Home მკითხველის ისტორიები

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

w2

ისტორიები და ამბები,  რომელთა შესახებაც  ვწერთ, ჩვენს ერთგულ მკითხველს უბიძგებს საკუთარი ამბის მოყოლაზე. მათი სურვილი, მიიღონ რჩევა, მოყვნენ საკუთარი გულისნადები, უკვე წინსვლაა. ყველას ხომ არ შეუძლია საჯაროდ ისაუბროს საკუთარ პრობლემაზე.

მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ქალბატონი – 26 წლის მარიამი.  ჩვენი მიზანია, გავიზიაროთ თქვენი გასაჭირი და შეძლებისდაგვარად დაგაკვალიანოთ. სწორედ ამიტომ თავდაპირველად  წაიკითხეთ მარიამის წერილი სრულად  და შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.

მკითხველის წერილი:

გამარჯობა. ძალიან მომეწონა თქვენი გვერდი, წავიკითხე “მკითხველის წერილები” და გადავწყვიტე ჩემი სიტუაციაც დავწერო, დიდი ხანია ვეძებდი მსგავს ვებ-გვერდს, სადაც ანონიმურობაც დაცული იქნებოდა და ჩემს “გასაჭირსაც” გულახდილად მოგიყვებით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ წინასწარ.

არვიცი როგორ დავიწყო, მსგავსი წერილი ჯერ არ წამიკითხავს, სადაც ისეთი სიტუაცია იქნებოდა აღწერილი, როგორშიც მე აღმოვჩნდი. ჩემს მდგომარეობას ვერავის დავაბრალებ და ჩემს თავსაც ალბათ ვერ ვაპატიებ თუ რაიმე ცუდი დამატყდება თავს. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მყავს საყვარელი მეუღლე და ერთი ბიჭუნა. წელიწადზე მეტია, რაც ინტერნეტის საშუალებით გავიცანი დასაოჯახებელი მამაკაცი. დავმეგობრდით, მაგრამ მალულად.

თავიდან რაღაც გასართობად მიმაჩნდა და მეგონა, ნებისმიერ დროს გავწყვეტდი მასთან კავშირს, მაგრამ ასე ადვილიც არ ყოფილა. საკმაოდ კარგად გავიცანით ერთმანეთის ხასიათი,საუკეთესო მეგობრებიც კი გავხდით, ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს. უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. შევუყვარდი. სულ ნანობს რატომ ცოტა ადრე არ გამიცნო. მარტო რომ ვიყო, მზადაა ჩემზეც კი იქორწინოს. მე არ ვიცი რას ვგრძნობ, ის კი ვიცი მის გარეშე არ შემიძლია. რამდენჯერმე გადავწყვიტეთ გაგვეწყვიტა კავშირი, რომ მე პრობლემები არ შემქმნოდა მეუღლესთან, მაგრამ არ გამოგვდის. საშინელი დეპრესია დამეწყო, რომ აღარ ვმესიჯობდით. მეგონა გავგიჟდებოდი, სულ ვტიროდი. არვიცი, რა ვქნა, რა გავაკეთო, როგორ გავწყვიტო მასთან კავშირი, როგორ შევძლო მისი დავიწყება.

თავს ვარიდებთ ჩვენს სიყვარულზე საუბარს, თითქოს რაღაცის გვეშინია. ძალიან მეშინია, რომ გამიგონ, რა მელის. მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა ვეღარაფერს ვაკეთებ, გულს ვეღარაფერს ვუდებ, ჩემი საქმეები გასაკეთებელი მრჩება, ძალიან ცუდად ვარ, გადმოცემაც არ შემიძლია რას ვგრძნობ. არავინ იცის ეს ამბავი, ან ვის ვეტყვი.

გთხოვთ, მირჩიეთ რამე, რაც დამეხმარება გამოსავლის პოვნაში. ძალიან ცუდად ვარ, მეტის ატანა მართლა აღარ შემიძლია.

— მარიამი, 26

ფსიქოლოგის პასუხი:

პირველ რიგში, მინდა აქცენტი გავაკეთო ამ წინადადებაზე „დავმეგობრდით, მაგრამ მალულად.“ — ანუ ეს ნიშნავს, რომ შენ თავიდანვე აცნობიერებდი ამ სიტუაციის მთელ სიმძიმეს და გააზრებულად არ გაასაჯაროე საკუთარი ურთიერთობა. მიჩნდება კითხვა, რატომ გაგიჩნდა სურვილი ვირტუალურად დაგეწყო ურთიერთობა სხვა ადამიანთან? იქნებ შენს ცხოვრებას რაღაც აკლდა, რასაც მეუღლე ვერ ავსებდა? იქნებ დაფიქრდე ამ კუთხითაც.

თავიდან რაღაც გასართობად მიმაჩნდა და მეგონა, ნებისმიერ დროს გავწყვეტდი მასთან კავშირს, მაგრამ ასე ადვილიც არ ყოფილა.

შენ დროთა განმავლობაში იმდენად დაუახლოვდი ამ ადამიანს, საკუთარი “მე” დაკარგე. ოდესმე თუ გიკითხავს საკუთარი თავისთვის, ვინ არის ეს ადამიანი შენთვის?  კონტაქტის გაწყვეტა ასე მარტივად არ ხდება. ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყო შენი გადაწყვეტილების სისწორეში.

თუ ფიქრობ, რომ კონტაქტის გაწყვეტა არის ერთადერთი გონივრული გამოსავალი,  გიყვარს შენი მეუღლე და აქ არაფერ შუაშია ის, თუ რას იფიქრებენ სხვები შენზე, მაშინ მიიღე მკაცრი და კონკრეტული გადაწყვეტილება. ეცადე გადაიტანო ყურადღება საკუთარ შვილზე. ის ყველაზე მარტივად დაგაძლევინებს სტრესს, რომელშიც იმყოფები.  მთავარი პრობლემა შენშია და ასევე შენს ხელთაა… დაფიქრდი კარგად, დააკვირდი ყველა მხარეს და მხოლოდ შემდგომ მიიღე გადაწყვეტილება, რომელსაც მკაცრად შეასრულებ. წარმატებებს გისურვებთ მთელი შემოქმედებითი გუნდი.

 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

12 კომენტარი to this post
  1. galati ubralod ar xdeba yoveltvis arsebobs gamomwvevi.iqneb arc iseti kargia sheni meugle.kargat dafiqrdi es cxovre shenia da shenve unda daicva da tu grznob rom mastan bednieri iqnebi ar gaushva piriqit chaejide .imitom kiar vart movlenilni rom sxvebs sxverplad shevwirot tavi

  2. მოკიდე ხელი ბავშვს და წადი მაგ გაცნობილ კაცთან ერთად .. არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი .. აშკარაა მეუღლისადმი არ განიცდი იმას რაც საჭიროა ურთიერთობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ურთიერთობა ასე ძვირფასი არ იქნებოდა შენთვის.. და რადგან ძვირფასია არ გაუშვა ხელიდან ! 16-17 წლის გოგო რომ ყოფილიყავი ნაადრევად გათხოვებული მაშინ შეიძლებოდა გაევლო ამ ყველაფერს )) მაგრამ 26 წლის ქალი ხარ და მგონი კარგად აცვნობიერებ რაც გინდა გულით.. რაც შეეხება იმის შიშ, რომ გაგიგონ.. თუ ეგრეა გაეყარე ქმარს და მერე მისთხოვდი.. რავი მე ასე ვიზამდი უეჭველი და..))

  3. ფსიქოლოგის შენიშვნებს ვეთანხმები. რაღაც გაკლდა და ამით შეავსე, თან გაცნობიერებულად, რადგან მალავდი. როგორც ჩანს არც მანამდე იყავი მეუღლესთან თავისუფალი და გახსნილი, თორემ თავიდანვე არ დამალავდი და არც ძებნას არ დაუწყებდი რაღაც/ვიღაც ახალს, ასე მგონია. სინამდვილეში შეიძლება არც გიყვარს ვირტ ნაცნობი და იმედიც გაგიცრუვდეს, პირადად გაცნობისას, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება (მდიდარი პირადი გამოცდილების საფუძველზე), მაგრამ ეს არაა მთავარი. რომელიღაც ცნობილი ადამიანის ნათქვამი მაქვს ადრე წაკითხული “თუ ორი ადამიანი ერთდროოულად გიყვარს და არ იცი რომელი აირჩიო, აირჩიე მეორე, რადგან პირველი რომ გყვარებოდა, მეორეს ვერ შეიყვარებდი”. ასე რომ, მიუხედავად იმისა, ვირტუალურ კაცთან გამოგივა თუ არა რამე და მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს სიყვარული რეალური, რადგან დაუშვი რომ შეიძლება ეგ ადამიანი გიყვარდეს, ე.ი. პირველ რიგში უნდა აწონ-დაწონო, გიღირს თუ არა არასაყვარელი მეუღლის გვერდით ცხოვრება და მერე გადაწყვიტო ვირტუალურის ამბავი.

  4. TU SAYVARELI MAMAKACI SAXLSHI GKAVS DA TANAC ERTI CLIS SHVILI,DZALIAN MAINTERESEBS AN RATOM DAICKE MIMOCERA UCXO ADAMIANTAN,AN SAERTOD SAIDAN GRCHEBA DRO AM SISULELISTVIS?ME ASET QARAFSHUTUL SAQCIELS ERT DZALIAN CUD SAXELS VUCODEBDI,ROMELSAC AQ AR DAVCER,SHEN TVITON MIXVDI.DAANEBE SISULELEEBS TAVI DA TU MARTLA GIKVARS SHENI QMAR-SHVILI OJAXS MIXEDE

  5. მე ყველაზე კარგს გირჩევ მიდი მოძღვართან ტუარ გყავს აიყვანე და აკ რჩევის მაგიერ მას დაელეპარაკე..იმაზე უკეთ ვერავინ გირჩევს ,,გაგვაგებინე მერე სას იზავ :)

  6. Egrea dgevandeli qalebi da kacebi uinternetod ver dzlebt amitomaa sul ragac usiamovnebebs rom gadaeyrebit xolme…imastan rom waxvide da realurad is ar agmochndes rogoric am mimowerebshi chans xom samudamod sananebeli gagixdeba.jobia shens meugles misce imis sashualeba uyvarde da gagagmertos…auxseni sheni situacia sanam tavad gaugia da rogorgac gadaarchinet orivem eg urtiertoba.icxovret tqvens patarastan lamazi bednieri ojaxit.

  7. ეჰჰ… შენ რა გირჩიო, მეც მსგავს, მაგრამ უარეს დღეში ვარ… ჩემი თავისთვის ვერაფერი მომიხერხებია… ის დღე დაიწვას მე რომ ეგ თამაში წამოვიწყე და შენც, მარიამ…

შენ რას იტყვი?