Pink Club-ს წევრების მესამე შეკრება შაბათს, 10 დეკემბერს გაიმართა. ამჯერად გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე გალერეას ვეწვიეთ.

როგორც წესი, Pink.ge ყოველი თვის ბოლოს ეპატიჟება ფინჯან ჩაიზე იმ ავტორებს, ვისაც თვის განმავლობაში მინიმუმ ერთი სტატია აქვს დაწერილი. თუ თქვენ გსურთ შემოგვიერთდეთ შემდეგ ჩაის სმაზე, დარეგისტრირდით და შეუდექით სტატიების წერას.

ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი სტატიის ავტორი ამჯერად პერწკლი გახდა, მას სამახსოვროდ ვარდისფერი სამაჯური გადაეცა.

პერწკლი

რიგით მესამე შეხვედრაზე საზეიმოდ აღინიშნა ყოველდღიურად გამოქვეყნებული სტატიების მომრავლება, ვებ–გვერდის ყოველდღიური უნიკალური ვიზიტორების 700–მდე გაზრდა და Facebook-ზე 4800 მეგობრის შემოერთება.

ავტორებმა შეკრებაზე განიხილეს ჟურნალის განვითარების ახალი გზები, წამოაყენეს სხვადასხვა იდეები და დასახეს სამომავლო გეგმები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ყველა ის ავტორი რომელიც დეკემბერში გამოაქვეყნებს მინიმუმ ერთ პოსტს, დაპატიჟებული იქნება შემდეგ, (ამჯერად უკვე საახალწლო!) შეკრებაზე.

შემოგვიერთდით: pink.ge/join

P.S. თუ გსურთ შემდეგი შეხვედრისთვის სარეკლამო მიზნით  შემოგვთავაზოთ თქვენი კაფე/რესტორანი, დაგვიკავშირდით: +995 598 152 317 ან editor@pink.ge

Sweet