Home მიმოხილვები

ეს არ არის უბრალოდ მყვირალა სათაური. ეს რეალობაა.

თუ შენ გსურს გეცვას ორიგინალური Versace, Roberto Cavalli ან Alexander McQueen, ამისთვის ევროპაში გამგზავრება აუცილებელი აღარ არის.

NGGeorgia – არის ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ლუქს კლასის მრავალბრენდიანი ბუტიკების ქსელი საქართველოს ტერიტორიაზე.

NGGeorgia-ს მაღაზიათა ქსელი ექსკლუზიური დისტრიბუტორია ისეთი ბრენდების, როგორიცაა: Versace, Versus, Roberto Cavalli, Jitrois, Alexander McQueen, Etro, Ralph Lauren, Gaetano Navarra, Blumarine, Barbara Bui, Casadei და სხვა.

თუ ცალკეული ბრენდების ჩამოთვლა ბევრის არაფრის მომცემია, გეტყვი რომ NGGeorgia-ს ბუტიკებში შეგიძლია შეიძინო Versace გაზაფხული-ზაფხული 2014-ის კოლექციიდან შენთვის სასურველი სამოსი ან Casadei-ის ჩექმა, რომელიც ბიონსეს 2014 წლის მსოფლიო ტურნეს პრომოში ეცვა და ამავე ბრენდის შენთვის სასურველი ფეხსაცმელი, რომლის აქტიური მომხმარებლები არიან: ქეით ბლანშეტი, ჯესიკა ალბა, მირანდა კერი და ა.შ.

მაღალი მოდის და ძვირადღირებული  სამოსის მოყვარულებისთვის ეს ნამდვილი ოაზისია, სადაც კოლექციები მუდმივად განახლებადია.

გარდა ხარისხიანი სამოსისა, NGGeorgia-ს ბუტიკებში მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პერსონალი და სტილისტები, რომლებიც იდეალური იმიჯის შექმნაშიც დაგეხმარებიან.

მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლია კომპანიის Instagram გვერდი გამოიყენო ან უბრალოდ ეწვიო მაღაზიებს:

თბილისი:
▲ პუშკინის 7;
▲ აღმაშენებლის 129.

ბათუმი:
▲ რუსთაველის 28.

მსგავსი სტატიები

შენ რას იტყვი?