9 ნოემბერს  გაიმართება სილამაზის საერთაშორისო კონკურსი «მის სამყარო 2013»-ის გრანდიოზული ფინალური შოუ, რომელიც მოსკოვის საკონცერტო დარბაზში “კროკუს სითი”-ში ჩატარდება.

62-ე «მის სამყარო»-ს ფინალზე საქართველოს წარადგენს «მის საქართველო»-ს ტიტულის მფლობელი, იმიჯ ცენტრის წარმატებული მოდელი, იმედის დღის შოუს თანაწამყვანი  ჯანეტ ქერდიყოშვილი.

janet1

ღონისძიების ფარგლებში ჯანეტი მონაწილეობა მიიღებს სხვადასხვა წინაშესარჩევ ტურებში რისთვისაც ინტენსიურად ემზადება. “მის საქართველოს” ეროვნულ ჩაცმულობაზე და საღამოს კაბებზე იზრუნა მოდის სახლმა “მარიონელა”-მ.

ჯანეტის  მხარდამჭერებს შეუძლიათ უგულშემატკივრონ “მის სამყარო”-ს ოფიციალური ვებ გვერდის (www.missuniverse.com) და სოციალური ქსელის Facebook-ის (www.fb.com/OfficialMissUniverse) მეშვეობით გამოხატონ თავისი სიმპათია მისი ფოტოს მოწონებით.

წარმატებას ვუსურვებთ ჯანეტს ამ საპასუხისმგებლო და პრესტიჟული კონკურსის ფინალზე.

Janet2