Home მკითხველის ისტორიები

 გამარჯობა, მე შეყვარებული მყავს.

ჩემს ბლოგზე ვწერ, რომ ჩემს შეყვარებულს უამრავი უცნაურობები აქვს.

მას კიდევ ერთი უცნაურობა აქვს, არასოდეს არ მჩუქნის საჩუქრებს, არ აღიარებს ქალთა დღეს, ვალენტინობას, სიყვარული დღეს, დაბადების დღეს და საერთოდ არაფრის დღეს. იგი მხოლოდ აღიარებს საკუთარი სურვილების დღეს.

გამომდინარე აქედან, მე ვალენტინობას  ველოდები შემდეგ  საჩუქარს:

  •  ვუყურებ როგორ ხვდებიან სხვა წყვილები ვალენტინობას.
  • გაღიმებული ვუყურებ როგორ ულოცავენ ერთმანეთს შეყვარებულები.
  • გავხსნი ebay.com-ს და ვარჩევ ნაირ-ნაირ ნივთებს რომლებსაც ვისურვებდი საჩუქრად.
  • როდესაც გავახსენდები ჩემს “შეყვარებულს” და მომილოცავს, მეტყვის, რომ იგი არ აღიარებს სხვების მიერ დაწესებულ დღეებს
  • ვალენტინობას მე დავფიქრდები დავშორდე თუ არა მას
  • მერე გადავიფიქრებ და ვიტყვი, რომ ის ყველაზე მაგარი ტიპია.

ვალენტინობამდე ვინმე მაინც წაიკითხავს ამ პოსტს და მათგან საჩუქრად მივიღებ “შეფასებას”, რომელიც იქნება შემდეგი ტექსტის “ეს გოგო ვერაა”, ” რა გააჩერებს ესეთ შეყვარებულთან”, “აფრენს ეტობა” და ა.შ

გილოცავთ ვალენტინობას ყველას ვისაც გევალენტინებათ. ნეტა გაიგოს ვალენტინმა და ჩემთანაც მოვიდეს. ზოგჯერ დგება მომენტები, როდესაც ადამიანები სენტიმენტების ზღვარზე ვართ და ამ სენტიმენტებს ღირშესანიშნავი თარიღები უფრო ამყარებს. გულს გვიჩუყებს.

სწორედ ამიტომ, როდესაც თქვენი კონკურსი ვნახე, სადაც უნდა დაგვეწერა რას ვინატრებდით საჩუქრად, დავწერე ის რაც დავწერე.

 

გეხვეწები, მოდი ჩემთან ვალენტინ!

31 კომენტარი to this post
  1. vicnob msgavs bicheb… myavs megobrebi, romlebic yvela chamotvlil dgesaswauls aignoreben )) arseboben adamianebi, romlebic gansxvavebulad fiqroben. tu shen arakomfortulad xarmis "axirebastan" the ginda rom sadme waxvidet esec unda utxra the shetanxmdet, the tu shen is bichi mogwons the ugebt ertmanets konfliqtic ar unda iyos wesit )) shegidzlia spontanurad tavs daadge the rame surprizi gauketo (sachuqars sunamos the ragac banalobebs ar vgulisxmob) the utxra rom am dgis gatareba mastan ginda, imitom ki ara rom oficialurad siyvarulis dgea.. ubralod giyvars the masze fiqrob )).

  2. შეიძლება არ უყვარს ეს დღესასწაულები, მაგრამ სხვა დღეებში გჩუქნიდეს რაღაცას.
    ის რომ არ აღიარებს ასეთ დღეებს ეგ არაფერი არაა, ბევრს სჭირს ეგეთი ჭედვა , მაგრამ სულ არასოდეს არაფერს არ გჩუქნიდეს ეგ არაა ნორმალური, უფრო სწორად კარგი საქციელი რომელიც ურთიერთობისას შეიძლება ახასიათებდეს ადამიანს.

  3. ert ragacas vityvi mxolod, eg marto sheni sheyvarebulis problema araa dzvirpaso, eg qartveli kacebis dzalian didi problemaa, me erts girhcvedi…adeqi da miatove-imitom ki ara rom sachuqrebs ar gchuqnis, imitom rom ar cdilobs shens gabednierebas…qveynad ki atasi bichi dadis romlis gverditan tavi sheidzleba namdvil dedoplad igrdzno…da damijere sheyvarebuli mxolod saxeli da mesijoba araa…

  4. da kidev erti eg jmotoba araa…sheidzleba adamians iebis sul patara kona achuqo romelis 2 laramde jdeba :D magram am iapiani da patara sachuqrit usazgvro bedniereba mianicho…amitom jmotoba chemi azrit araper shuashia, da arc miuxvedreloba radgan titqmis saac gaixeedav yvelagan sheidzleba dainaxao magaliti imisa tu rogor cdiloben bichebi yevlanaerad asiamovnon taviant gogoebs, amitom eg mxolod erti ramaa-pexze dakideba da upativcemloba, yvelapers rom tavi davanebot molocvas cin ra udgas????

  5. ვალენტინობის, სიყვარულის დღეების და ა.შ. ამ ყველაფრის აზრი საჩუქრებში არაა. სიყვარული იმით არ განისაზღვრება, რას გჩუქნიან. მაგრამ მეორე საქმე ყურადღებაა. იქნებ შენი შეყვარებული ერთი, უბრალო ეგოისტია?
    ადამიანზე უარის თქმა ადვილი არაა.
    ამას მესამე პირი ვერ გადაგიწყვეტს. უნდა დაფიქრდე, ღირს კი ეს ადამიანი ამად? იქნებ, მას ყოველდღე უყვარხარ და არა განსაკუთრებულ დღეებში? ასე არაა? ან, იქნებ, ერთი უბრალო მთისხელა ეგოს ჩრდილშია მოქცეული შენი ბიჭი?
    დაფიქრდი ამაზე.

  6. guli ar dagcydes damijere dor yvelaperis mkurnalia.nu geshinia gadadgi es nabiji da miatove.tu mas ar gaaketeb damijere dadgeba dge da dzalian inaneb….radgan sul ver shedzleb moitmino da xelshi usaqmrui da miuxvedreli nagvis tomara rom shegrcheba tavs araraobad shen igrdznob, chamogiyalibdeba arasrulpasovnebi komplesxi radgan dainaxav sxva gogoebs rogor anebivreben da bolos tavad gadaiqnevi "nagvis upro did tomarad " :*:*:*:*:* carmatebebiii :*

  7. მე მგონი ერთად აპირებს გამოტოვებული დGესასწაულების საჩუქრების ჩუქებას.. . იქნებ სხვა მიზეზი აქვს, რომელსაც საზიზგარი უფულობა ქვია:(

  8. საინტერესოა სხვა რა უცნოურობები სჭირს, თორემ ის რომ ვანეტინობას არ აღიარებს ან დაბადების დღეს ბევრი არაფერია :)

  9. ჯობია მიზეზი დაადგინო :) და მერე შესაბამისად იმოქმედო..
    შეიძლება არ უყვარს საჩუქრების გაკეთება მაგრამ
    რაღაცით მაინც უნდა გამოხატოს სიყვარული.
    თუ შენი შეყვარებული ეგოისტია მაშინ
    ეგეთი ადამიანი სიყვარული ღირსი არ არის.

  10. ჟმოტი არაა,საჩუქრების ჩუქება არრ უყვარს პროსტა :) ძალიან არ მაწუხებს ეს ამბავი, ზოგჟერ გამკრავს ხოლმე :)

  11. კი როგორ არა :) ის ტარიღებზე არ მჩუქნის, თორემ სხვა ბევრი დადებითი აქვს. უბრალოდ ქალებს ხომ იცით უფრო მეტი გვინდა :)

  12. თუ ასე ძალიან გაწუხებს ეს ამბავი, სთხოვე ანგარიში გაგიწიოს და შენი ხათრით რამენაირად მაინც გაგრძნობინოს თავი განსაკუთრებულად ასეთ დღეებში. თუ მისი “ურწმუნობაა” შენთვის ანგარიშგასაწევი, თავადაც შენს “რწმენას” და სურვილებს თანაბარი მნიშვნელოვნება უნდა მიანიჭოს. თუ სხვა მხრივ იდეალურია და ძალიან ძალიან გიყვარს ისეთი როგორიცაა, მაშინ მორჩი წუწუნს))

  13. ძალიან შემეცოდე ,გულისამაჩუყებელია,სხვას რატომ უნდა უყურებდე …როგორმე აიძულე რომ აღნიშნოთ ესეთი თარიღები… ჩემს ქმარსაც არ უყვარს მაგრამ ვაიძულებ რომ მაჩუქოს და ავღნიშნოთ. ისეთი ეშხი არ აქვს მაგრამ მაინც კარგია ძვირფასი საჩუქარი,თუნდაც იძულებით ნაჩუქი..

  14. სრულიად მესმის ხოლმე ასეთი ადამიანების მაგრამ თუ "ის" ყველა დღესასწაულს უარყოფს მაშინ თვითონ ცხოვრება უნდა გიქციოს დღესასწაულად. კონკრეტულად ვალენტინობაზე არ მაქვს საუბარი..:)

  15. დამიჯერე ეგ ჟმოტობაა უყურადღებობა თუ უპატივისმცემლობა ან ყველაფერი ერთად.. ერთი ის იცოდე რომ აღიარებს თუ არა ამ დღეს შენ თუ უყვარხარ ამ დღეს გაგიხდის განსაკუთრებულს იმიტომ რომ შენ გინდა იყოს ეს დღე განსაკუთრებული იმის მიუხედავად თუ რას ფიქრობს ამ დღეზე.. დანარცენი შენით გადაწყვიტე.. აი ეხლა ფიქრობ რო დავშორდე ხო მკითხავს რატო და რას ვეტყვი საჩუქარი მინდა ? მერე მეტყვის საჩუქრის გამო გინდა შეყვარებულიო არა ჩემო საყვარელო თუ ასე ფიქრობს ესეიგი არ გიმსახურებს უბრალოდ არ იმსახურებს შენს სიყვარულს და მორჩა….

შენ რას იტყვი?