მოემზადე! Pink.ge ახალ კონკურსს იწყებს!

გიყვარს ჩვენი ჟურნალი? ხშირად კითხულობ ჩვენს სტატიებს? მოიფიქრე სლოგანი, რომელიც ყველაზე Pink – ური, ყველაზე მაგარი და თავბრუდამხვევი იქნება და მოიგე პრიზები!

keep-calm-and-get-a-new-fucking-slogan-3

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

❀ განათავსე შენს მიერ მოფიქრებული სლოგანი ჩვენი facebook-ის კედელზე სტატუსად;

❀ აუცილებლად დაურთე #ContestPink

facebook-ზე წარმოდგენილი სლოგანების დათვალიერება შეგეძლებათ ამ ბმულზე. (თუ თქვენი სლოგანი ამ ბმულზე არ გამოჩნდება, აუცილებლად შეგვატყობინეთ!)

ან

❀ განათავსე შენს მიერ მოფიქრებული სლოგანი შენს twitter-ზე;

❀ აუცილებლად დაურთე #ContestPink და @Pink_ge

twitter-ზე წარმოდგენილი სლოგანების დათვალიერება შეგეძლებათ ამ ბმულზე. (თუ თქვენი სლოგანი ამ ბმულზე არ გამოჩნდება, აუცილებლად შეგვატყობინეთ!)


 

წესები:

  • სლოგანი უნდა იყოს აუცილებლად ქართულ ენაზე;
  • ორი ერთნაირი სლოგანის წარმოდგენის შემთხვევაში ავტორად ჩაითვლება ის, ვის ნაშრომსაც უფრო ადრე მივიღებთ;
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 10 სლოგანის წარმოდგენა;
  • კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13 წლის ასაკიდან, სქესი შეზღუდული არ არის;
  • სლოგანი უნდა იყოს შენი მოფიქრებული და არ უნდა იყოს რაიმე სახის ციტატა ან ცნობილი სლოგანის თარგმანი (ყველა სლოგანი გადამოწმდება);
  • სლოგანი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი ჟურნალის კონცეფციას, მისიას და ხედვას (იხილეთ ჩვენ შესახებ);
  • გამარჯვებულს შეარჩევს Pink.ge-ს მენეჯმენტის წევრებისგან შემდგარი ჟიური;
  • საკონკურსო სლოგანების მიღება გაგრძელდება ზუსტად 2 კვირა 18 ნოემბრის 18:00-დან 2 დეკემბრის 18:00-მდე;
  • ჟიური უფლებას იტოვებს, არცერთი სლოგანის მოწონების შემთხვევაში გამოაცხადოს მეორე ტური, სადაც შემოსული სლოგანებიდან მომხმარებელი ხმის მიცემით აარჩევს მოცემული სლოგანებიდან ერთ-ერთს;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 8 დეკემბერს, 18:00-ზე;
  • ყალბი, არათემატური, არაეთიკური და სხვა მომხმარებლის შეურაცხმყოფელი სლოგანები არ ჩაითვლება;
  • გამარჯვებულმა პრიზის მიღებისას უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაემთხვევა ფეისბუქის ანგარიშში წარმოდგენილ სახელს და გვარს;
  • კონკურსში არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება Pink.ge-ს ავტორებს და თანამშრომლებს;
  • კონკურსში სლოგანის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში Pink.ge-ს შეუძლია გამოიყენოს თქვენს მიერ წარმოდგენილი სლოგანი თავისი მარკეტინგული მიზნებისთვის.

tumblr_mv865u8ueI1siruefo1_400

პრიზები:

  • იმ შემთხვევაში, თუ ჟიური პირველივე ტუში აირჩევს გამარჯვებულ სლოგანს, ავტორს გადაეცემა $100 Amazon.com-ის სასაჩუქრე ვაუჩერი და Pink.ge-ს უნიკალური სამახსოვრო ფინჯანი, რომელიც გამოსულია ლიმიტირებული რაოდენობით.
  • ასევე ავტორი მიწვეული იქნება პირველ მარკეტინგულ ღონისძიებაზე საქართველოში – Spotlight.

 

100-Amazon-gift-card

Pink.ge Mug

splogohoriz

  • მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გამარჯვებული მხოლოდ სამახსოვრო საჩუქარს მიიღებს.