Home მკითხველის ისტორიები

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ნაცრისფერი ქალაქი, ნაცრისფერი ხალხით და ნაცრისფერი ისტორიებით, ქალაქი სადაც ადამიანებს ერთმანეთის ცუდი ამბის გაგება უფრო უხაროდათ ვიდრე კარგის, სადაც ერთმანეთს ატყუებდნენ და სადაც სხვისი ცუდი ამბის სიხარულის შეგრძნებით  ცხოვრობნენ.

ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი გოგონა, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის დროს ბოლომდე დებდა თავის სულს, სანაცვლოდ კი მხოლოდ გულისტკენას ღებულობდა, ასე გრძელდებოდა მრავალი წლის მანძილზე. ძალიან ბევრჯერ ატკინეს და გაუტეხეს გული. ძალიან ბევრჯერ მობეზრებია ყველა და ყველაფერი, გადაუწყვეტია ცვლილებები შეეტანა საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებაში, ადამიანებს მიდგომოდა სხვაგვარად, არსებული სიტუაციებისთვის შეეხედა სხვანაირად, მაგრამ ამაოდ, დასახული მიზნის შესრულებას ვერ ახერხებდა, ვერ იცვლებოდა.

ბევრი ებრძოლა საკუთარ თავს, ბევრიც იფიქრა, შემდეგ მიხვდა, რომ არ უნდა შეცვლილიყო,  ადამიანებს არ უნდა მისცეს იმის უფლება რომ შეცვალონ, მიხვდა რომ არ უნდა დამსგავსებოდა მათ.

ძალიან ბევრი იფიქრა თუ რატომ ხდება ასე, რატომ ბატონობს ირგვლივ  სიბოროტე, რამ განაპირობა ხალხის გაბოროტება, რატომ არ უღრმავდებიან საკუთარ თავს და საკუთარ ქცევებს, არ ცდილობენ მათ მიერ ჩადენილი საქციელის მეორე მხრიდან დანახვას, არ ფიქრობენ იმაზე, რომ “მოიქცნენ ისე, როგორც სურთ თავად მოექცნენ”.  ამ დროს კი  რა ცოდოა დედამიწა, როგორ მძიმდება  არავინ ფიქრობს, რამდენად ცუდი ენერგეტიკა გროვდება ირგვლივ და შემდეგ უკან ბრუნდება, გვიბრუნდება ყველას სათითაოდ.

რამდენჯერ უფიქრია ყველა ჩვენთაგანს:  “რატომ ხდება ასე”,  “მე ასე არ უნდა მომსვლოდა”,  “რა დავაშავე ასეთი”  და ა.შ.  ყველაფერი კი  ხდება ჩვენი საქციელიდან გამომდინარე. ბუნება გვიბრუნებს უკან სამაგიეროს ჩვენი საქციელიდან გამომდინარე, ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ბუნებას, დაკარგულს ვერასოდეს ავინაზღაურებთ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და ყველაზე მთავარი, ერთად გავაფერადოთ ნაცრისფერი სამყარო.

7 კომენტარი to this post
  1. :) :) :) გავიღიმოთ, რამდენიც არ უნდა იყოს ღიმილი ზედმეტი არასოდეს იქნება

  2. ფერები ნამდვილად გვაკლია…
    მმ, ალბათ შესაძლებელია რამე შევცვალოთ თუ ძალიან მოვინდომებთ :)

  3. უნდა იპოვო შენნაირი ადამიანები და იყო ბედნიერი მათთან. დანარჩენები დაიკიდო. ხალხს ვერ შეცვლი. ტყუილად დროსაც დაკარგავ და ენერგიასაც

შენ რას იტყვი?