Home Events

Pink გოგონებმა კარგად ვიცით, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირების თვეა. მსოფლიო ღონისძიებების სერიას არც საქართველო ჩამორჩა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერას” ინიციატივით ტრადიციული “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ამ ვარდისფერი ღონისძიების ორგანიზებაში სხვა მრავალი ორგანიზაციაც იყო ჩართული (ლიბ კლუბი, Irex-ის გაცვლითი პროგრამის წევრები და ა.შ).

სიმბოლური 5-კილომეტრიანი მარათონის დასრულების შემდეგ მოეწყო 2-კილომეტრიანი მსვლელობა, რომელსაც საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსიც ესწრებოდა. მსვლელობაში ვარდისფერი მაისურებით მონაწილეობას იღებდნენ ქალები, რომლებმაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში გაიმარჯვეს.

ღონისძიება დაჯილდოებით და კონცერტით დასრულდა, რომელიც მუსიკალურად მარიკო ებრალიძემ, გიორგი სუხიტაშვილმა და სხვებმა გააფორმეს.

თუკი თვითშემოწმება ჯერ არ ჩაგიტარებია, მაშინ აუცილებლად წაიკითხე ჩვენი სტატია და გაიგე, რა უნდა იცოდე ძუძუს კიბოს შესახებ. ეს შემოწმება პერიოდულად ჩაიტარე, იყავი ინფორმირებული და დაცული. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მაშინვე შენს მამოლოგს მიმართე.

აქვე გთავაზობ Pink სელებრითების ფოტოებს, რომლებმაც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე გაბედეს და თმა სხვადასხვა ხერხით გაივარდისფრეს.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?