როცა ის შენთვის ყველაფერია...

რაც კი შენთვის ძვირფასია, ყველაფერი რასაც ასე აფასებ, ადამიანი, რომელზეც  მთელს შენს მომავალს აგებ შენს გვერდითაა… ბედნიერი ხარ და რაზეც არ უნდა ფიქრობდე, რაზეც არ უნდა ოცნებობდე, მას უკავშირდება… მთელი შენი მომავალი მასზე გაქვს აგებული და გათვლილი… ფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება, სულ გეყვარებათ ერთმანეთი და როცა ის შენს გვერდით არაა, გრძნობ სიმარტოვეს, ხარ მარტოსული და ერთადერთი, რაზეც ოცნებობ ისაა, რომ შენს გვერდით იყოს.

ერთ ჩვეულებრივ დღეს თუ გეტყვის სიტყვებს: “მაპატიე, არაფერი გამოგვივა, მაპატიე, არ მიყვარხარ.”

შენ მის ხელში ასე გამოიყურები

გთხოვ, დამიჯერე, არ გაუწიო წინააღმდეგობა. მან თუ უბრალოდ გამოგიყენა და ახლა უნდა, რომ მიგატოვოს, ის შენი ღირსი არაა. მინდა გაგამხნევო. ბევრის ცხოვრებაში მომხდარა ეს და თუ ფიქრობ, რომ შენმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა, ჩაიხედე სარკეში და  მიხვდები, რა დაკარგა მან და რას კარგავ შენ…

გაიხედ-გამოიხედე კარგად რამდენი საინტერესო რამაა, რასაც სიყვარულით დაბრმავებული ვერ ხედავდი… ნუ ნერვიულობ და ეცადე მასზე არ იფიქრო, ეცადე დაივიწყო ვიცი ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი!..

გაუღიმე სიცოცხლეს და ისიც გაგიღიმებს!

Life is wonderful