ძვირფასო PINK-ელებო! ჩვენი საახალწლო ნომრის მზადება დასასრულს უახლოვდება. გვინდა თქვენც ჩართული იყოთ ამ პროცესში.
10 დეკემბრამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი ისტორიები ან კომენტარები გასულ წელთან დაკავშირებით ქვემოთ მოცემულ რომელიმე თემაზე (ან თუ გსურთ ყველაზე!).
-
რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური, ძალიან მაგარი, სათავგადასავლო და სასიხარულო 2013 წელს?
-
გქონდათ თუ არა წინა წელს საახალწლო რეზოლუცია ან გასაკეთებელი საქმეების სია და რა შეასრულეთ აქედან?
-
რის მიღწევას გეგმავთ და რა მიზნებს ისახავთ მომავალი წლისთვის?
-
რას ურჩევდით სხვა მკითხველებს საახალწლოდ?
განსაკუთრებულად კრეატიულებმა და გამბედავებმა შეგიძლიათ ისტორიას თქვენი ან ამბის მონაწილე ადამიანების ფოტოც მიაბათ. ♥
საუკეთესო ისტორიები სამსახსოვრო პრიზით დასაჩუქრდება, რამდენიმეს კი ჟურნალში იხილავთ.
ისტორიები შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, მოგვწეროთ მესიჯად facebook-ზე ან გამოგზავნოთ იმეილით მისამართზე — hello@pink.ge
