Home მკითხველის ისტორიები

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

 2

ისტორიები და ამბები, რომელთა შესახებაც ვწერთ, ჩვენს ერთგულ მკითხველს უბიძგებს საკუთარი ამბის მოყოლისკენ. მათი სურვილი მიიღონ რჩევა, მოჰყვნენ საკუთარ გულისნადებს, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ყველას ხომ არ შეუძლია საჯაროდ ისაუბროს საკუთარ პრობლემაზე. დღესაც შემოგთავაზებთ კიდევ ერთ წერილს, პირველ რიგში, მინდა, შეგახსენოთ, რომ ადამიანებს გაკიცხვისა და კრიტიკის ნაცვლად მხარდაჭერა და კომპეტენტური რჩევები სჭირდებათ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ წერილს, გთავაზობთ მას სრულად.

მკითხველის წერილი:

მიყვარს ბიჭი, რომელთანაც სექსი მქონდა. მეგონა, მასაც ვუყვარდი, მაგრამ მითხრა რომ არ ვუყვარვარ, უბრალოდ სიამოვნებს ჩემთან ურთიერთობა, მე კი მაინც მიყვარს და ვერ ვივიწყებ. მას ჩემ მიმართ არანაირი გრძნობა არ გააჩნია. ძალიან ცუდად ვარ. გთხოვთ, დამეხმარეთ :( 

ფსიქოლოგის პასუხი:

კარგი იქნებოდა ცოტა მეტი ინფორმაცია გვქონოდა ამ ურთიერთობის შესახებ, თუმცა ახლაც შეიძლება დასკვნების გამოტანა. ზოგჯერ არის შემთხვევა როდესაც რაღაც ძალიან გვინდა და ჩვენს სურვილებს რეალობად აღვიქვამთ, ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, გავმიჯნოთ ჩვენი სურვილები და რეალობა ერთმანეთისგან. მე, ერთი შეხედვით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი მიგიჩნევს მეგობრად პლუსებით. პლუსებში ვგულისხმობ, რომ სიამოვნებს შენთან ურთიერთობა მაგრამ მეტი არაფერი. ნათლად ჩანს, რომ მას შენთან დაკავშირებით არანაირი სამომავლო გეგმა არ გააჩნია. შენ აუცილებლად უნდა გაუსწორო რეალობას თვალი, შეხედო ყველაფერს ცივი გონებით და გააკეთო შენი არჩევანი: სამუდამოდ დაიტანჯო არარეალური მოლოდინით, თუ გააგძელო ცხოვრება და გაკვეთილად დაიტოვო ეს ამბავი. დაიწყე ახალი ეტაპი შენს ცხოვრებაში, გახალისდი, ირწმუნე საკუთარი თავის, შეეცადე არ იყო დამოკიდებული გარე ფაქტორებზე და გააკეთო ის, რაც შენთვის იქნება უკეთესი.

P.S მთელი შემოქმედებითი ჯგუფი წარმატებებს გისურვებს!

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

3 კომენტარი to this post
  1. ვერ ივიწყებ ?! თუ გგონია რომ მაგ ბიჭის იქეთ გზა არ გაქვს ძალიან ცდები, დარწმუნებული ვარ ის ფაქტორიც მოქმედებს რომ იწექი მასთან .. ეგ კიდე არც ისე დიდი პრობლემაა.. ასე რომ ნუ ჩაეჭიდები მას როგორც ბოლო იმედს.. იცოდე მერე აუცილებლად ინანებ თითოეულ წუთს რაც მასზე ფიქრში დაკარგე ..

  2. gamarjoba var 17 wlis ,zapxulshi gavicani erti bichi 23 wlis .dzaann shemiyvardaa ise shemiyvarda rom magis dakargva ar mindoda damastan davweqii .tavidan meubneboda tu ar gaaketeb rames idzulebuli viqnebio rom dagshordeoo, imdenad miyvarda rom gavaketee… mtelii game ar medzinaa meshinoda ra moxdeboda amis mere magram,.. me mainc gavakete yvelaperi kargad midiodaa .sxva bichebs ver vamsxvaveb sul sxnanaeria ragac momentshi vgrdznob rom vuyvarvar magram ar gamoxatavs amas da yvelaze metad mtkiva guli imdenad mivekedle romm patara ragacaze vtiri. ar minda rom vitiro minda daviviwyoo, magram vici rom ver shevdzlebb, ra gavakero ar vicii sul sxvanaeria vcdilob sul vasiamovnoo rame cudat ar gavaketoo… is ki chemze sul ar piqrobs ver xvdeba me ra gamaxarebs rom veubnebi, meubneba uazrobebs meubnebio, da amas arasdros gavaketeboo guls mtkens es yvelaperii sashinlad tan vici rom davshorde tavisuplad gamishvebs araertxel utqvams chemtvis rom chemgan yvela wasulao da aravin shemicherebiaoo darwmunebuli var chem shemtxvevashic egre iqneba damtmobs chveulebrivad bevrjer kide utqvams coli ar mindaoo magram tavisi ojaxis wevrebi gamacnoo es maimedebs magram ra vqna ar vici. vici rom unda movshordee rom daviviwyoo magram yovel wuts maxsendebaa :X:X:X:X

  3. bore, საჭიროც არაა რო დაშორდე უბრალოდ შეიყვარე შენი თავი. არც ერთი ბიჭი არ იმსახურებს ესეთ უზომო ფეხქვეშ გაგებას. გახდი მის მიმართ გულგრილი. თუ ვერ შეძლებ მაშინ მოაჩვენე მაინც. ყველა კაცი ბუნებით მონადირეა, თუ იაფასიანი იქნები მისთვის შენ თვითონ ხომ ხვდები რო დაგიკიდებს? დაიმახსოვრე ამ ქვეყნად ერთადერთი ვინც შენგან ესეთ სიყვარულს იმსახურებს ამ ეტაპზე მხოლოდ შენი თავია. თუ შენ არ გეყვარება ის არც არავინ შეგიყვარებს.

შენ რას იტყვი?