Victoria’s Secret შოუ დასრულდა, მაგრამ მსოფლიო მაინც საუბრობს და განიხილავს წლის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენას. ამ თემაზე უამრავი სტატია მზადდება.

ამჯერად, პინკი გთავაზობთ ტომი ტონის მიერ გადაღებულ ფოტოებს Victoria’s Secret შოუს კულისებიდან. ტომი ტონი ქუჩის მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფია. მისი ფოტოები მოდის კვირეულებიდან მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების ფურცლებს ამშვენებს. ის ასევე მონაწილეობას იღებს სხვადახვა გამოცემის ფოტოსესიებში. ამჯერად, მან Victoria’s Secret კულისები გადაიღო და მსოფლიოს გაუზიარა თავისი თვალით და კამერით დანახული ულამაზესი მოდელების მზადების პროცესი.