Home მკითხველის ისტორიები

ადამიანები ხომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, მაგრამ შედარებით პატარა ქალაქებში, ასე ვთქვათ პერიფერიებში, არაჩვეულებრივი ადამიანები არსებობენ.

აქ ჰყავთ ელიტარული წრეები (კარგად ჩამცმელები) და თუ ვინმეს სურვილი აქვს მოხვდეს ამ წრეში, რამდენიმე მარტივი (რთული) წესი უნდა დაიცვან.

მაშ ასე, მომისმინეთ და მოგიყვებით:

ჩვენთან ტანსაცმლის  მაღაზიები არ არსებობს, ჩვენთან მხოლოდ ბაზრობაზე ყიდიან ტანსაცმელს. ნუ გაგეცინებათ და იაფი სულაც არ არის. თუ თქვენ ჯინსის ყიდვა გინდათ, კი ბატონო, მაგრამ არჩევანი მწირია და ფასი უსაშველო. სავარაუდოდ ასე 200 დოლარამდე. ხარისხი არ მკითხოთ. ვერ გეტყვით. უფრო სწორედ არ გეტყვით.თავად მიხვდით.

რა თქმა უნდა არსებობენ, ნაკლებად პრესტიჟული გამყიდველები, მათთან შედარებით იაფია, მაგრამ ჩვენს ქალაქში პრესტიჟის ამბავია მაღალ დონეზე. მთავარია, ვისთან იყიდი და რამდენს გადაიხდი. რაღა ბევრი გავაგრძელო და ნებისმიერი სახის ტანსაცმელზე ფასი 100 დოლარიდან იწყება.

ჩვენთან ერთი რასაც იყიდის, მერე იმას ყიდულობს მთელი ქალაქი და ზუსტად ისე იცმევენ, როგორც მანეკენს ეცვა ტანსაცმელი შეძენისას. ფანტაზიაშიც გვიჭირს.

20-მდე მანდილოსანია ზემოთ ნახსენები ელიტის წევრი. რა თქმა უნდა თაობებს შორის არის განსხვავება, მაგრამ ეს ტიტულივითაა და იგი თაობიდან თაობას

რამდენიმე წესი იმისათვის, რომ იყო ან გახდე ელიტის წევრი.

  • უნდა გქონდეს საშუალება (ფული) ან შენ, ან შენს ოჯახს.
  • უნდა გქონდეს მანქანა ან მინიმუმ მართვის მოწმობა მაინც .
  • უნდა გეცვეს კარგად (პერიფერიულად)
  • არ უნდა იცოდე საუბარი (მეტყველების უნარი უნდა გქონდეთ დაქვეითებული).
  • უნდა იცნობდე ყველას ამ ქალქში.
  • ზმანები უნდა “გაამარიაჟო” (odnoklassniki-თ და facebook-ით)
  • როდესაც შენი მეგობარი ახალ ტანსაცმელს იყიდის, შენც სასწრაფოდ უნდა შეიძინო რაიმე ახალი.
  • კარგი მობილური უნდა გქონდეს.
  • უნდა გიყვარდეს სეირნობა და მთელი ზაფხული ისეირნო, ქალაქის ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე მანქანით, ან მეგობრის მანქანით მაინც.
  • უნდა გაისწორო თმები ყოველ დილით.
  • უნდა ეწეოდე სიგარეტს ჩუმად, საპირფარეშოში.
  • უნდა გაიღიმო მხოლოდ “მეგობრებთან”.
  • უნდა დაკეტო ფეისბუქის პროფილი.
  • მოკლედ, მერე უნდა გათხოვდე წარმატებით და ტიტული მომავალ თაობას გადაულოცო.

ეს იმ კრიტერიუმთა არასრული ჩამონათვალია იმისათვის, რომ გახდე ელიტის წევრი.

თუ მიდიხართ ქორწლში და არ იცით რა ჩაიცვათ

გადით ბაზრობაზე. რამოდენიმე სახელი ვიცი მოვაჭრეების, მერე გეტყვით ჩუმათ  და მათთან მიდით. იქ ძვირიანი კაბები იყიდება.   ყველამ ერთნაირი რომ არ ჩაიცვათ, გამყიდველი ზეპირად მოგიყვება რომელი”ელიტის” წევრს რა აცვია და რა ფერებში. თქვენც დაზღვეული იქნებით და ერთნაირი სამოსი არ გეცმევათ.

მეორე დღეს ფეისბუქში ფოტოები დადეთ და ტუჩები გამობურცეთ. ჩვენთან ესე იციან.

ხო, თუ გინდათ ყველაზე მაგარი ტიპი იყოთ”პერიფერიულ” ელიტაში, ფეისბუქის ავატარზე შორენა ბეგაშვილის ფოტო დააყენეთ.

ოღონდ დანარჩენებმა ჯერ წყალი დალიეთ და მერე გახსენით ფოტო, კისერზე არ დაგეცეთ.

ისე რა გოიმობა გრეხი კი არ არის…

13 კომენტარი to this post
  1. ნუ, ყველას ცნობასა და ფბ-ის პროფილის დახურვის ნაწილს არ ვეთანხმები და მეტყველების უნარის დაქვეითება მომეწონა :დ

  2. კიდევ ორი წლის შვილს უნდა ჩააცვა რაც შეიძლება ძვირიანი (მაგრამ ამდ დროს იგივე ხარისხის იგივე ტანსაცმელი 10 ჯერ იაფი რომ ღირს სხვაგან) ოქრო უდა გაუკეთო და ისიც გაამარიაჟო ოდნოკლასნიკით რა თქმა უნდა და სხვებს ცოტა მეტი ფასი უნდა უთხრა :დ თან უსაყვედურო შენ ეტყობა არ გიყვარს შვილის მოვლაო.. ვერ ვიტან ჩემს თავს ასეთი ნაცნობები რომ მყავს :D

  3. რატომ მარტო პერიფერიებში? :) მაგალითად, მეტყველების უნარის დაქვეითება თბილისში რომ სჭირთ, ისეთი უნდა! :)

შენ რას იტყვი?