რამდენიმე წელია, ვოცნებობ ისეთი ქართულ ენოვანი ონლაინ-ჟურნალის შექმნაზე, სადაც ქალებისთვის აუცილებელი და საჭირო ყველა სახის ინფორმაცია გამოქვეყნდება და ეს ონლაინ-ჟურნალი გარკვეული ასაკის და მისწრაფებების მქონე ქალებისთვის ერთგვარი საწყისი გვერდი გახდება ინტერნეტის სამყაროში.

იმისათვის, რომ ასეთი რესურსი შეიქმნას, ყველა თქვენგანის მონაწილეობაა საჭირო.

თუ გსურთ გახდეთ ქალების საოცარი გაერთიანების წევრი, დარეგისტრირდით ჩვენს ონლაინ-ჟურნალში და გამოაქვეყნეთ სტატიები, სწორედ იმ თემებზე, რომლებითაც, ფიქრობთ, რომ სხვებს აუცილებლად დააინტერესებთ.

ჟურნალის აქტიური ავტორებისთვის მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები. შემოთავაზებული იქნება ექსკლუზიური ფასდაკლებები, სიურპრიზები, გათამაშებები და საჩუქრები.

Pink Magazine ჯერ-ჯერობით ენთუზიაზმზე და კოლაბორაციაზე დაფუძნებული ონლაინ ჟურნალია, მაგრამ მომავალში ის აუცილებლად გახდება ქართული ონლაინ-მედიის ღირსეული და თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ!