ძვირფასო მკითხველებო, გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ PINK-ის სლოგანების კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაში.

კონკურსის მიმდინარეობისას შემოვიდა 80-მდე სლოგანი, თუმცა უმეტესობა არ პასუხობდა იმ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს, რაც ჟიურის ჰქონდა ჩაფიქრებული გამარჯვებული სლოგანის მიმართ. სწორედ ამიტომ იმართება მეორე ტური, როგორც ეს გათვალისწინებული იყო კონკურსის წესებით. მეორე ტურში გამარჯვებული სლოგანის ავტორს უნიკალური სამახსოვრო პრიზი გადაეცემა.

Pink.ge Mug

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ გადარჩეულ 10 სლოგანში შედის 3 სლოგანი, რომლებიც Pink.ge-ს ავტორებმა მოიფიქრეს. მიუხედავად იმისა, რომ წესების თანახმად მათ არ ჰქონდათ კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობის უფლება, გადავწყვიტეთ, მეორე ტურში მიგვეცა ამ სლოგანებისთვისაც შანსი და თუ მათგან რომელიმე უფრო მეტ ხმას დააგროვებს, პრიზი მის ავტორს გადაეცემა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ქვემოთ მოცემული სლოგანებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი, რომელსაც ყველაზე შესაბამისად და საუკეთესოდ მიიჩნევთ ჩვენი ვებგვერდისთვის. ხმის მიცემა ერთი IP-დან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. ხმის მიცემა გაგრძელდება 8 დეკემბრის 18:00-მდე. ერთ ადამიანს შეუძლია მაქსიმუმ 3 სლოგანს მისცეს ხმა.

შეკითხვების დასმა შეგიძლიათ კომენტარებში.

ყველა დიდ მადლობას ვუხდით მონაწილეობისთვის! დაელოდეთ ახალ კონკურსებს.

 

რომელი სლოგანია საუკეთესო Pink.ge-სთვის?

  • ყველაფერი ქალებისთვის (20%, 138 Votes)
  • იყავი გამორჩეული (16%, 108 Votes)
  • აირჩიე შენი ფერი (14%, 99 Votes)
  • ყველაფერი, რაც გაინტერესებს (12%, 83 Votes)
  • ყველაფერი, რაც შენშია (9%, 59 Votes)
  • იყავი განუმეორებელი (6%, 41 Votes)
  • ნაბიჯი შენი წარმატებისკენ (6%, 38 Votes)
  • იყავი თავდაჯერებული (5%, 34 Votes)
  • შენი ცხოვრების სტილი (5%, 34 Votes)
  • გახსენი გზა წარმატებისკენ (4%, 30 Votes)
  • შენი წარმატება აქ იწყება (3%, 24 Votes)

გამოკითხვას უპასუხა: 613 მომხმარებელმა

Loading ... Loading ...