Cover-Page

ჩვენო ძვირფასო მკითხველო!

დიდი სიხარულით და აღტაცებით წარმოგიდგენთ ჟურნალ Pink-ის პირველ ექსპერიმენტულ ნომერს ელექტრონულ ფორმატში.

ეს ნომერი საკუთარი შვილივით გვიყვარს ყველას, ვინც მის შექმნაში მიიღო მონაწილება. მის წარმატებასთან არის დაკავშირებული ჩვენი იმედები, მომავლის გეგმები და გრანდიოზული პროექტები. ჟურნალის წარმატება კი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

რა უნდა გააკეთო მისი წარმატებისთვის?

პირველ რიგში გულდასმით დაათვალიერე ეს ნომერი და მოგვწერე: რა მოგეწონა, რას გააუმჯობესებდი, რას ამოიღებდი, რას დაამატებდი… და რაც მთავარია, იყიდიდი თუ არა ამ ჟურნალს დახლზე დადებული რომ გენახა. თუ იყიდიდი,რა ფასს გადაიხდიდი? წერილებს და კომენტარებს მთელი ზაფხულის განმავლობაში დაველოდებით, საუკეთესოებს კი შემდეგ ნომერში გამოვაქვეყნებთ და გავითვალისწინებთ. შეგიძლია შენი წერილი და შთაბეჭდილებები პირდაპირ რედაქტორს გაუგზავნო – editor@pink.ge

შემდეგი დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ მეგობარ გოგონებს გადაუგზავნი ჟურნალის მისამართს. არ აქვს მნიშვნელობა, იმეილით, facebook-ით თუ SMS-ით მოხდება ეს. მთავარია ინფორმაცია ჩვენ შესახებ მაქსიმალურად გავრცელდეს.

და ბოლოს, იმედი გვაქვს, აუცილებლად გახდები ჭეშმარიტი Pink-ელი, ანუ Pink-ის ერთგული მკითხველი და აქტიურად მიიღებ მონაწილეობას ჟურნალის ცხოვრებაში და განვითარებაში.