დამერწმუნეთ, არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როცა პინკის ავტორები ერთად ვიკრიბებით. სამწუხაროდ, ეს ხშირად არ ხდება, რადგანაც ზოგი ჩვენგანი დედაა, ზოგი – ექიმი, სტუდენტი და ზოგიც წარმატებული კარიერის მქონე PINK-გოგონა… ეს ამბავი სტატიების მრავალფეროვნების გარანტიას კი იძლევა, მაგრამ თავისუფალი დროის – რა გითხრათ…

დამერწმუნეთ, სტატიების ხარისხი ჩვენი რედაქტორისთვის წმინდათაწმინდაა, ამიტომაც რამდენიმე კვირის წინ ჩვენთვის პატარა ტრენინგის ჩატარება გადაწყვიტა სტატიების დაფორმატებისა და სხვა წვრილმანების კუთხით. ხშირად ეს ნიუანსები უბრალო მკითხველისთვის შეუმჩნეველია, თუმცა საერთ ჯამში სტატიის ვიზუალიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსობრივი მხარე. ამიტომაც ჩვენც ვვითარდებით, რომ ჩვენს მკითხველს ხარისხიანი, პინკური და საინტერესო სტატიები მივაწოდოთ.

MEC | Multimedia Education Center
P.S. ფოტოები ჩვენი ტრენინგიდან არ გახლავთ :)

რადგან ოფისი ჯერ არ გვაქვს, სატრენინგო სივრცის მოძება დაგვჭირდა. ასე აღმოვაჩინეთ MEC | Multimedia Education Center-ი  შუაგულ ქალაქში, ალ. ჭავჭავაძის 10ა-ში, რომელიც ნამდვილად საუკეთესო არჩევანი გამოდგა, თუმცა დაწვრილებით ამაზე ქვემოთ.

ტრენინგზე რედაქტორს ცოტა შეაგვიანდა, მაგრამ ცენტრის გოგონებმა კაფეტერიაც დაგვითმეს და გმირულადაც აიტანეს ჩვენი ლაქლაქი.

როგორც ზემოთ ვწერდი, ტრენინგი ტექსტის დაფორმატების წვრილმანებს შეეხო. რედაქტორმა გაგვაცნო ის ძირითადი სქემა, ასე ვთქვათ შაბლონი, რომელსაც ამიერიდან ყველა სტატიის ფორმად გამოვიყენებთ; ასევე გვასწავლა რამდენიმე “ეშმაკობაც”, რომელიც სტატიის წერას უფრო გაგვიადვილებს და თარგმანებსაც მეტად ადაპტირებულს გახდის ჩვენეული რეალობისათვის.

თუმცა, როცა 10-ზე მეტ ქალთან ტრენინგს ატარებ, უნდა გახსოვდეს, რომ ისინი მარტო ტრენერს არ უსმენენ, ჭორაობასაც ასწრებენ და არც გარემო რჩებათ უყურადღებოდ. ამასობაში ცენტრის საფუძვლიანად დათვალიერებაც მოვასწარით. ინტერიერი ცოცხალ და პოზიტიურ ფერებშია გადაწყვეტილი. მე, მაგალითად MEC-ის სალათისფერ სკამებზე გავგიჟდი, თუმცა სტაფილოსფერი ორიგინალური დივნების ნაკლებობასაც არ განიცდიდა მეზობელი დარბაზი.

484550_515629445151017_314520724_n

432106_331779800202650_1894063267_n

ცენტრში ყველანაირი პირობაა შექმნილი ტრეინინგებისათვის: Wi-Fi, პროექტორი, რედაქტირებადი სივრცე, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლია, შეცვალო და მკაცრი ტრეინინგიდან პუფებითა და პატარა სკამებით სავსე სასიამოვნო შეკრებად აქციო. მოკლედ, როგორც გაგიხარდებათ. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაზე მეტად მომეწონა ამ ცენტრში.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ MEC-მ სივრცე აბსოლუტურად უსასყიდლოდ დაგვითმო.

MEC – USAID-ის და IREX-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტია. ისინი სივრცეს უთმობენ უმაღლეს სასწავლებლებს, ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და სამწყებ მედია სტარტაფებს (ცხადია, შეკრების მიზანი მათ ძირითად მისიას უნდა ემთხვეოდეს). უფრო მეტი Multimedia Education Center-ის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ მათ ბლოგზე (mecgeorgia.wordpress.com) და facebook-ის გვერდზე (MEC | Multimedia Education Center)

470211_388410094539620_73869330_o