როგორც იცით, Pink.ge გლობალური მეწარმეობის კვირეულის მედია პარტნიორია, რადგან ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს მეწარმეობის განვითარებას (რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ქალებში!). სწორედ ამიტომ ამ კვირაში ხშირად მოგამარაგებთ ნიუსებით კვირეულის შესახებ. ამჯერად თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობა იქნება, შეხვდეთ Pink.ge-ს დამფუძნებელს და მთავარ რედაქტორს სტარტაპ ბიზნესის წარმომადგენლების პანელ-დისკუსიაში. დისკუსია ხუთშაბათს, 21 ნოემბერს საღამოს 18:00-ზე გამართება. მოდერატორები: მაკო ჯაოშვილი, თინათინ ღოლაძე განსახილველი თემები:

  • ბიზნესის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება;
  • წარუმატებლობის გამომწვევი მიზეზები და მიღებული გამოცდილება;
  • რეკომენდაციები დამწყები მეწარმეებისთვის.

პანელ დისკუსიის მონაწილეები:

  • ღონისძიებების მართვის კომპანია “სევენთ”;
  • ონლაინ სასწავლო პროგრამა teach.ge;
  • ინტერნეტ ჟურნალი ქალებისთვის Pink.ge (ანუ ჩვენ!);
  • ინტერნეტ ჟურნალი IdeaHub.

მისამართი: ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), ალექსიძის 8 (ცირკის მოპირდაპირე მხარეს)

ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს ამ დისკუსიაში, მიიღოს მონაწილეობა და დასვას საინტერესო კითხვები. ასე რომ გელით! :)

დასწრების მსურველები დაუკავშირდით: 598 49 73 66 – მარი