ჩვენი ონლაინ-ჟურნალი უკვე 6 დღეა არსებობს და უკვე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. თავადაც არ მჯერა ისეთი წარმატებული სტატისტიკა გვაქვს. დღეში 300-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი, გვერდების ნახვა კი – დღეში 2000-ს აჭარბებს. ეს მონაცემი ერთი კვირიანი არსებობის კვალობაზე უდავო წარმატებაა!

თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით! წინ უამრავი საინტერესო რამ გველის!

როგორც იცით, ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი ყველაზე აქტიური ავტორის გამოსავლენად (გაეცანით კონკურსის პირობებს). პრიზად დაწესებულია სასტუმრო რედისონში ერთდღიანი მოსაწვევი გამაჯანსაღებელ ცენტრში!

მინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი კონკურსები და წამახალისებელი ღონისძიებები Pink.ge-ზე ყოველ თვიურად გაიმართება.

ჟურნალის განვითარება მხოლოდ ავტორებზეა დამოკიდებული.

მომწერეთ

თუ თქვენ კარგად წერთ და:

  • უკვე დაწერილი გაქვთ რაიმე გასართობი ნოველა, რომლის გამოქვეყნება პერიოდულ სვეტად შეიძლება,
  • ან ორიგინალური სვეტის იდეა გაქვთ,
  • ან თავში განსაკუთრებული სტატიის იდეა გაგიელვებთ, რომლის განხორციელებაც სწორედ ჩვენს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი,

მომწერეთ ელფოსტის მისამართზე – editor@pink.ge – და თქვენს იდეებს პირადად მე, აუცილებლად განვიხილავ!

ასევე შეგიძლიათ გამომიგზავნოთ თქვენი ჩანაწერები და ბლოგ-პოსტები ან დარეგისტრირდეთ საიტზე და თავად განათავსოთ თქვენი ნაშრომები!

გახსოვდეთ, რომ Pink.ge ყოველ ავტორს აძლევს საკუთარი თავის უკეთ გამოხატვის და ნიჭის სრულად გამოვლენის საშუალებას! Pink.ge-ს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ პოპულარული ავტორი გახდეთ.
გახსოვდეთ, რამდენად უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს ონლაინ ჟურნალს პირად ბლოგებთან შედარებით და გამოიყენეთ ეს სტატისტიკა თქვენს სასარგებლოდ!

გისურვებთ წარმატებებს და ველოდები თქვენს წერილებს!