Home Pink-ის სიახლეები

თუ ჩვენი მკითხველი ხარ, გსურს ჩვენი გუნდის წევრი გახდე და Pink გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იმის შექმნაში, რასაც ყოველდღე კითხულობ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს:

gaxdi-pink-avtori

Pink.ge აცხადებს კონკურსს ავტორებისთვის!

ჩვენი აზრით, ყველა ქალი საინტერესოა, ყველას აქვს საკუთარი ისტორია და შეხედულებები, რომელიც არა მხოლოდ მისთვისაა მნიშვნელოვანი.

ჩვენ ვეძებთ ავტორ(ებ)ს, რომელსაც აქვს ძლიერი ხმა, წერის ორიგინალური სტილი და მოტივაცია – გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

საკონკურსო მასალის თემა არ არის შეზღუდული, თუმცა აუცილებელია საკონკურსო სტატია/იდეა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • საკონკურსოდ მიიღება სტატია ან ბლოგის / სვეტის იდეა პირველ პოსტთან ერთად;
  • დართული წერილი, რომლითაც გაგვაცნობ თავს და დაგვარწმუნებ იმაში, რომ ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნები;
  • სტატია უნდა იყოს ორიგინალური (პირადი წარმოების), არ უნდა იყოს ნათარგმნი, კარგად უნდა ჩანდეს შენი მოსაზრებები ან გვიყვებოდეს ისტორიას ან შეიცავდეს პირად გამოცდილებას;
  • სტატიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს Pink.ge-ს საერთო სტილს;

სანამ მონაწილეობას გადაწყვეტდე, გადახედე ჩვენს პოპულარულ სტატიებს თითოეულ კატეგორიაში:

ბლოგები / სვეტები

სტატია, ან ბლოგის იდეა, თანდართულ წერილთან ერთად უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: jobs@pink.ge

გამორჩეული ნამუშევრების ავტორები საჩუქრად მიიღებენ ფულად პრემიას ან/და წიგნებს. მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება Pink.ge-ზე, ხოლო რამდენიმე საუკეთესო – Pink.ge-ს ავტორი გახდება.

წარმატებას გისურვებთ!

13 კომენტარი to this post
    • პოსტებს შეაფასებენ რედაქტორები. საბოლოო პასუხი იქნება მაშინ, როცა ვინმე მოგვეწონება :)

    • “გამორჩეული ნამუშევრების ავტორები საჩუქრად მიიღებენ ფულად პრემიას ან/და წიგნებს. მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება Pink.ge-ზე, ხოლო რამდენიმე საუკეთესო – Pink.ge-ს ავტორი გახდება.”

  1. გამარჯობათ.შეიძლება თუ არა თემა დაიწეროს მაგალითად ცხოვრებასა და სიყვარულზე?

  2. shedzleba tu ara rom gaketdes, tunda kvirashi erti dge, xelnaketi nivtebistvis,fotoebit, magram, am rubrikas xelnaketi nivtebi, mgoni didi mjermetyveleba ar unda sakmaria fotoebi, tu aucilebelia mainc statiis saxit iyo?

  3. დამთავრდა კონკურსი თუ შემიძლია დავწერო/მოგაწოდოთ მხიარული სტატია? :)

შენ რას იტყვი?