერესებთ შემიძლია ლინკიც მოგცეთ თუკი საქართველოდან გამოწერას შეძლებთ. აბა წარმატებები.

    • ეს გამოცდილი გაქვს საკუთარ თავზეე???
      წაბლისფერი მქონდააა ჭაღარის გამო შვიღებეეე და მინდა ჩამოვირეცხოოო

  8. დავდებ ლინკს მაინც, რომ ვერ შემოვიხედო დროულად იდოს აქ მაინც, ეგებ ვინმეს აინტერესებდეს შავი თმის გამაღიავებელი. მხოლოდ შავის არაა, ნებისმიერ საღებავს აშორებს თმიდან.
    https://www.google.com/shopping/product/3789081832471731362?es_sm=122&espv=210&q=Black+Hair+Color+Remover+treatment++NO+DAMAGE!!&bav=on.2,or.r_cp.r_qf.&bvm=pv.xjs.s.en_US.EeLgqkzqnSg.O&tch=1&ech=1&psi=ncC2UuKKM4z8yAGhhoC4DQ.1387708521217.3&ei=oMC2UoHFB-GfyQHP0YDYDw&ved=0CGQQpiswAA

    ცოტა გრძელი ლინკი კია, მაგრამ არა უშავს იმედია :)))

    • გამოვიწერო? ღირს? დავიღალე ამ შავი თმით, მინდა ზაფხულში უკვე ქერად შევძლო შეღებვა.ხელს არ ვიკიდებ ახლა საერთოდ , არც ამ სალონებში მინდა ათასი დილეტანტია, უარესად გამიპუჭებს თმებს :(

  9. nanuka. შავი ფერის თმა ასაკს მატებს ქალს, გააჩნია შენ რა ასაკში ხარ, თინეიჯერების ასაკს უხდება კიდეც, მაგრამ თუ ხარ 30 წელს ზემოთ დიდად არ გირჩევ, მით უმეტეს თუ აქამდე ქერა იყავი რადიკალურად შეგცვლის, პირველი რამდენიმე დღე შეიძლება გული არ გაიტეხო და საკუთარი თავი დაარწმუნო რომ მოგწონს კიდეც, მაგრამ მალევე მიხვდები რომ შეცდომა დაუშვი. გამოსწორება კი დროის ფაქტორია, ზემოთ დავწერე საშუალება როგორ უნდა ჩამოირეცხო თმიდან შავი საღებავი, მაგრამ ისევ ქერა თმაზე დაბრუნება მაინც საკმაოდ გაგირთულდება, აჭრელდება თმა და ალაგ-ალაგ ჟანგისფერს მიიღებს, განსაკუთრებით თმის ძირებში გაგიჭირდება თმის გაღიავება ნორმალურ და მისაღებ დონემდე. ეს ჩემი შეხედულებებია თმის ფერის ცვლილებასთან დაკავშირებით, დანარჩენი კი უკვე შენი ნებაა. :)

  10. გამარჯჯობათ. მე მაქვს მუქი წაბლისფერი თმა.არ შემიღებავს არასდროს. რაიმე ცვლილება მინდა შევიტანო ვარცხნილობაში ფერის ცვლილების მხრივ. ამ მხრივ კი გამოცდილება საერთოდ არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რამე? წინასწარ მადლობას გიხდით.

  11. მე 3წელია სტილისტი ვარ და არ გირჩევთსახლის პირობებში თმის გაღიავებას, რადგანაც გაიპუჭებთ და დაიწვავთ თმას, შავი თმის გაღიავება ტუ გინდათ ჯერ უნდა გაიუფერულოთ და 3 დღის მერე დაიდოთ საღებავი, 3დღის მერე იმითომ რომ გაღიავების ,ერე აუცილებელიია თმა დაასვენო რომ თმამ საღებავი უკეთესად მიიღოს :* თუ კითხვები გაგიჩნდებათ მომწერეთ არ დამეზარება პასუხის გაცემა :* :*

  12. aba gogoeboo yvela vqeravdebiiit?ra xdeba xalxoo shavgvreman gogos da shavwarbebian gogos qera tmaa ar uxdebaaa es gaiget raaa………mezizgeba ukve garet gasvla……..vtxov shavgvreman gogoebs iyavit isetebi rogorebic xart ufro eshxianebi gamochndebit vidre shav warbze qera tmit

  13. გამარჯობათ. შეკითხვა მაქვს ზოგადად ყველასთან და იქნებ ვინმემ დამეხმაროთ… 3 წელია თმას ვიღებავ და თმა ძალიან დამიზიანდა.. ძალიან სწრაფი ტემბრით ვიღებავდი ყოველთვის და ამან იმოქმედა,არადა ძალიან მაგარი თმა მქონდა,ახლა ვნანობ ბუნებრივი თმა ეგრე რომ გავიფუჭე მაგრამ ერთი და იგივე თმაც ხშირად მბეზრდებოდა ყოველთვის. ძალიან გრძელი თმები მქონდა.ახლა ამ პრობლემის გამო ხშირად ვიჭრიდი და თმა საგრძნობლად დამიმოკლდა. მეტად რომ შევიჭრა გამოდის სულ მოკლეზე უნდა დავიტოვო. ვინმემ მირჩიეთ რა ხერხს მივმართო რომ ცოტა თმა გავიუმჯობესო და შეღებვა ნაკლებად აზიანებდეს.. ამის გამო შეღებვის სიხშირეს მოვუკელი.. არმინდა მეტად დამიმოკლდეს თმები.. იქნებ დამეხმაროთ ვინმემ… წინასწარ მადლობა..

  14. gamarjoba.icit ra mainteresebs maqvs muqi wablisperi tma sakmaod dzlieri pigmentit.vigebav qerat supris meshveobit da shemdgom platinisperit,daaxloebit 10 done titqmis tetri…bolo shegebvis dros supram alergia momca da anapilaqsiuri shoki damemarta iqneb mirchiot sxva gamagiavebeli,romelic dzalian ar damizianebs tmas?

  15. გოგოებოო მიპასუხეთ ვინმემე გთხოვთ. მოკლედ თმა მაქვს გაღიავებული ძალიან ბოლოებში,უფრო სწორად შეღებვის წინ გამიღიავეს და ეხლა ძალიან ქერად მაქვს,ასე ძალიანაც არ მინდოდა დამრჩენოდა :( ხოდა ეხლა ამ გაღიავებულ თმას რა ვუყო რომ ჩემს ბუნებრივ ფერზე დადგეს სამუდამოდ? ისე წაბლისფერი თმა მაქვს.

შენ რას იტყვი?